Connect with us

მოდა და სტილი

იდეალური სტილი ქალბატონებისთვის რომლებმაც ასაკის დავიწყება გადაწყვიტეს

დევიდ კიბი ქალთა სილამაზის საკითხების გურუა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მოძველებულ სილამაზის სტანდარტებთან ბრძოლა და მათი შეცვლა. მისი წიგნი “მეტამორფოზები” ქალთა გარეგნობის ტიპაჟებს ეხება და ის მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. მან შეიმუშავა რჩევები რომლებიც ქალების ფიგურის პროპორციების მიხედვით არის დაყოფილი. “გამინის” ტიპაჟი მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ტიპაჟია და დღეს მასზე ვისაუბრებთ.

ტიპაჟი “გამინი”

დევიდ კიბისთვის ქალის გარეგნობა – სხვადასხვა ხაზების შეთანხმებაა. ამ ხაზების ფორმებზეა დამოკიდებული ქალის გარეგნობის ტიპაჟი. “გამინი”-ს ტიპი გასაოცარი იმით გახლავთ, რომ მასში თითქმის ყველა სტილი და ფორმა ერთიანდება. ეს ქალბატონები ქალურობით, რბილი შტრიხებითა გამოირჩევიან თუმცა ამავდროულად მათში სითამამაის, თავხედურობისა და “ბიჭურობის” პრაქტიკულობაც არის გაერთიანებული.

რა შტრიხებია დამახასიათებელი “გამინის” სტილისთვის

1. საშუალო სიმაღლე
2. კუთხოვანი ფიგურა
3. სუსტი სილუეტი
4. საკმაოდ მკვეთრი და უჩვეულო სახის ნაკვთები
5. გრძელი ხელები და ფეხები, მაგრამ ვიწრო და საშუალო ზომის ხელები და ტერფები
6. დიდი თვალები, თხელი ტუჩები, ჩაცვენილი ლოყები

ამ ტიპაჟის ცნობილი წარმომადგენლები არიან: ჯერალდინ ჩაპლინი, ედიტ პიაფი და კოკო შანელი. თანამედროვე ქალებს შორის შეიძლება ემა უოტსონის, ოდრი ტატუსა და ნატალი პორტმანის გამოკვეთა.

როგორ უნდა იცმევდეს ქალი- გამინი

გამინებს სისადავე და ბიჭური პრაქტიკულობა ახასიათებს. ბევრ ქალბატონს ამ თვისების მიღება არ სურს და ცდილობენ უფრო ქალურები გამოჩნდნენ, ამით კი თავიანთ მნიშვნელოვან მომხიბვლელობას ანადგურებენ. შეიძლება ამ ცვლილებით კარგი შედეგიც მიიღოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ საკუთარი ტიპაჟის ხაზგასმა გაცლებით უფრო მომგებიანია.

გამინის სტილის ქალბატონებმა თავი უნდა მოარიდონ “ოვერსაიზ” სამოსს, ამ სტილმა შეიძლება უხეშად და უფორმოდ წარმოაჩინოს თქვენი სხეული.


ნუ შეგეშინდებათ ფერებთან და სამოსის სტილტან ექსპერიმენტირება. გამინი კონტრასტების, მსუბუქი ქაოსის და შერეულობის ნაზავია. ბევრი გამინი ცდილობს თავის იმიჯში ქუსლიანი ფეხსამელი და მსგავსი ქალური ნივთები შეიტანოს, რათა უფრო მაღალი გამოჩნდეს. ეს კრიტიკულ შეცდომას წარმოადგენს.

გამინებს ძალიან უხდებათ მცირე დეტალები, ნათელი ფერები და სამოსის ასიმეტრიული ფასონი. რაც შეეხება უხეშ ტექსტურას – მათ მაქსიმალრად უნდა აარიდოთ თავი. არ დაივიწყოთ მოკლე შარვლები დაფუმფულა ქვედა ბოლოები – ეს ყველა გამინისთვის აუცილებელი პირობაა. სუფთა მკაცრი სტილი იშვიათად უხდებათ ამ ქალბატონებს. ქვედაბოლოები და შარვალი შეგიძლიათ სასაცილო პრინტის მქონე მაისურებს შეუხამოთ.