Connect with us

ჯანმრთელობა

ეს პროდუქტი ანადგურებს ტვინს და გვართმევს მეხსიერებას. აუცილებლად უარყავით ის

ტკბილეულობა ძალიან მიყვარს და მათზე უარის თქმა ძალიან მიჭირს. ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, თუ ტკბილის მიღების სურვილი მოულოდნელად და თან დაუყონებლივ მიღების სურვილი რატომ მიჩნდებოდა.

პასუხები თავისით მივიღე. გასულ წელს აღდგომის მარხვის დროს შაქარი სრულად გამოვრიცხე. ახლა უკვე ვიცი, რომ შაქრის ნარკომანია გამონაგონი არაა.

შაქრის მავნებლობა

შაქარი ორგანიზმის ბუნებრივი ჯილდოა. ნევროლოგიაში ყველა საკვები ორგანიზმის ბუნებრივ ჯილდოდ ითვლება. ძველად ადამიანს გადასარჩენად საკვები, სექსი და კომფორტული საცხოვრბელი სივრცე სჭირდებოდა. შემდეგ შეიქმნა მექანიზმი, რომლის წყალობით ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ადამიანს სიამოვნებას ანიჭებდა.

თუ რაღაც სასიამოვნოა – ამის მუდმივად გამეორების სურვილი გვაქვს. კაცობრიობა განვითარდა, მაგრამ დაკმაყოფილების მექანიზმი უცვლელი დარჩა – ტვინი მუშაობს პრინციპით, რომელიც მკაცრ სამყაროში გადარჩენას ხელს უწყობს.

როგორ ფიქრობთ, კიდევ ერთი ნაჭერი შოკოლადის ტორტის ჭამის სურვილი რატომ გაქვთ? დიახ, ეს ძალიან გემრიელია, მაგრამ ეშმაკი ტვინი რომ არა დესერტის კიდევ ჭამის სურვილი აღარ შეგაწუხებდათ, რადგან ამ დროს სხეული უკვე დანაყრებულია. ტორტის ჭამამ ბევრი სასიამოვნო შთაბეჭდილება მოგიტანათ, ტვინში კმაყოფილების ჰორმონის, დოფამინის წარმოება მოხდა და ის იძლევა სიგნალს: საჭიროა მეტი ტკბილეული, ეს კარგია.

აი, ასეთი პრიმიტიული სქემა, რომელიც შესანიშნავად მუშაობს! ტვინი იმახსოვრებს პროდუქტებს, რომლებმაც ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვია და მის მიღებას გაიძულებთ. სამწუხაროდ, სასარგებლო და გემრიელი საკვები ყოველთვის ერთი და იგივე არაა.

ათი წლის წინ დაითვალეს, რომ საშუალო ამერიკელი დღეში დაახლოებით 22 ჩაის კოვზ შაქარს ღებულობდა. ეს მთელი 350 დამატებითი კალორიაა! ასეთი სტატისტიკით არ გაოცდეთ: დაითვალეს არა მხოლოდ სუფთა სახის შაქარი, რომელსაც ყავას ან ჩაის უმატებთ.

Advertisement

თანამედროვე სამყაროში გემოს და შენახვის ვადის გახანგრძლივების მიზნით კვების პროდუქტებში შაქარის დამატებას გვერდს ვერ აუვლიან. ზოგიერთ პროდუქტში შაქრის მაღალ რაოდენობაზე შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდეთ. ეს დამატებითი შაქარი დიდი მუხთლობით გამოირჩევა – ნარკოტიკების მსგავსად მიჩვევას და დამოკიდებულებას იწვევს.

ნიკოტინი, კოკაინი და ჰეროინი – შაქრის ძმები არიან. შაქარი იწვევს ტოლერანტობას, როგორც სახიფათო ნარკოტიკი – სასურველი ეფექტის მისაღწევად შაქრის დოზის გაზრდის სურვილი ყოველთვის გაქვთ.

რა მოხდა, როცა შაქრის მიღება შევწყვიტე? საშინელ მტვრევას ვგრძნობდი და თავი დამოკიდებულად ადამიანად ვიგრძენი. ძალიან ცუდად ვიყავი, გაღიზიანებული და იმპულსური გავხდი, მხოლოდ ტკბილეულის მიღებაზე ვფიქრობდი.

ტვინი შიმშილობდა და განგაში იყო ატეხილი – უფრო მეტი საკვების მიღების სურვილი მქონდა, რომ რაციონში შაქრის ამოღება დამებალანსებინა. წყურვილი მკლავდა და ჩვეულებრივად არ ვიქცეოდი. ორგანიზმში მიმდინარე პროცესებმა სერიოზულად დამაფიქრა. როგორ უნდა მოვიშორო შაქრის მიმართ ტოლერანტობა? რაში მჭირდება?

ერთ თვეში ჩემი გემოს შეგრძნებები შეიცვალა, სხვადასხვა პროდუქტის გემოს უფრო მკაფიოდ შეგრძნება დავიწყე. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ შოკოლადის მიღებისას ვიგრძენი, რომ ის ძალიან ტკბილი იყო.

ჩემი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, წონაში დავიკელი, საჭმლის მომნელებელი სისტემა მომიწესრიგდა. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ სჯობს დროულად გონზე მოხვიდეთ და უარი თქვათ მოქმედებაზე, რომელიც ორგანიზმს ზიანს აყენებს.

ჭარბი წონა, შინაგანი ორგანოების მუშაობის პრობლემა, ნაადრევი სიბერე, დიაბეტი – ყველაფერი ეს შაქრის დიდი რაოდენობით მიღების სასიკვდილო შედეგია. კვებაზე ექსპერიმენტის ჩატარება სცადეთ – დროებით შაქრის მიღებაზე უარი თქვით. ერთი თვე საკმარისი იქნება, რომ შაქრის მთელი სერიოზულობა გააცნობიეროთ.

Advertisement

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.