Connect with us

საკითხავი

თუ მუსიკის მოსმენისას ჟრუანტელი გივლით, ესე იგი განსაკუთრებული თვისება გაქვთ

გქონიათ ისეთი შეგრძნება, როცა, გარკვეული მელოდიის მოსმენის დროს, კანზე თმა სულ ყალყზე დგება, ზურგში კი სიცივე გივლით? თუ კი, ესე იგი უნიკალური თავისებურება გაქვთ.

ამ შეგრძნებამ მიიღო სახელწოდება “ფრისონი”, ფრანგული სიტყვისგან  frisson(კანკალი) და პირდაპირი გაგებით “ესთეტიურ ციებას” ნიშნავს.

“ეს შეგრძნება აღიქმება, როგორც სიამოვნების ტალღები, რომლებიც მთელ სხეულზე ადი-ჩამოდის. ზოგიერთი მკვლევარი ამ მოვლენას “კანის ორგაზმსაც” კი უწოდებენ”  – წერს ფილოსოფიის დოქტორი, მიჩელ კოლვერი, აშშ-ს იუტას შტატის უნივერსიტეტიდან.

ყველაზე ხშირად, ფრისონს იწვევს ემოციურად შემპყრობი და ამტაცი მუსიკა. ზოგიერთი ადამიანი კი ნეტარებას განიცდის, როცა ხელოვნების ნიმუშს უყურებს.

“ჩვენ ვივარაუდეთ, რომ რაც უფრო იტელექტუალურადაა გატაცებული ადამიანი მუსიკალური ნაწარმოებით, მით უფრო დიდია ფრისონის განცდის ალბათობა, სტიმულთან ღრმა კონტაქტის წყალობით.” – თვლის კოლვერი.

კველევბის შედეგებით, ასევე, ვარაუდობენ, რომ მსმენელის უფრო სრული გატაცება მოსმენის პროცესში, პირველ რიგში, მისი პრიოვნების ტიპზეა დამოკიდებული.

მიიჩნევა, რომ თითოეულ მუსიკალურ ნაწარმოებშია ერთი ამტაცი ან კულმინაციური მომენტი, რომელსაც ფრისონის გამოწვევა შეუძლია.

ექსპერიმენტის მონაწილეებს, ასევე, სთხოვეს პიროვნების ტესტის გავლა, რის შემდეგაც, კოლვერმა გამოიტანა დაკსვნა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფრისონს განიცდიან, დამახასიათებელია ისეთი პიროვნული თავისებურება, როგორიცაა “გახსნილობა ახალი გამოცდილების მიმართ”.

კოლვერი ხაზს უსვამს: -“კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული თვისება აქვთ, ხასიათდება უჩვეულოდ აქტიური წარმოსახვით, აფასებენ სილამაზეს, უყვართ ბუნება, ეძებენ ახალ განცდებს, ხშირად ფიქრობენ თავიანთ გრძნობებზე და აფასებენ ცხოვრებაში მრავალფეროვნებას.”