Connect with us

ჯანმრთელობა

თითქოსდა ფარისებრი ჯირკვალი თავიდან დაიბადა. უბრალო წიწიბურის ფაფა ძალიან დამეხმარა

ფარისებრი ჯირკვალი ენდროკრინული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ორგანოა, რომლის მუშაობაზეც არაერთ ფაქტორს აქვს უარყოფითი გავლენა… სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანთან გამკლავება ჩვენ არ შეგვიძლია. მაგალითად, ჯანმრთელობაზე დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩვენ მხოლოდ მისი ეფექტის შემცირება შეგვიძლია.

ზოგიერთი ფაქტორი კონტროლს ექვემდებარება. მაგალითად, ფარისებრ ჯირკვალზე ძლიერი გავლენა აქვს სტრესის მაღალ დონეს. ეცადეთ, ცხოვრებაში ნერვიულობის და დაძაბულობის წყარო მაქსიმალურად შეამციროთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა? საქმე იმაშია, რომ ფარისებრი ჯირკვალი გამოჰყოფს ჰორმონებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებასა და ორგანიზმში უჯრედების ზრდაზე პასუხისმგებელნი არიან.

ადამიანებს ხშირად ჭარბი წონა აწუხებთ არა იმის გამო, რომ ბევრს მიირთმევენ, არამედ იმიტომ, რომ მათ დაავადებული ფარისებრი ჯირკვალი აქვთ. ეს როგორ მუშაობს? ფარისებრი ჯირკვალი გამოჰყოფს ჰორმონებს, რომლებიც საკვებიდან კალორიების ენერგიად გარდაქმნას ხელს უწყობენ.

თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ და ყველა აუცილებელი ანალიზი და გამოკვლევა ჩაიტარეთ.

წიწიბურას ფაფის სარგებელი

წიწიბურა უნიკალური თვისებებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნაკრებს წარმოადგენს. მინერალებით მდიდარი წიწიბურა რკინის, თუთიისა და სელენის შეუცვლელი წყაროა. წიწიბურას ფაფაში ბევრი ამინომჟავაა, განსაკუთრებით ლიზინი, ტრეონინი და ტრიფტოფანი. სწორედ ეს ამინომჟავები, იოდთან ერთად, ნივთიერებების ჯანსაღი ცვლისთვის აუცილებელ ჰორმონებს გამოჰყოფს. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა ფერხდება და ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჭარბი წონა, შფოთვა, მშრალი კანი და დეპრესია.

ორგანიზმისთვის წიწიბურას ფაფის სარგებელი უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რადგან სასარგებლო ნივთიერეებთან ერთად ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ძალიან გემრიელი და უნივერსალური საკვებია.

Advertisement

ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი წიწიბურას და ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კიდევ რამდენიმე პროდუქტს მოიცავს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წიწიბურა
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1 ჭიქა თაფლი
  • ქიშმიში და გარგარის ჩირი

მომზადება:

1. წიწიბურა ყავის საფქვავში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

2. ნიგოზი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ.

3. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და ნარევით სავსე ქილა მაცივარში შეინახეთ.

ერთი ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ. ქიშმიში და გარგარის ჩირი შეგიძლიათ სურვილის მიხედვით დაამატოთ. ასე ნარევი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების პროფილაქტიკისთვის.

ამ ნარევის წყალობით ნივთიერებათა ცვლა დარეგულირდება და წონაც ნორმაში მოვა, ამასთან, თაფლი სტრესს გაუმკლავდება და თქვენს შრომისუნარიანობას გაზრდის.

Advertisement

ნიგოზი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისების მქონე პროდუქტია, ასევე საგრძნობლად მაცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკს.

აუცილებლად ცადეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.