Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლიან წყალს ორგანიზმი უკანასკნელ წვეთამდე სწრაფად ითვისებს. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ საათობით შემიძლია საუბარი

ალბათ უკვე იცით, რომ უზმოზე წყლის დალევა სასარგებლოა. ეს ორგანიზმის გაწმენდას და ტონუსში მოყვანას ხელს უწყობს. უბრალო წყლის დალევა გიჭირთ? მაშინ ცოტა თაფლი დაუმატეთ! გასაოცარია, მაგრამ თაფლიანი სასმელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი პროგრამის ერთ-ერთი ეფექტური კომპონენტია.

თაფლიანი წყლის მომზადება ძალიან მარტივია! 1 ჭიქა დამდგარ წყალს, ოღონდ არა ადუღებულს, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და იმწამსვე დალიეთ. მხოლოდ ნამდვილი თაფლი გამოიყენეთ. სასარგებლო თვისებების გასაზრდელად სასმელს დაუმატეთ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა პროპოლისი, ლიმონის წვენი და სხვა. თაფლიანი წყლის რეგულარული მოხმარებით წარმოუდგენელ შედეგს მიაღწევთ.

თაფლიანი წყლის სასარგებლო თვისებები

1. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პროცესები რეგულირდება

კუჭის ტკივილი და მუცლის შებერილობა დაივიწყეთ! გარდა ამისა, თაფლიანი სასმელის რეგულარული მოხმარებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ნებისმიერი პარაზიტი ქრება.

2. ორგანიზმის დეტოქსიკაცია

თაფლიანი წყლის მიღება ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს. ეფექტი გაძლიერდება, თუ სასმელს ცოტა ლიმონის წვენს დაუმატებთ.

3. ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება

სასმელი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რაც ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. დიახ, თაფლიანი წყალი გახდომას ხელს უწყობს!

4. სტრესთან ბრძოლა

გემრიელი სასმელი სტრესის და კრიტიკული სიტუაციების დროს ნერვული სისტემის სწრაფად აღდგენას ხელს უწყობს.

5. თმის და კანის მდგომარეობა უმჯობესდება

სცადეთ და მიმდინარე ცვლილებებს თავად შეამჩნევთ! თაფლიანი წყლი შეგიძლიათ სახის კანის გასაწმენდად გამოიყენოთ.

6. საშუალება უძილობის დროს

ძილის წინ თაფლიანი წყლის მიღებით უძილობას და დილით თავის ტკივილს დაივიწყებთ.

7. ადამიანის ენერგეტიკული ველის აღდგენა

ითვლება, რომ ენერგეტიკული ველი თორმეტგოჯა ნაწლავის არეში მდებარეობს, რომლის მდგომარეობაზეც იმუნიტეტი არის დამოკიდებული. თაფლიანი წყალი აქაც გაწმენდას ხელს შეუწყობს.

8. იმუნური სისტემის გაძლიერება

როგორც უკვე მიხვდით, თუ თაფლიან წყალს ყოველდღე დალევთ, გაციებას დაივიწყებთ. თუ ქრონიკული ბრონქიტი ან სისველე გაწუხებთ, თაფლიანი წყალი დალიეთ!

უდაოდ, თაფლს ისევე, როგორც თაფლიან წყალს, ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებელი მოაქვს და გასაწმენდად და სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებად ითვლება. მაგრამ გახსოვდეთ: ნატურალური თაფლის მაქსიმალური დღიური დოზა  – დღეში 1 ს/კ. აღსანიშნავია, რომ თაფლიან წყალს რიგი უკუჩვენებები აქვს: თუ ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია გაქვთ, ეს სასმელი თქვენთვის არ არის.

შაქრიანი დიაბეტის, გულის და თირკმლის უკმარისობის დროს თაფლიანი წყლის კურსის გავლა არ ღირს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ორგანიზმის გასაწმენდად ეს მეთოდი არ გამოგადგებათ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!