Connect with us

ჯანმრთელობა

კამის თესლი ჩემთვის წონის სწრაფი კლების საწინდარია. არეგულირებს სისხლში შაქრის დონესაც

ბევრ თქვენგანს შეიძლება სმენია, რომ ჩვილ ბავშვებში ხშირად ნიშნავენ კამიან წყალს კუჭთან და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების პროფილექტიკისთვის. როგორც აღმოჩნდა, კამის თესლის ნახარში არანაკლებ სასარგებლოა ზრდასრული ადამიანებისთვისაც.

ეს ძლიერმოქმედი სასმელი შეგიწყობთ ხელს სისხლში შაქრის დონის შემცირებაში და წონის კლების პროცესის სტიმულირებაში. კამის ნახარში არაჩვეულებრივი საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. რეკომენდებულია მისი რეგულარულად მიღება გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზისა და მუცლის შებერილობის დროს.

კამის სამკურნალო ნახარში

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. კამის თესლი
  • 1 ლიტრი მდუღარე წყალი

მომზადება:

1. თერმოსში ჩაყარეთ კამის თესლი, დაასხით მოცემული რაოდენობით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 1 საათით. თუ თერმოსი არ გაქვთ, გამოიყენეთ სხვა შესაბამისი ზომის ჭურჭელი, რომელსაც მჭიდროდ, ჰერმეტულად ეფარება თავსახური. მეტი დაცულობისთვის, თავსახურს ზემოდან შემოახვიეთ ფოლგა.

2. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ ნარევი. დარჩენილი სითხე მიიღეთ დღეში 2-ჯერ – დილას და საღამოს 200 მილილიტრის ოდენობით.

3. მუცლის შებერილობისა და კოლიკის დროს შეგიძლიათ დოზის გაზრდა 3 ან 4 ჭიქამდეც.

განსაკუთრებით სასარგებლო კამის თესლის ნახარში იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, კამა არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ახშობს მადას და მწყობრში მოჰყავს სისხლში შაქრის დონე. ასე გაცილებით გაიმარტივებთ და დააჩქარებთ წონის კლების პროცესს, თუმცა აუცილებლად კვების რაციონში გარკვეული ცვილებების შეტანით.

აუცილებლად თქვით უარი თეთრ ფქვილზე, რაფინირებულ შაქარზე, გაზირებულ უალკოჰოლო სასმელებზე და ზედმეტად ცხიმიან საკვებზე. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით, ხილით, თევზით, ნაკლებადცხიმიანი მოხარშული ხორცით, რძის ნაწარმით და ა.შ. ყოველდღიურად მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყალი და გამოიძინეთ დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 8 საათით. თუ კამის თესლის ნახარშის მიღების პარალელურად ამ რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებთ, ზედმეტი კილოგრამების მოშორება და სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვება მარტივი იქნება!

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაზუარეთ სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელებში!