ჯანმრთელობა
თევზის ქონის სარგებელი
დიდი ხანია ჯანმრთელობის გამაგრებისთვის ადამიანები თევზის ქონს კაფსულების სახით მოიხმარენ. ამ პროდუქტის სარგებელი ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის – შეუფასებელია!
თევზის ქონი – ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელსაც ნატურალური პროდუქტისგან ვიღებთ. მას უნიკალური შემადგენლობა აქვს და შეიცავს ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებს, A, E, D ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს და მინერალებს რომლებიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თევზის ქონს თხევად მდგომარეობაში სპეციფიური სუნი და გემო აქვს, კაფსულის სახით კი მისი მიღება მაქსიმალურად იოლდება.
საუკეთესო თევზის ქონს ზღვის თევზისგან იღებენ, კერძოდ კი მათი ღვიძლისა და კუნთებისგან. მისი დადებითი თვისებები ათეულობით წლების განმავლობაში შეისწავლებოდა, დღეს კი დამტკიცებულია, რომ მისი მიღება ხელს უწყობს:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას: ამცირებს ჰიპერტონიის და ტახიკარდიის განვითარების რისკს, ამსუბუქებს ათეროსკლეროზის სიმპტომებს და ასუფთავებს სისხლძარღვებს.
აძლიერებს იმუნიტეტს: თევზის ქონი გვეხმარება ორგანიზმის დაცვითი ფუქნციების გაუმჯობესებაში, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია რესპირატორული დაავადებების გამწვავებისას.
ახდენს ნერვული სისტემის ნორმალიზებას. თევზის ქონი აუმჯობესებს თვითშეგრძნებას, თავის ტვინის მუშაობას, გვიცავს სტრესის ნეგატიური გავლენისა და დეპრესიული დარღვევებისგან. პროდუქტი აუმჯობესებს მეხსიერებას, გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაში, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას.
აჩქარებს მეტაბოლიზმისა და ნოივთიერებათა ცვლის პროცესს. ეს ნიშნავს, რომ ის შეუცვლელია გახდომისთვის.
აძლიერებს ძვლოვან ქსოვილებს. სწორედ ამიტომ თევზის ქონი რეკომენდებულია 40-50 წლის შემდეგ, მაშინ როცა ძვლები სუსტდება,
ახდენს ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას. მას ხშირად ნიშნავენ ორსულობის დროსაც.
თევზის ქონი არაჩვეულებრივი ნივთიერებაა სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. მისი სისტემატიური მიღება თმის ცვენისგან გვიცავს და ლამაზი ფრჩხილებისა და კარგი განწყობსი გარანტია.
აუცილებელია იცოდეთ თუ როგორ და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ თევზის ქონის იმისთვის რომ თქვენს ჯანმრთელობას არ ავნოს.
პრეპარატი მიიღება:
- კანის პრობლემების
- კბილების ნელი ზრდის
- მოტეხილობებისა და ძვლის ტრამვების
- კუჭ-ნაწლავის სისტემის ორგანოების პათოლოგიების და შარდ-სასქესი სისტემის პათოლოგიების დროს
- რაქიტის
- ავიტამინოზის
- მხედველობის პრობლემების
- რესპირატორული ინფექციების დროს
თევზის ქონს პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ სისმსივნის, შაქრიანი დიაბეტის, ართრიტის, ფსორიაზის და ანემიის დროს.
პრეპარატის ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიღება რეკომენდებული არ არის! მხოლოდ ექიმს შეუძლია სწორი დოზის დანიშვნა.
პრეპარატი იკრძალება:
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევების, კენჭოვანი დაავადებების, კუჭის წყლულის, ტუბერკულოზის და კალციუმის, D, A ვიტამინების სიჭარბის დროს.
მიღების წესი
- სხვადასხვა სავაჭრო მარკის თევზის ქონს სხვადასხვა მიღების წესები აქვს, დოზა ადამიანის ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
- საშუალოდ დღეში 1-2 კაფსულა თევზის ქონს ნიშნავენ, კურსი კი 1 თვეს არ აღემატება. ქალბატონებმა (45+ ასაკის) კურსი წელიწადში 2-3-ჯერ უნდა გაიმეორეონ. მის მიღებამდე კი რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინეთ.
- კაფსულები ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მიიღეთ.
- თუ კაფსულებში E ვიტამინი არ შედის – მაშინ ის დამატებით მიიღეთ.
- პრეპარათი ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.
- ნუ მიიღებთ ვადაგასულ პრეპარატს.
ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კარგად წაიკიტხეთ ინსტრუქცია!