ჯანმრთელობა
იოგა სუფთა ჰაერზე – ლემურებთან ერთად
ინგლისში სასტუმრო Armathwaite Hall Hotel and Spa, რომელიც ველური ბუნების პარკთან მდებარეობს, უნიკალურ მომსახურებას გთავაზობთ, ამ სერვისს “ლემოგა” ეწოდება და ის სუფთა ჰაერზე, ლემურებთან ერთად იოგას ნიშნავს.
ლემურები დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ძალიან მეგობრულები არიან და ისინი იოგის იდეალური პარტნიორებს წარმოადგენენ.
“როდესაც ხედავ თუ როგორ ირებენ ლემურები სხვადასხვა იოგის პოზას, სრულიად თვითნებურად ან მზეზე თბებიან, ეს უდიდეს მოტივაციას გაძლევს მათთან ერთად მეტი დრო გაატარო.”
იოგის სეარნსი, სასტუმროში არსებული “ველურ ბუნებასთან გაცნობის” პროგრამაში შედის. პროგრამის სხვა პუნქტებთან ერთად – 160 ჰექტარ ტერიტორიაზე ალპაკებთან ერთად გასეირბნება და სურიკატებთან ურთიერთობაც შედის
ლემოგა არაჩვეულებრივი საშუალებააბუნებასთან ერთიანობის შესაგრძნობლად. გარდა ამისა, ის სტრესისგან და მაღალი წნევისგანაც გათავისუფლებთ. მართალია ძნელია ამ საყვარელი არსებების გვერდით, იოგის პოზებზე კონცენტრირდეთ მაგრამ, პროცედურას მაინც არაჩვეულებრივი შედეგი აქვს.