Connect with us

საკითხავი

ენერგეტიკული ვამპირები არამხოლოდ თქვენს ენერგიას, არამედ სიცოცხლესაც გვართმევენ

ენერგეტიკული ვამპირიზმი – ესაა გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი სხვა ადამიანის სასიცოცხლო ენერგიისგან წარმოქმნილი ძალების ფარი, რომელიც საკუთარ ენერგო-მიმოცვლასთან დაკავშირებული პრობლემების შედეგად ჩნდება.

თითოეული ადამიანი იყო ან შეიძლება იქცეს ენერგო-ვამპირად, რამდენადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს გადახრა ცხოვრებისეული ენერგიის ორგანოებში ნორმალური დინებისგან. ადამიანთა ერთმა ნაწილმა იცის, როგორ შეავსოს თავისი ენერგიების მარაგ, მეორე კი მას გარშემომყოფებისგან “იპარავს” და ივსებს თავის სასიცოცხლო ძალას. ზოგიერთი ენერგო-ვამპირი მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებს ამას.

ცხოვრებისეული ენერგიის მსგავსი პრობლემები მათ შურის, სიძულვილის, დამალული წყენის, მუდმივი უკმაყოფილების, შიშისა და დეპრესიის შედეგად უჩნდებათ.

ადამიანი ხდება პრეტენზიული და გაღიზიანებადი, მტირალა ან, პირიქით, აგრესიული. ენერგიის შევსების გარეშე ის ცუდად ხდება და იწყებს ენერგიის უნებურად ან გააზრებულად “გამოწოვას” სხვა ადამიანებისგან, მათ თავის ბიოველურ დონორებად აქცევს.

ენერგიის გადმოტანა რომ შეძლონ, ენერგოვამპირები ცდილობენ, გარშემომყოფ ადამიანში გამოიწვიოს თანაგრძნობა, სიბრალული ან ემპათია მის მიმართ, თავის უბედურებაზე ჩივილის გზით.

თუ პასუხად იღებს სასურველ მოქმედებას(თანაგრძნობას, სიბრალულს), მაშინ ამ ადამიანის ბიოველი უერთდება ვამპირის ბიოველს და იწყება ენერგიის ამოქაჩვა მის სასარგებლოდ. თვალსა და ხელს შუა, ენერგოვამპირი უკეთესად ხდება, ხოლო მსხვერპლი – ცუდად.

დაცვა: თავი ამ მოვლენისგან რომ დაიცვათ, მოერიდეთ მსგავს ადამიანთან კონტაქტს. თუ იგი თქვენი ახლო ნათესავია, კონტაქტს თავიდან ვერ აიცილებთ.

ამ შემთხვევაში აუცილებელია, არ განიცადოთ მისი მონაყოლი ამბები, არ გააგრძელოთ ამ თემაზე საუბარი და არ მოახდინოთ რეაგირება მის წუწუნზე. გადაიტანეთ თემა პოზიტიურ საკითხებზე, მისი წუწუნისა და ჩივილის მოსმენა რომ არ მოგიხდეთ.

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გაიძულოთ თანაგრძნობა და სიბრალული, ვამპირი თავს დაგანებებთ და შეწყვეტს მსგავს თემაზე საუბარს.

ემოციების გამოვლენა: ნებისმიერი სახის ემოციის გამოვლინებით, ადამიანი გარშემო სივრცეში მოისვრის სასიცოცხლო ენერგიის დიდ ნაწილს. თუ ენერგოვამპირი ახლოს იმყოფება. მაშინვე შთანთქავს თქვენ მიერ გამოტყორცნილ ენერგიას. სამომავლოდ იგი დაიწყებს თქვენს ლანძღვას, სკანდალების მოწყობას, შეურაცხყოფას და ა.შ., რათა გამოიწვიოს თქვენში ემოციური აფეთქება.

პირიქითაც ხდება ხოლმე – თავიდან ენერგოვამპირი ცდილობს თქვენი ნდობის მოპოვებას და, როგორც კი მასთან გაიხსნებით, თქვენი ბიოველის დაცვა შემცირებას იწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ამოწოვის პროცესი დაწყებულია.

დაცვა: არასდროს ჩაერთოთ კამათში, კონფლიქტსა და სკანდალებში. მომწიფებადი კონფლიქტის დროს გაიღიმეთ და გაჩუმდით. თუ თქვენს გადაბირებას ცდილობენ, შეინარჩუნეთ ნეიტრალური პოზიცია, მშვიდად და აუღელვებლად დარჩით, არ გამოავლინოთ არავითარი ემოცია. ყველაზე მარტივი და საიმედო დაცვა ამისგან: გადააჯვარედინეთ ფეხები და ორივე ხელის თითები შეაერთეთ. ასე თქვენს ბიოველს კეტავთ.

ენერგეტიკული თავდასხმის ძირითადი სიმპტომები

  • იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი ავადმყოფობა;
  • აუხსნელი გაღიზიანება ენერგოვამპირთან კონტაქტის დროს;
  • ძილიანობა, ქრონიკული დაღლილობა;
  • შიშისა და შფოთვის უმიზეზო და მუდმივი შეგრძნება;
  • ორგანიზმის სწრაფი და შესამჩნევი დაბერება.

ენერგოვამპირის შემოტევის დაბლოკვა შესაძლებელია იმ თემიდან გადახვევის გზით, რომელიც თავად წამოიწყო, და საკუთარი თემით შეცვლით. ისაუბრეთ ნებისმიერ რამეზე, უბრალოდ არ დაუბრუნდეთ ძველ თემას და არ მისცეთ დასრულების საშუალება. მალე იგი დაკარგავს თქვენ, როგორც თანამოსაუბრის, მიმართ ინტერესს და დაგანებებთ თავს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement