Connect with us

საკითხავი

თუ ჩიტი ფანჯარასთან მოფრინდა, ეს ცუდის ნიშანია?

თუ ჩიტი ფანჯარასთან მოფრინდა, ეს ცუდის ნიშანია, თუ მორიგი მონაგონი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს? მოდით გავარკვიოთ.

ჩვენი წინაპრები ფრინველებს ბევრ ცრურწმენას უკავშირებდნენ. ფრინველი ღვთის დესპანად ითვლებოდა, რომელშიც შეიძლება გარდაცვლილი ნათესავის სული ჩასახლებულიყო და საფრთხის შესახებ გავეფრთხილებინეთ. მსგავსი ნიშნის ახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფრინველი მოფრინდა ფანჯარასთან.

თუ ფანჯარასთან მოფრინდა მტრედი

მტრედი ბედნიერების ჩიტად ითვლება. თუ რუხ ფრთიანი მტრედი მოფრინდა, ოჯახს მალე მატება ელოდება. თუ თეთრი მტრედი მოფრინდა, ოჯახის რომელიმე წევრს კარიერული წინსვლა ელოდება. როგორც ხედავთ, არაფერი ცუდი არაა.

მერცხალი

თუ მერცხალი მოფრინდა, დროა სტუმრებს შეხვდეთ. თქვენ მოულოდნელად ნათესავები ან მეგობრები გესტუმრებათ. თუ მერცხალმა ფანჯარასთან ბუდე გააკეთა, სახლში ყოველთვის ბედნიერება და ჰარმონია იქნება.

ნამგალა და მერცხალი

თუ ასეთი ტკბილი წყვილი გესტუმრათ, როგორიცაა ნამგალა და მერცხალი, მალე სასიხარული ამბავი გელოდებათ – ნიშნობა ან ქორწილი.

ბულბული

თუ სახლში ბულბული მოფრინდა, მოულოდნელად მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდეთ.

წივწივა

ეზოტერიკის სამყაროში წივწივა ბედნიერების და კარგი ამბის მომტანად ითვლება. თუ ჩიტი მხარზე დაგაჯდათ, სურვილი სწრაფად უნდა ჩაიფიქროთ – სურვილი ძალიან სწრაფად აგისრულდებათ.

შაშვი, ყვავი, ბეღურა

აი, ასეთი სტუმრები, როგორიცაა შაშვი, ყვავი და ბეღურა მოახლოებულ უბედურებას, დაავადებას და დარდს გატყობინებთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ბეღურა ფანჯარასთან მოფრინდა – სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ავარია ელოდება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მანქანას ნაკურთხი წყალი შეასხუროთ და გაწმინდოთ.

ჭკა და კაჭკაჭი

ჭკა და კაჭკაჭი თქვენზე და თქვენს ახლობლებზე ცუდ ჭორებს მოასწავებს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩიტი ოფისში მოფრინდება. ასეთი ნიშანი იმაზე საუბრობს, რომ მალე კომპანიას ერთ-ერთი თანამშრომელი დატოვებს. შესაძლოა, მან უბრალოდ უკეთესი ადგილი ნახოს და კომპანიიდან წავიდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში ცუდზე ფიქრი არ ღირს. ფიქრები მატერიალიზდება, ასე რომ ყველაფერი ცუდი განდევნეთ. თუ ხალხური ცრურწმენა მოსვენებას არ გაძლევთ, შეგიძლიათ ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად მარტივი რიტუალები ჩაატაროთ.

როცა სტუმარი გაფრინდება, ასეთი სიტყვები უნდა თქვათ: მოფრინდი საჭმლისთვის და არა უბედურებისთვის. არსებობს ასეთი რწმენაც, რომ თუ ფრინველი ფანჯრის რაფაზე დაჯდა, გარდაცვლილი ნათესავების სული მათ მოხსენებას გვთხოვს. გარდაცვლილი ნათესავების სულისთვის უნდა ილოცოთ, ეკლესიაში წახვიდეთ, პარაკლისი გადაიხადოთ და მათ დასამშვიდებლად სანთელი აანთოთ. არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც გარდაცვლილი სულების გაწმენდასა და დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

ქალაქის ყოველდღიურ ქაოსურ ცხოვრებაში დრო არ გვყოფნის, რომ გარდაცვლილი ნათესავები მოვიხსენიოთ. უბრალოდ კარგზე იფიქრეთ და პოზიტიურად განეწყვეთ. თქვენს ფანჯარასთან ჩიტი ოდესმე მოფრენილა?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.