Connect with us

ჯანმრთელობა

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

როდესაც საქმე ფრჩხილებს ეხება – ქალები ძალენს არ იშურებენ. მანიკური, ლოსიონები, ლაქი, კრემები და პერსონალიზირებული მკურნალობა. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ მათ ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილების დემონსტრირება შეძლონ.

ძალიან გამაღიზიანებელია გაყვითლებული ფრჩხილები. ის შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული. მაგალითად მოწევა, ან ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა. ამ პრობლემასთან ბრძოლა იმაზე მარტივია ვიდრე გგონიათ! შეგიძლიათ კოსმეტოლოგების ჩარევის გარეშეც კი გაუმკლავდეთ ამ პრობლემას! უბრალოდ გამოიყენეთ ეს მარტივი და გამოცდილი მეთოდები:

კბილი პროთეზის საწმენდი

საშუალება რომელიც კბილის პროთეზების საწმენდად გამოიყენება – ძალიან ეფექტურია ფრჩხილის დისბალანსთან საბრძოლველადაც. იმისთვის, რომ ძალიან სწრაფი შედეგი მიიღოთ, საჭიროა აბი ცხელ წყალში გააზავოთ და მასში რამდენიმე წუთით ჩადოთ თითები. შემდეგ ცხელი წყალი გადაივლეთ და გაიშრეთ. ეს პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ – რამდენიმე კვირის განმავლობაში და შედეგი გარანტირებული გექნებათ!

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგის საკვებ სოდასთან ტანდემი შესანიშნავი საშუალებაა ფრჩხილების გასათეთრებლად. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 30 გრამი სოდა და 10 მილიგრამი, 30%-იანი წყალბადის ზეჟანგი. ეს ყველაფერი მეოთხედ ლიტრ გაზიან წყალს შეურიეთ. როდესაც ფხვნილი სრულად გაიხსნება, ჯამში ხელები ჩადეთ და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ხელები საპნით დაიბანეთ. იმისთვის, რომ რაიმე სახის უკუჩვენებებს თავი აარიდოთ – პროცედურის შემეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

კბილის პასტა

ძალიან ცოტა კბილის პასტაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენს ფრჩხილებს მბზინვარება დაუბრუნდეს და უფრო ძლიერი გახდეს. შეიზილეთ ფრჩხილებში კბილის პასტა – კბილის ჯაგრისის მეშვეობით, პროცედურა რამდენიმე წუთის მანძილზე განაგრძეთ, რათა პეროქსიდებმა მოქმედება დაიწყონ.

ლიმონი

შეურიეთ ლიმონის წვენი (120 მილიგრამი) წყალს და საპონს (60 მილიგრამი). ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა გაყვითლებული ფრჩხილების პრობლემის აღმოსაფხვრელად. ლიმონი მჟავა გვეხმარება ლაქების გახსნაში, საპონი კი მას ბოლომდე აშორებს. მკურნალება პრაქტიკულად უფასოა.

ძმარი

ფრჩხილებიდან ლაქების სწრაფად მოსაშორებლად შეგიძლიათ თეთრი ღვინის ძმარი გამოიყენოთ. აურიეთ 20 მილიგრამი ძმარი და 1 ლიტრი წყალი, რათა მივიღოთ ამ მიზნისთვის საჭირო დონის მჟავიანობა. ხელები ამ ხსნარში რამდენიმე წუთით გააჩერეთ და შემდეგ კარგად დაიბანეთ!