Connect with us

თავის მოვლა

ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით: მხოლოდ ორი ინგრედიენტია საჭირო გასაოცარი შედეგისთვის

უჩვეულო ნიღაბი, ბოტოქსის ეფექტით, მზადდება 2 ინგრედიენტისგან და გაცილებთ ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს, აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს. ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება.

მისი ძირითადი ინგრედიენტია კვერცხის ცილა.

ცილას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მის შემადგენლობაში შედის B ჯგუფის 8 ვიტამინი და E ვიტამინი, ასევე, 15 მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც აუცილებელია კანის სილამაზისთვის. კვერცხის ცილის ნიღბებს აღმდგენი მოქმედება აქვს: აგლუვებს წვრილ ნაოჭებს, აჩქარებს კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესს და აღიავებს კანს.

კვერცხის ცილა შესანიშნავი საშუალებაა ნებისმიერი ასაკისთვის, იგი გვეხმარება კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და კანის გაუწყლოების მკურნალობაში.

ასევე, კვერცხის ცილას აქვს გამწმენდი, მატონიზებელი, გამომშრობი თვისებები და გვეხმარება შავი წერტილების მოშორებაში.

სახის ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხის ცილა
  • 2 ჩ.კ. სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ინგრედიენტები.
  2. დაიტანეთ ნიღაბი სუფთა, მშრალ კანზე(სახეზე, კისერზე, დეკოლტესა და ხელებზე). შეგიძლიათ საშუალება ფუნჯით ან ბამბის დისკით დაიტანოთ.
  3. როგორც კი ნიღაბი გაშრება, წაისვით მეორე ფენა, შემდეგ მესამეც. ჩამოიბანეთ მასა გრილი წყლით, არ დაჭიმოთ კანი.
  4. რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება ყოველ საღამოს, ძილის წინ, 20-25 დღის განმავლობაში, შემდეგ ყოველ მეორე დღეს, 10 დღის განმავლობაში, ხოლო ბოლოს – კვირაში ერთხელ.

ნიღაბში არსებული ბუნებრივი კოლაგენი მას ძალიან ეფექტურს ხდის. შედეგები თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.