Connect with us

საკითხავი

3 რამ სახლში, რომლებიც სჯობს არავის აჩვენოთ

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ყველა სახლს თავისი ენერგეტიკა აქვს. სახლის მაცხოვრებლების ცნობიერებაზეა დამოკიდებული, ენერგეტიკა განწყობას აგიმაღლებთ თუ დაგრთგუნავთ. როგორც დიდი თავსატეხი, რომელიც მრავალი ნაწილისგან შედგება, ასე საცხოვრებელი შენობა ასობით მოვლენით და საგნებით ივსება. ნივთებს შორისაა თილისმებიც, რომელთაც მფლობელისთვის წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელ ნივთებზეა საუბარი.

გთავაზობთ განსაკუთრებულ ნივთებს, რომლებიც უცხო თვალს უნდა მოაშოროთ. მაშინაც კი, თუ ცრურწმენების არ გჯერათ, ზოგიერთ რჩევას მაინც უნდა მოუსმინოთ. დადებითი ენერგიით დამუხტული ნივთები ნამდვილად ღირებული და ძვირფასია. უცხო ხალხი ძვირფასეულობასთან ახლოს არ უნდა მიუშვათ.

ცრურწმენები სახლზე: რისი შენახვა არ შეიძლება თვალსაჩინო ადგილას

ადამიანები განსხვავდებიან: არიან კარგები და არც ისე კარგები. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება უსიამოვნება გამოიწვიოს და ადრე უვნებელი ნივთი სახიფათო გახადოს. აი, მცირე სია, რა არ უნდა აჩვენოთ ყველას:

ხატები, თილისმები და ამულეტები

ასეთი ნივთები მფლობელის ძლიერ ენერგეტიკას ატარებენ და მათ ხელი არავინ უნდა ახლოს. სწორედ ამიტომ, ხატებს ძნელად მისადგომ ადგილებში ინახავენ, მაგალითად, ზედა თაროებზე. ბებიები საერთოდ ხატებს თითქმის ჭერში კიდებდნენ. ამულეტები და თილისმები შეგიძლიათ თან ატაროთ, მაგრამ სხვას არავითარ შემთხვევაში არ ათხოვოთ ან ხელში დასათვალიერებლად არ მისცეთ. საუკეთესო შემთხვევაში ძალას დაკარგავს, უარესში – საკუთარი მფლობელის მტერი გახდება.

ძველი ფოტოები

მით უფრო, თუ გარდაცვლილი წინაპრებია გამოსახული. ასეთი სურათების ენერგეტიკა ათწლეულები ინახება. როცა ასეთი ფოტო ნეგატიური ადამიანის ხელში ხვდება, უსიამოვნებას ელოდეთ. პირადი ფოტოები მხოლოდ მათ მიეცით, ვისაც ენდობით. არ შეინახოთ სურათები, რომლებიც განწყობას აფუჭებენ და ცუდ მოგონებებს აღვიძებენ. მოიშორეთ იმ ადამიანების ფოტოები, რომლებმაც ერთ დროს გული გატკინეს, გიღალატეს ან გაგაბრაზეს. ეს ფოტოები ნეგატიურ ენერგიას ატარებენ, რომელიც თქვენთვის უსიამოვნო ხალხთან კავშირშია.

ზარდახშა სამკაულებით

სამკაულებით თავის ქება არ შეიძლება, მით უფრო მოსაზომად სხვისთვის მიცემა. არაკეთილმოსურნე ხალხს ძვირფას ლითონებზე უბედურება მოაქვს. ეს გამოიწვევს იმას, რომ თქვენი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა შეირყევა და გაქრება.

ნივთები, რომლებიც პირდაპირ ახლა უნდა გადაყაროთ

1. ძველი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი

თითქმის ყველას სახლში ნახმარი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აქვს. ჩვეულებრივ, მათ კარადებში „ყოველი შემთხვევისთვის“ წლები ვინახავთ. გახსოვდეთ, რომ ასეთი ნივთები უარყოფით ენერგეტიკას აგროვებენ, რომლებიც დროთა განმავლობაში მთელ სახლში ვრცელდება. სინანულის გარეშე ყველაფერი ზედმეტი მოიშორეთ. ახალს და სასიამოვნოს ადგილი გაუთავისუფლეთ. გაფუჭებული ნივთების შენახვა პირად ცხოვრებაში სირთულეებს და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. უსარგებლო ხარახურა მოიშორეთ და იგრძნობთ, როგორ იწყებთ მსუბუქად ფიქრს და წინსვლას.

2. ნიჟარები

ზღვიდან მოტანილი ნიჟარები ადრე საყვარელ სუვენირად ითვლებოდა, მაგრამ სახლში ნიჟარების ქონა არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ ეს მკვდარი მოლუსკის სახლია! ასეთი ხარახურა ნეგატიური ენერგიის ძლიერი მაგნიტია. ექსტრასენსების თქმით, სახლში ნიჟარები სხვადასხვა უსიამოვნებებს იწვევენ, როგორიცაა ცუდი ამბები, სამსახურის პრობლემები, ავადმყოფობები. სწორედ ამიტომ, 100-ჯერ დაფიქრდით, სანამ მათ შეგროვებას, ჩუქებას ან შენახვას გადაწყვეტთ. დამატებით, მოდაში აღარაა.

3. გატეხილი სარკე, მინა, ჭურჭელი

ბიოენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ასეთი ნივთები დადებით ენერგიას ამახინჯებენ და უარყოფითად აქცევენ. მაგიით დაკავებულები სარკეს სხვა სამყაროში გზის მაჩვენებელად ტყუილად არ იყენებენ. გატეხილ სარკეში ჩახედვა განსაკუთრებით სახიფათოა: დიდი ალბათობით, მარტოხელა დარჩებით, ქალი სილამაზეს დაკარგავს. ბედის გამოცდა არ ღირს. ასეთ ძველ ნივთს სარგებელი არ აქვს. თუ სახლში გატეხილი ან გაბზარული მინის ნივთები გაქვთ, დაუყონებლივ მოიშორეთ. ისინი დამსხვრეული ოცნებების და მისწრაფებების სიმბოლოა.

თქვენ იცით, კიდევ რისი ქონა არ შეიძლება სახლში, რომ უბედურება არ მოვიზიდოთ? გაგვიზიარეთ!