Connect with us

ჯანმრთელობა

ვისთვის არ შეიძლება კენკრის ჭამა: მკაცრი აკრძალვა ჟოლოს, მოცხარის, ალუბლის, მოცვის და თუთის ჭამაზე

ზაფხული მრავალფეროვანი კენკრით გვახარებს. პრაქტიკულად, თითოეული კენკრის სახეობა ძალიან სასარგებლოა და სასიამოვნო გემოს თვისებით გამოირჩევა. თუმცა თითოეულ თაფლის ქილაში 1 კოვზი ფისი მაინც გვხვდება.

500 წლის წინ ცნობილმა ექიმმა და ალქიმიკოსმა, თეოფრასტუს პარაცელსუსმა სამართლიანად აღნიშნა: „ყველაფერი არის შხამი და ყველაფერი სამკურნალოა, თითოეულს დოზა განსაზღვრავს“.

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს კენკრამ და ვისთვის არის აკრძალული მისი მიღება.

კენკრის ზიანი

1. ჟოლო

ჟოლოს ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ხოლო მასში შემავალი ელაგოვის მჟავა სიმსივნის განვითარების რისკს აფერხებს და ანთების წარმოქმნას ხელს უშლის. გარდა ამისა, ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს, კალიუმს და მაგნიუმს შეიცავს.

ჟოლოს ზიანი შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, რომელსაც პოდაგრა ან თირკმლის ზოგიერთი დაავადება აწუხებს. ჟოლოს შარდმდენი ეფექტი აქვს და შარდსასქესო სისტემაზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

2. შავი მოცხარი

შავი მოცხარი ვიტამინების ნამდვილ საწყობს წარმოადგენს და C ვიტამინის შემცველობით რეკორდსმენია. მასში შედის E, D, P, K, B ვიტამინები, პექტინები, კაროტინოიდები, ეთერზეთები, შაქარი, ტანინები, ორგანული მჟავები, ფოსფორის მარილი, კალიუმი და რკინა.

თუმცა K ვიტამინის შემცველობა, რომელიც სისხლის შედედებას ზრდის, შეიძლება თრომბის წარმოქმნის მიდრეკილების მქონე ადამიანისთვის სახიფათო იყოს. სიფრთხილით უნდა მოიხმარონ მათ, ვისაც წყლული ან გასტრიტი გაზრდილი მჟავიანობით აქვთ, განსაკუთრებით უსიამოვნების გამწვავების პერიოდში.

წარმოუდგენლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ აშშ-ს ზოგიერთ შტატში (მასაჩუსეტსი, ნიუ-გემპშირი, ვირჯინია და მენი) შავი მოცხარი მკარად აკრძალულია. გემრიელ და სასარგებლო კენკრაზე აკრძალვა სოკოს ეპიდემიის შეჩერების მცდელობით არის გამოწვეული, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზე ტყეებს აზიანებენ.

3. ხურტკმელი

ხურტკმელი შეიცავს A, B, PP, ასევე C ვიტამინს, რომლის შემცველობით შეიძლება მოცხარს შეეჯიბროს. სწორედ ამიტომ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ხურტკმელის ნაყოფი სუბტროპიკულ ციტრუსზე უფრო სასარგებლოა.

ხურტკმელი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ნაღვლმდენი, საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება აქვს. ხურტკმელის გამოყენება უკუჩვენებულია დიაბეტის, ენტეროკოლიტის და წყლულოვანი დაავადების დროს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების და შარდსასქესო გზების ქრონიკული დაავადების დროს შეგიძლიათ მხოლოდ მწიფე ნაყოფი მცირე პორციებით მიირთვათ.

5. ალუბალი

ალუბალი გემოთი და სასარგებლო თვისებების გამო პოპულარულია. ალუბალი წყურვილს შესანიშნავად კლავს, მადას და საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს, ამასთან A, B1, B6, C, კალიუმით, კალციუმით, რკინით, სპილენძით და მაგნიუმით მდიდარია.

ალუბალი ზიანს მოგაყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზმოზე შეჭამთ: კენკრაში შემავალი მჟავები კუჭის ლორწოვანს აღიზიანებენ. ალუბალი სიფრთხილით უნდა მიიღონ მათ, ვისაც გაზრდილი მჟავიანობა, კუჭის წყლული, ფილტვების ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და გასუქება აწუხებთ.

6. მოცვი

მოცვის კენკრა გემრიელის და სასარგებლო თვისებების გასაოცარი კომბინაციაა. ის ფლავონოიდების შემცველობით ლიდერია. ფლავონოიდი ადამიანის ორგანიზმში ფერმენტების მუშაობას ააქტიურებს. მდიდარი შემადგენლობის წყალობით მოცვი გულის და სისხლძარღვების კედლებზე, მხედველობაზე, ნაწლავებსა და ძვლოვან ქსოვილებზე დადებითად მოქმედებს.

მოცვის ჭარბი მოხმარება საზიანოა. მან შეიძლება ნაწლავების აშლილობა და ყაბზობა გამოიწვიოს. უკუჩვენებულია ალერგიის, შარდკენჭოვანი დაავადების, პანკრეასის, გაზრდილი მჟავიანობის და სისხლის ცუდი შედედების დროს.

7. თუთა

თუთის კენკრა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ანემიის და გულის დაავადებების დროს. გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს სასარგებლოა.

დიაბეტის დროს თუთის ჭარბად მიღება არ შეიძლება. სისხლში შაქრის დონე რომ არ გაზარდოთ, სასურველია ერთი მუჭის მიღებით შემოიფარგლოთ. კენკრა წნევას ამცირებს, ამიტომ ჰიპოტონიკებმა სიფრთხილით უნდა მოიხმარონ.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ კენკრის ზომიერად ჭამა (100-150 გრ დღეში) შეიძლება, ამასთან უკუჩვენებები უნდა გაითვალისწინოთ და დაბალანსებულად იკვებოთ! ასე წვნიანი კენკრა თქვენს ჯანმრთელობას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.