Connect with us

თავის მოვლა

თმის ცვენა და ქერტლი წარსულში დარჩება, ხოლო ზრდის პროცესი დაჩქარდება. საშუალება, რომელსაც პირადად ვიყენებ

ყველას გვიყვარს ფორთოხალი. მისი ფერი, არომატი და გემო ჩვენ ხალისით გვავსებს და კარგ განწყობაზე გვაყენებს, ხოლო საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინები და მინერალები, რომელთაც ეს ციტრუსი შეიცავს, გვათავისუფლებს ინფექციური და ვირუსული დაავადებებისგან.

როგორც წესი, არომატული ნაყოფის მირთმევის შემდეგ მის კანს თავიდან ვიშორებთ. იცოდით, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები ნებისმიერი ციტრუსის კანში უფრო მეტია, ვიდრე მის რბილობში? დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ფორთოხლის კანის სასარგებლო თვისებების შესახებ და გასწავლით, როგორ გამოვიყენოთ ის თმის მოსავლელად.

თმის გაჯანსაღება სახლის პირობებში

ფორთოხლის კანი მართლაც რომ შეუცვლელი პროდუქტია ჩვენი თმის ჯანმრთელობისთვის. ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით მდიდარი ეს ციტრუსი ამცირებს თმის ცვენას და სტიმულირებს მისი ზრდის პროცესს. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ფორთოხლის ცედრა ანადგურებს სოკოს და აქვს ძალიან დადებითი გავლენა თავის კანზე. მისი დახმარებით მარტივად გაუმკლავდებით ქერტლსაც.

თუ თავის კანი ზედმეტად გამოგიშრათ, თმის საფარი შეგითხელდათ, გაწუხებთ ქერტლი და თმის ცვენა, გირჩევთ, დახმარებისთვის ფორთოხლის კანს მიმართოთ. მასზე დაფუძნებული ნიღბები მინიმალურ დროში უმკლავდება ჩამოთვლილ პრობლემებს.

ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა ფორთოხლის ცედრა
  • 1 ჭიქა მაწონი

გამოყენება:

1. მოათავსეთ ბლენდერში ფორთოხლის კანი და დაასხით 1 ჭიქა მაწონი. მოამზადეთ ერთგვაროვანი ნარინჯისფერი მასა.

2. დაიბანეთ თავი შამპუნით, ოდნავ შეიმშრალეთ და ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ მომზადებული მასა თავის კანზე. თითის ბალიშებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

3. შემოიხვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) ან პოლიეთილენის პარკი და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 2 საათით.

4. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით თმის კონდეციონერი.

2 კვირის განმავლობაში გაიკეთეთ ეს ნიღაბი ყოველი დაბანის შემდეგ და ქერტლი აღარასდროს შეგაწუხებთ.

ნიღაბი თმის ცვენის შესაჩერებლად

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ფორთოხლის დაფქული ცედრა
  • 0,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება: 

1. გამოაშრეთ ფორთოხლის ცედრა და მოამზადეთ მისგან ფხვნილი ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით.

2. მომზადებულ ფხვნილში ჩაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად გადაურიეთ.

3. კარგად შეიზილეთ ეს საშუალება თავის კანში და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით.

4. დაიბანეთ თავი შამპუნით.

ეთერზეთები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ფორთოხლის კანი, არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს თმას, ამცირებს მის ცვენას და სტიმულირებს თმის ზრდის პროცესს. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ და თმის ცვენის პრობლემა წარსულში დარჩება.

არსებობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც აჯანსაღებს ჩვენს თმას, ჰმატებს მას მოცულობასა და ბზინვარებას, უმკლავდება ქერტლს და ამცირებს თმის ცვენას. ახლა სწორედ ამ საშუალებას შემოგთავაზებთ, რომლის გამოყენებასაც სპრეის სახით შეძლებთ. მოცემული საშუალება რამდენჯერმე დააჩქარებს თმის ზრდის პროცესს.

ფორთოხლის ცედრის ნაყენი თმის ჯანმრთელობისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფორთოხლის ცედრა
  • 1 ჭიქა არაყი
  • 1 ჭიქა მინერალური წყალი

მომზადება: 

1. ფორთოხლის კანი მოათავსეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.

2. დაასხით მას არაყი, ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ის ბნელ და ცივ ადგილზე 3 კვირის განმავლობაში.

3. მზა ნარევი გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. მიღებული ნაყენი ჩაასხით სპრეი-ბოთლში და განაზავეთ 1 ჭიქა წყლით. არაყში დაყენებული კანი შეგიძლიათ გადაყაროთ, ის აღარ დაგჭირდებათ.

მიიპკურეთ ეს საშუალება თმაზე დღეში საშუალოდ 4-ჯერ ან 5-ჯერ. ეფექტის გასაძლიერებლად, გამოიყენეთ ეს ნაყენი ყოველ ჯერზე თავის დაბანის შემდეგ. მისი დახმარებით თქვენ მარტივად შეაჩერებთ თმის ცვენას და დააჩქარებთ მისი ზრდის პროცესს. გარდა ამისა, გაიჯანსაღებთ თავის კანსაც, რაც ჯანმრთელი და ლამაზი თმის საწინდარია.

თითოეული რეცეპტის ეფექტურობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. სასარგებლო ვიტამინებით მდიდარი ფორთოხლის კანი მართლაც რომ უნიკალური პროდუქტია თმის მოსავლელად. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisement
ვიდეო17 hours ago

ძლიერი საშუალება თირკმლების და ღვიძლის გასაწმენდად და იმუნიტეტის ასამაღლებლად: 3 რეცეპტი

საკითხავი17 hours ago

ჩრჩილი რომ არ გაჩნდეს და ტანსაცმელს ყოველთვის კარგი სუნი ჰქონდეს – რამდენიმე ხრიკი

ვიდეო17 hours ago

ანთების საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტი ნატურალური ანტიბიოტიკით ტრავმების და ნაკაწრების დროს

ყვავილები17 hours ago

რატომ იწელება ნერგი და როგორ ავიცილოთ თავიდან

ჯანმრთელობა17 hours ago

ახალი ვირუსი უკრაინაში: ექიმების დროულმა ჩაურევლობამ პაციენტი შესაძლოა სიკვდილამდე მიიყვანოს

სხვა17 hours ago

როგორ მოქმედებს კატის ფერი პატრონის ბედზე

ვიდეო1 day ago

ნატურალური საშუალება ოსტეოართრიტის, სახსრების ტკივილის და შეშუპების დროს: 3 რეცეპტი

ვიდეო1 day ago

რამდენი პომიდორი უნდა დარგოთ ბოსტანში

ჯანმრთელობა2 days ago

ესპანელმა ონკოლოგმა სიმსივნის მეტასტაზირების მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა

სხვა2 days ago

33 პოზიტიური ციტატა ბედნიერების შესახებ. დაუფიქრდით!

ჯანმრთელობა5 days ago

შეჩერდით 2 წუთით და წაიკითხეთ, ოდესმე ამ რჩევებმა შეიძლება სიცოცხლე იხსნან

თავის მოვლა1 week ago

ეს ქალი 51 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით გამოიყურება – ანტი სიბერის საიდუმლო ერთ ნატურალური ინგრედიენტშია

ჯანმრთელობა6 days ago

5 პროდუქტი, რომელიც სიბერის დაჩქარებას ხელს უწყობს

თავის მოვლა1 week ago

63 წლის ვარ და ფეხის გულები ისე მაქვს როგორც ახალგაზრდა გოგოს

ვიდეო2 weeks ago

ჩაი, რომელიც ესტროგენის დონეს და წნევას არეგულირებს, 45 წელს ზემოთ ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჯანმრთელობა4 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ხველა მხოლოდ ერთ ღამეში? რეცეპტი, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია ვიყენებ

ჯანმრთელობა7 days ago

გასაპვნა შეწყვიტეთ! ინტიმური ორგანოების მოვლის 9 წესი

ვიდეო3 days ago

კანი ნაოჭების გარეშე 64 წლის ასაკშიც! ქალი, რომელსაც 50 წელსაც კი ვერ მისცემთ, მარტივ რეცეპტებს გვიზიარებს

თავის მოვლა2 weeks ago

საუკეთესო ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – 100%-ით ეფექტურია

მოდა და სტილი1 week ago

ვარცხნილობის 10 იდეალური ვარიანტი სახის სხვადასხვა ფორმებისთვის

ტრენდული