Connect with us

თავის მოვლა

კეფირის ნიღბები სახის კანისთვის – საშუალება, რომელმაც ნაადრევი დაბერებისგან მიხსნა

ალბათ, ბევრი თქვენგანი ვერც წარმოიდგენს რაციონს 1 ჭიქა კეფირის გარეშე, ძილის წინ. მაგრამ იცოდით, რომ მისი გამოყენება კოსმეტიკაშიც შეიძლებოდა? დღეს კეფირის შესახებ სწორედ ამ ასპექტში ვისაუბრებთ.

შესაძლოა იცოდეთ კიდევაც, რომ კეფირს კანის გათეთრება და დამშვიდება შეუძლია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამით მისი სასარგებლო თვისებები არ შემოიფარგლება. ტონუსის დაკარგვა, ნაადრევი გაუწყლოება, ნაოჭები, ფორების გაფართოება, სიმშრალე, აქერცლვა – კეფირი ამ ყველაფერს უმკლავდება!

კეფირი კანისთვის

  • კეფირი კანის ნებისმიერი ტიპს უხდება(მათ შორის, მგრძნობიარესაც);
  • ნიღბებისთვის ნებისმიერი სიძველის კეფირი გამოგადგებათ(ვადაგასულიც კი);
  • კეფირის წასმა სახეზე ყოველდღე შეიძლება;
  • სასმლის შემადგენლობაში კანისთვის ყველა აუცილებელი ნივთიერებაა: ლაქტობაქტერიები, ცილები, რძემჟავა და ვიტამინები;
  • კეფირის გამოყენება შეგიძლიათ გამწმენდ საშუალებად ძალიან მშრალი კანისთვის, ასევე, ტონიკად კომბინირებული კანის დაბანის შემდეგ;
  • შეუცვლელი ინგრედიენტია ასაკოვანი კანის ნიღბებში: შლის ასაკობრივ პიგმენტაციას, ათანაბრებს ტონს, აახლებს ეპიდერმისის ზედა ფენას;
  • ბიოტინი მის შემადგენლობაში აქტიურად ებრძვის უჯრედების დაბერებას, ხელს უწყობს ნაოჭების ალაგებას;
  • ეფექტური ანტისეპტიკია ცხიმიანი კანისათვის. სასარგებლო ბაქტერიების კომპლექსი, რომელსაც მხოლოდ კეფირი შეიცავს, გაშორებთ კანის ზედაპირზე გაჩენილ პათოგენურ მიკროფლორას, არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს, ზრდის კანის დამცავ ფუნქციას.

კეფირის ნიღბები სახის კანისთვის

კლასიკური მათეთრებელი ნიღაბი

შეურიეთ 3 ს.კ. სქელი კეფირი 1 ს.კ. შვრიის ფანტელის ფქვილს. წაისვით ნიღაბი სუფთა, ოდნავ სველ სახისა და კისრის კანზე. დაიხურეთ კეფირში ჩალბობილი მარლის ან ქსოვილის ხელსახოცი. გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ. ნიღბის მოხსნის შემდეგ გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბით.

დამატენიანებელი ვიტამინური ნიღაბი მშრალი კანისთვის

შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე 1 ჩ.კ. კეფირი, ხაჭო და ამდენივე ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ თაფლიც, თუ მასზე ალერგია არ გაქვთ. წაისვით ნიღაბი კისრისა და სახის კანზე 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის

შეურიეთ 1 ს.კ. კეფირი 1 ს.კ. ბრინჯის ფქვილსა და 1 ჩ.კ. სახამებელს. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ მასა სახისა და კისრის კანზე, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთს, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და ბამბის დისკით. მეტი ეფექტურობისა და ფორების შევიწროვებისთვის, წაისვით კანზე ყინულის კუბიც.

მძლავრი მაახალგაზრდავებელი ნიღაბი

წაისვით სახის გაწმენდილ კანზე კეფირი. როცა ერთი ფენა გაშრება, დაიტანეთ შემდეგი. ასე წაისვით 10 ფენა. როცა ბოლო ფენაც გაშრება, ქსოვილის ხელსახოცი ჩაალბეთ ცხელ წყალში და მიიდეთ სახეზე 3 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

კეფირის კომბინირება, პრაქტიკულად, ყველა პორდუქტთან შეგიძლიათ: ალოეს წვენთან ან რბილობთან, კვერცხის ცილასთან, თაფლთან, ქოქოსის ზეთთან.. პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინეთ კანის თავისებურებები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement