Connect with us

საკითხავი

სუნები, რომლებიც ფულს მაგნიტივით იზიდავენ

ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში ნივთების მისტიური თვისებების იმედი ჰქონდათ. როგორც ითვლებოდა, ზოგს იღბალი მოჰქონდა, ზოგი ავ სულებს აფრთხობდა. დროთა განმავლობაში მათი შესაძლებლობების სპექტრი მხოლოდ გაფართოვდა. ასეთი ცრურწმენები დღემდე აქტუალურია. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ზოგიერთი სუნი ფულს ან სხვა რამეს იზიდავს. ეს მხოლოდ ცრურწმენად არ მიიღოთ.

სუნების საკითხი სხვადასხვა კუთხით შეგიძლიათ განიხილოთ. დიდი ალბათობით, ზოგიერთი მათგანი ტვინის გარკვეულ ნაწილს ააქტიურებს, სხვა სუნი მყუდროების და კომფორტის შეგრძნებას ხელს უწყობს, ასეთ პირობებში მუშაობა სასიამოვნოა. შედეგად, საქმეს მარტივად და ეფექტურად შეასრულებთ. განა ეს ფულის მოზიდვა არაა?

სუნები, რომლებიც ფულს იზიდავენ

დაფნა

დაფნა სიმდიდრის უძველესი სიმბოლოა. დღემდე სწამთ, რომ ფულის მოსაზიდად დაფნა საფულეში უნდა ჩადოთ. თუ სახლში დაფნის სურნელი ტრიალებს, ის შემოქმედებით ატმოსფეროს ქმნის, კრეატივზე მოქმედ ტვინის ნაწილს ააქტიურებს. ასეა თუ ისე, უბრალო დაფნის ფოთოლის უგულებელყოფა არ შეიძლება.

მუსკატის კაკალი

მუსკატის კაკალი ეიფორიის ან ვნების სიმბოლოა. ბევრი ადამიანი გირჩევთ, მისი სურნელი გამოიყენოთ სახლში ან ოფისში, სადაც რაიმე ფინანსური სირთულე გაქვთ. მუსკატის კაკალი შფოთვის და თავდაუჯერებლობის გრძნობას აქრობს, რაც საქმეში აუცილებლად დაგეხმარებათ. საინტერესოა, რომ ბევრი მკითხავი ამ ხის ფოთლებს ფულზე შესალოცად იყენებს.

პიტნა

პიტნა ყოველთვის დამამშვიდებელ საშუალებად ცნობილი იყო. საუკუნეების წინ ხალხს სწამდა, რომ მცენარე ფულს იზიდავს. სწორედ ამიტომ, პიტნის სურნელს ბაზრობასა და პატარა დახლებზე აფრქვევდენ, რომ კლიენტები და, შესაბამისად, მოგება მოეზიდათ. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ პიტნა ადამიანის ფინანსურ არხებს ხსნის.

სალბი

ძველი რწმენის თანახმად, სალბი არა მხოლოდ სიმდიდრეს, არამედ ძალაუფლების მოზიდვაში დაგეხმარებათ. არომატი ავი სულებისგან, ჭორებისგან და შურისგან დაგიცავთ, სანაცვლოდ წარმატებას და თავდაჯერებულობას გაჩუქებთ. თუ მხოლოდ პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებთ, სალბის არომატული ჩხირის დაწვა სტრესს აქრობს.

სანდალი

ათასობით წლის წინ სანდალის ხეს აფასებდნენ, ხოლო მისი ზეთი პარფიუმერებისა და ექიმებისთვის ყველაზე სასურველი ინგრედიენტი იყო. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ სანდალის ხის სურნელს კეთილდღეობა მოაქვს და ეს გასაკვირი არაა. ითვლება, რომ სურნელი ბიზნესმენებს პარტიონერების და ფულის მოზიდვაში ეხმარება.

ილი და ჟასმინი

ჟასმინი ერთ–ერთი პოპულარული სურნელია. ითვლება, რომ შეძლებული მამაკაცების მოზიდვას ხელს უწყობს. ილი, პირიქით, მამაკაცებში პოპულარულია, მაგრამ არა მხოლოდ ქალებს, არამედ კარიერულ წარმატებას იზიდავს.

უდავოდ, სუნები, რომლებიც ფულს იზიდავენ, უფრო ცრურწმენაა. თუმცა ჩვენ, ყველა წინააღმდეგი არ ვართ, რომ ხეზე დავაკაკუნოთ, მხარს უკან გადავაფურთხოთ. ასე რომ, რატომ არ გამოვიყენოთ მარტივი რჩევები? სიმდიდრე გარანტირებული არაა, მაგრამ უფრო კომფორტულად იცხოვრებთ, თუ სახლს სასიამოვნო არომატებით გაავსებთ.