Connect with us

თავის მოვლა

თევზის ქონი: საუკეთესო საშუალება ნაოჭების შესამცირებლად

კანის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ ქალების ბრძოლა გასაგებია. ყველას სურს, რომ დიდხანს ახალგაზრდა და ლამაზი დარჩეს. სწორედ ამიტომ, სახის ჩამოწელვის პრევენციისთვის ყველაზე შესაძლო მეთოდებს იყენებენ.

არსებობს იაფი საშუალებები, რომელთაც განსაცვიფრებელი ეფექტი აქვთ. მაგალითად, უდავოდ, ასეთი საშუალებაა თევზის ქონი. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ნიღბებს თევზის ქონით ნაოჭების შესამცირებლად.

რატომ თევზის ქონი

მასში ძალიან ბევრი E და A ვიტამინი შედის, რომლებიც უჯრედებს კვებავენ. თევზის ქონი უჯრედების რეგენერაციას ააქტიურებს, კანს ელასტიურობას, სიმკვრივეს და სიგლუვეს მატებს.

ნიღაბი პიგმენტური ლაქების და წვრილი ნაოჭების გასაქრობად

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ არაჟანი ან ნაღები
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ თევზის ქონი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. სუფთა სახეზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. ნარჩენები მოიშორეთ. ბოლოს სახეზე გვირილას ნახარში გადაივლეთ.

ნიღაბი ღრმა ნაოჭების წინააღმდეგ

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თევზის ქონი
  • 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი (თხევადი)

ყველაფერი აურიეთ და სუფთა კანზე წაისვით. ნახევარი საათით გაიჩერეთ. ნარჩენები მოიშორეთ. სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 2–ჯერ გამოიყენეთ.

ნიღაბი „ბატის თათების“ შესამცირებლად

ინგრედიენტები:

  • სუფთა თევზის ქონი

ძილის წინ ქუთუთოს გარშემო წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. წყლით ჩამოიბანეთ.

აღსანიშნავია, რომ თევზის ქონის გარეგანი გამოყენების ეფექტს უფრო თვალსაჩინოდ დაინახავთ, თუ მას კვების რაციონშიც ჩართავთ. ამისთვის ვიტამინები შეიძინეთ და მიიღეთ. თევზის ქონის ერთადერთი უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა.