Connect with us

ჯანმრთელობა

თუ ორგანიზმი ამ ნიშნებს გიგზავნით, ის გამოფიტულია და თქვენი დახმარება სჭირდება

ცილა – სიცოცხლის საფუძველი, რომელიც კუნთის სამშენებლო ძირითადი მასალაა. თითოეული ადამიანის კვების ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს საკმარისი რაოდენობით ცილა, რათა ორგანიზმა იფუნქციონიროს სრულფასოვნად და თავიდიან ავირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერიოზული პრობლემების განვითარება.

ცილები აუცილებელია თმის, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობისთვის. მისი დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით კი ზამთრის თვეებში. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა პრობლემები, აუცილებელია ცილის უკმარისობის დროული გამოვლინება, დიაგნოსტიკა და მაქსიმალურად მცირე დროში ორგანიზმში მისი მარაგის შევსება. როდესაც ჩვენი სხეული ცილის დეფიციტს განიცდის, ის გარკვეულ ნიშნებსა და სიგნალებს გვაწვდის. აუცილებლად დააკვირდით ამ ნიშნებს და მათი არსებობის შემთხვევაში იმოქმედეთ დროულად.

ცილის უკმარისობა

სამწუხაროდ, არ არსებობს სისხლის ისეთი ანალიზი, რომელიც ცილის დეფიციტის დიაგნოსტიკაში დაგვეხმარება, თუმცა ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს ჩვენს გაფრთხილებას, როდესაც მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის.

1. სახსრების ტკივილი და კუნთების სისუსტე

როდესაც საკვებიდან საკმარისი რაოდენობით ცილას ვერ ვიღებთ, სხეული გადადის შიმშილის რეჟიმზე და ის იწყებს კუნთის გადამუშავებას, რათა შეავსოს კალორიების უკმარისობა. გარდა ცილის დეფიციტისა, ეს უსუამოვნო მოვლენა შეიძლება განაპირობოს კალციუმის, კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტმა. ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია კვების რაციონის გამდიდრება ბანანით, ნუშით, გოგრით, ვაშლით, ალუბლით, ბროკოლით და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით.

2. უძილობა

როდესაც ორგანიზმს არ ჰყოფნის ცილა, ჩვენ გვიჩნდება ტკბილეულისა და ფქვილის ნაწარმის მირთმევის დაუოკებელი სურვილი. ჭარბი რაოდენობით ასეთი პროდუქტების მიღებას ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივყავართ უძილობამდე. თუ ეს პრობლემა თქვენთვის კარგად არის ცნობილი, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების ყოველდღიური რაციონი საკმარისი რაოდენობით ცილის შემცველი პროდუქტებით. ასე თქვენ დაამარცხებთ მიდრეკილებას ტკბილეულისკენ, რაც სასარგებლოდ აისახება არა მხოლოდ თქვენს შინაგან ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც კი.

3. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები

თუ ცილის დეფიციტი ხანგრძლივი პერიოდით გაწუხებთ, გაითვალისწინეთ, თქვენ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგახართ. ცილის უკმარისობისას საკმაოდ ხშირია ტკივილის განცდა გულ-მკერდის არეში, სასუნთქი და შარდ-სასქესო სისტემის დარღვევები.

4. გამონაყარი და თმის ცვენა

როდესაც კანზე უსიამოვნო გამონაყარი ჩნდება და თმა ცვენას იწყებს, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმში ცილისა და B ჯგუფის ვიტამინების მარაგის შევსებაზე. ამ უსიამოვნო მოვლენებს თავი რომ ავარიდოთ, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი სოკოთი, თხილეულით, ორაგულით, სკუმბრიით, ავოკადოთი, ყვავილოვანი კომბოსტოთი, ბანანით, ჟოლოთი და ა.შ.

5. თეთრი ან წითელი ლაქების გაჩენა ლოყებზე, ხელებზე და ბარძაყებზე

ცილის უკმარისობისთვის საკმაოდ ხშირად არის დამახასიათებელი პატარა წითელი ან თეთრის ლაქების გაჩენა სხეულის სხვადასხვა მონაკვეთებზე. გარდა ცილის უკმარისობისა, ეს მოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს ცხიმოვანი მჟავებისა და A,  D ვიტამინების დეფიციტით. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებლად უნდა გამორიცხოთ კვების რაციონიდან ტრანსცხიმები და ჩაანაცვლოთ ისინი ჯანსაღი ანალოგებით.

გაამდიდრეთ კვების რაციონი ორაგულით, სკუმბრიით, ნუშით, სეზამის მარცვლებით, ნიგვზით, ჩიასა და სელის თესლით. გარდა ამისა, მიზანშეწონილია რეგულარულად მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, ჭარხლის, სტაფილოსა და ნიახურის მირთმევა.

6. გამომშრალი თმა, კანი და ფრჩხილები

თმა და ფრჩხილები შედგება ცილის ერთ-ერთი სახეობისგან, კერატინისგან. თუ თმა ზედმეტად გამოგიშრათ და გცვივათ, ფრჩხილები მტვრევადი გახდა და მათზე თეთრი ლაქები გაგიჩნდათ, შეგაწუხათ კანთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, სასწრაფოდ იზრუნეთ ორგანიზმში ცილის მარაგის შევსებაზე.

ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გაჩენა ორგანიზმში ცილების, ვიტამინებისა და საჭირო მიკროელემენტების დეფიციტზე მიგვითითებს. ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი საჭირო პროდუქტებით.

7. შეშუპება

როგორც იცით, შეშუპება ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით სითხის დაგროვებით არის გამოწვეული, რასაც, თავის მხრივ, ცილის დეფიციტი განაპირობებს.

8. გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება

ხშირად გეუფლებათ ისეთი შეგრძნება, თითქოს თქვენი გონება ბურუსით არის მოცული? თუ ეს ასეა და დღეს სამსახურში იმდენად პროდუქტიული ვეღარ ხართ, როგორც უწინ, აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმში ცილის მარაგის შევსებაზე.

ცილის დღიური ნორმა ქალბატონებისთვის უნდა გამოთვალოთ შემდეგი პრინციპით: სხეულის მასის ყოველ 1 კილოგრამზე – 1 გრამი. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ შემთხვევაში აუცილებლად მისაღები ცილის რაოდენობა 1 კილოგრამზე – 1,5 გრამია. იმ შემთხვევაში, თუ სპორტით ხართ დაკავებული და ინტენსიურად ვარჯიშობთ – ყოველ 1 კილოგრამზე 2,5 გრამი ცილა უნდა მიიღოთ.

ყოველთვის დაუგდეთ ყური იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის. თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენიმე მაინც აგეღნიშნებათ, იზრუნეთ ორგანიზმში ცილის მარაგის შევსებაზე, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. eliso

    February 8, 2019 at 4:43 pm

    ukacravad magram masis 1 kilogramze 1grami cila mgoni araswori inpormaciaa,80 kilos,rom adamiani iwonis 80 grami cila saidan da risgan unda miighos?

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement