Connect with us

ჯანმრთელობა

გახსოვდეთ, სწორედ კუჭქვეშა ჯირკვალზეა დამოკიდებული თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა. აუცილებლად დაიცავით კვების ეს წესები

ბუნებრივი მედიცინის სფეროს სპეციალისტები თვლიან, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაზეა დამოკიდებული. მარტივად რომ ვთქვათ, პანკრეასი რაც უფრო სწრაფად ცვდება, მით უფრო მაღალია ნაადრევი სიკვდილის რისკი.  ჭარბი არაადეკვატური საკვები პანკრეასს ანადგურებს. როგორ შევინარჩუნოთ ეს მნიშვნელოვანი ორგანო და ბევრი პრობლემა თავიდან ავიცილოთ?

პანკრეასის პრობლემები

მარვა ოჰანიანი ექიმი თერაპევტი, ბიოქიმიკოსი, 45 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალია, რომელმაც იცის, თუ საიდან მოდის თანამედროვე დაავადებების უმეტესობა. „როგორც ცნობილია, კუჭქვეშა ჯირკვალი ნაწლავებში ნაჭამი საკვების დაშლასა და ინსულინის ჰორმონის წარმოებაზეა პასუხისმგებელი“ – ამბობს მარვა.

„დაბადებიდანვე ჩვენ ამ ჯირკვალს სასტიკად ვეპყრობით, მას 24 საათით მუშაობას და ფერმენტების სინთეზირებას ვაიძულებთ. პროცესში ორგანო იტვირთება და ბევრ ენერგიას ხარჯავს. არა დროული საკვების მიღება ენერგიულ მარაგს ამცირებს და პანკრეას ღლის,  შედეგად იქმნება დიაბეტი, პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე, აუტოლიზი და ჯირკვლების კვდომა. სწორედ ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაარკვიოთ, თუ როგორი უნდა იყოს სწორი კვება“. – აგრძელებს მარვა.

სწორი კვების პრინციპები

საკვების თვისებები ჩვენს ფიზიოლოგიას უნდა შეესაბამებოდეს. ნედლი ხილი, ბოსტნეული, გაღვივებული მარცვლები, კაკალი, მცენარეები ფერმენტების მცირე რაოდენობით იშლება. საჭმლის მონელება ბუნებრივად ხდება, დისკომფორტის, შებერილობის, სიმძიმის, დიარეას ან ყაბზობის გარეშე. შემწვარი ან მოთუშული საკვების მოსანელებლად 100-ჯერ უფრო მეტი ფერმენტია საჭირო, ვიდრე ნედლი საკვებისთვის.

თერმულად დამუშავებული საკვების მიღებით პანკრეასს 100-ჯერ უფრო აქტიურად მუშაობას ვაიძულებთ, რის გამოც ის ყოველდღე უფრო და უფრო უძლურდება. მოხარშულ, შემწვარ და მოთუშულ საკვებს ენერგეტიკული ღირებულება არ გააჩნია, ამიტომ დასანაყრებლად უფრო მეტის ჭამა გვიწევს. ასე საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და პანკრეასს ძლიერად ვტვირთვათ. ტყუილად არ ამბობენ; „დანით და ჩანგლით საკუთარ საფლავს ვთხრით“.

Advertisement

საჭმლის მოსანელებელი ფერმენტები 18 საათის შემდეგ წარმოებას წყვეტს. სწორედ ამიტომ დიეტოლოგები გირჩევენ 6 საათის შემდეგ აღარ ივახშმოთ: საღამოს ნაჭამი საკვები დილის 9 საათამდე თორმეტგოჯა ნაწლავში ლპება, დილით კი მასა წვრილ და მსხვილ ნაწლავებს გადის და გზაზე ყველაფერს წამლავს.

ღვიძლს გამოყოფილი შხამის მიღება და სისხლის გაწმენდა უწევს. ამის გამო იქმნება ჰეპატოქოლეცისტიტი, კალკულეზური ქოლეცისტიტი, ინფექციური სიყვითლე, ვირუსული ჰეპატიტი და, შედეგად, ღვიძლის ციროზი. ღვიძლის და პანკრეასის მკურნალობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ცხოვრების წესის შეცვლას მოითხოვს.

ხორცპროდუქტები ხარისხიან საკვებს არ მიეკუთვნება. რატომ? ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას ცხოველური ცილების სათანადოდ დამუშავება არ შეუძლია, რის გამოც დაუმუშავებელი ნაწილი ლპება. მხოლოდ მტაცებელი ცხოველების მოკლე საჭმლის მომნელებელ ტრაქტს შეუძლია ხორცის სათანადოდ გადამუშავება. ადამიანის ამ ორგანოს სისტემა უფრო გრძელია და მასში ცილები თითქმის 8 საათი რჩება. ადამიანის საკვების ფერმენტები არასაკმარისია, რომ ხორცის პროდუქტები დაშალოს.

უცხო წარმოშობის ცხოველური ცილა ძლიერი ალერგენია. მისი დაშლის პროცესში შხამიანი გაზები (ამიაკი, მეთანი, გოგირდწყალბადი) და ტოქსინები (პუტრესცინი, კადავერინი, პტომაინი) გამოიყოფა. ღვიძლი მათ მხოლოდ ნაწილობრივ განეიტრალებას ახერხებს, შედეგად ის გროვდება და სისხლში ხვდება, რაც სხვადასხვა დაავადებების განვითარებას იწვევს.

კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვის გამოკვება ტკბილი მანანის ბურღულით და ბრინჯის რძის ფაფით! ამ მარცვლებში ვიტამინები არაა, ხოლო რძის ცილებისა და შაქრის ნარევით კუჭში მოხეტიალე და ლპობადი სუბსტანცია იქმნება. მზრუნველი მშობლები რაციონს შეცდომით უმატებენ ხორცს – „შეუცვლელ ამინომჟავებსა და ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელ ცილებს“.

Advertisement

ჯანსაღი ღვიძლის და ნაწლავის მიკროფლორა, ელენთა და ძვლის ტვინი ამინომჟავების წარმოებას თავადაც შესანიშნავად ახერხებენ. საკუთარი „მშობლიური“, და არა მკვდარი ცხოველის, ამინომჯავების დახმარებით ბავშვის ორგანიზმი ცილოვან მოლეკულებს დამოუკიდებლად აწარმოებს, რომელიც ანტისხეულების წარმოქმნას და გაღიზიანებას არ იწვევს.

ყოველდღიური კვების რეჟიმი

1. დილა დაიწყეთ ბალახების ჩაით თაფლთან, ლიმონთან ან კენკრის წვენთან ერთად. ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ყავა და შავი ჩაი. სასმელში შეგიძლიათ დაუმატოთ ასკილი, მწვანე ჩაი და ჰიბისკუსი. ამის შემდეგ ახალ დაწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენი დალიეთ.

2. საუზმე 10-დან 11 საათამდე ხილისგან უნდა შედგებოდეს. წლის თბილ სეზონზე ახალი ხილი, ზამთარსა და გაზაფხულზე კი ჩირი მიირთვით. 2,5 საათის შემდეგ დიდი ჭიქით ბალახების ჩაი ან წვენი დალიეთ.

3. სადილი ახალი ბოსტნეულისა და მწვანილებისგან უნდა შედგებოდეს. გახეხილი ბოსტნეული დაქუცმაცებული მწვანილით, სახლის არაჟნით ან მცენარეული ზეთით და კვერცხით მორთეთ. კერძში გაღვივებული მარცვლების გამოყენება ძალიან სასარგებლოა. სადილის შემდეგ 1,5 საათი დაელოდეთ და ნებისმიერი ზემოთ მოხსენული სასმელი დალიეთ.

4. ვახშამი 17-დან 8 საათზე ხილისა და ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს. სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ ქატო, კაკალი და ყველი. ზომიერად გამოიყენეთ რძის პროდუქტები: იოგურტი, კეფირი, მაწონი. პურის ნაცვლად მიირთვით ჭვავის ორცხობილა კარაქთან და ნივრის სოუსთან ერთდ. შემოდგომაზე წითელ და ნარინჯისფერ პროდუქტებს უპირატესობა მიანიჭეთ, რომლებიც ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარ წყაროს წარმოადგენენ.

Advertisement

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement