Connect with us

ყვავილები

როგორ მივიღოთ ენერგეტიკა სპონსორი ხეებისგან

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხე მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და გულუხვი ენერგეტიკული ჭურჭელია. თითოეულს სასიცოცხლო ძალების აღდგენის შესაძლებლობა აქვს, უბრალოდ რამდენიმე წუთით ხეს უნდა მიუახლოვდეთ. ბუნებასთან ასეთი კომუნიკაციისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს მხოლოდ ის, ვინც იცის, თუ როდის და რომელ ხეს უნდა შეეხოს ამა თუ იმ სიტუაციაში.

რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ხის ენერგეტიკა ადამიანზე და რომელი ხის ჩრდილში უნდა შეაფაროთ თავი ზაფხულის მცხუნვარე დღეს? დღეს Alltime.ge–ს რედაქცია სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

ხეების ენერგეტიკა

1. ცაცხვი

ეს ხე ნაზ ენერგეტიკას ფლობს. ცაცხვთან ურთიერთობა ღრმა მელანქოლიაში მყოფ ადამიანზე თერაპიულ მოქმედებას ახდენს.

ამ ხესთან 10 წუთის გატარება საკმარისია, რომ აკვიატებული მძიმე ფიქრები მოიშოროთ და მთელი დღით სულიერი წონასწორობა დაიბრუნოთ.

2. მუხა

მუხის ენერგეტიკა ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ცაცხვისგან განსხვავებით მუხა ადამიანს ამქვენიურ წუხილს არ აშორებს, არამედ ამხნევებს და პრობლემის დაუყონებლივი გადაჭრისკენ უბიძგებს.

ხესთან კომუნიკაცია გონებას სიცხადეს მატებს, ასევე თავდაჯერებულობას აღადგენს.

3. ცირცელი

ცირცელის ძლიერი ენერგეტიკული თვისება ადამიანს სასიცოცხლო ძალების აღდგენასა და ემოციური შოკის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებაში ეხმარება.

ცირცელთან ურთიერთობა დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს.

4. ვაშლის ხე

რაც შეეხება ვაშლის ხეს, ის თითოეულ მსურველს სიბრძნეს და შეუპოვრობას მატებს. ამ ყველაფერთან ერთად ქალებს მიმზიდველობის სრულად გამოვლენასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

5. წნორი

წნორს მხოლოდ მაშინ უნდა მიმართოთ, როცა მის მისაღებად ნამდვილად მზად ხართ. ხე ადამიანს პატიებასა და წარსულის გაშვებაში ეხმარება.

როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ ადამიანთან კავშირი, წნორთან შემოხვევა მასთან კავშირის გაწყვეტასა და ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუებაში დაგეხმარებათ. მსგავს გადაწყვეტილებამდე მაქსიმალურად გაცნობიერებულად უნდა მიხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ხესთან ურთიერთობამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს.

გვიამბეთ, რომელი ხის დახმარება გჭირდებათ ახლა? იქნებ, სხვა ხის შესახებ იცით, რომელიც ძლიერ ენერგეტიკას ფლობს? თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. არ დაგავიწყდეთ, იზრუნოთ ბუნებაზე ისე, როგორც ის ზრუნავს ჩვენზე.