მოგზაურობა
ბერძნული კუნძული მზადაა ყოველთვე 600 ევრო გადაგიხადოთ, თუ იქ იცხოვრებთ

ამ კუნძულს ანდიკიტირა ეწოდება. ესაა იონური კუნძულების მარგალიტი, რომელიც ქვიან, ველურ მიწას წარმოადგენს, ხელშეუხებელი ბუნებით. ეს იდეალური ადგილია, რათა სამყაროს მოსწყდეთ და თავი კომფორტულად იგრძნოთ.
კუნძულზე მხოლოდ ერთი მშვიდი და მომხიბლავი სოფელი პოტამოსია, რომელიც თეთრი სახლებისა და ბილიკების მწკვრივების, ორი ტავერნისა და მრავალი მაღაზიისგან შედგება.
ვიკიპედიის ბოლო ჩანაწერების მიხედვით, კუნძულზე მხოლოდ 40 მაცხოვრებელია, ადგილობრივ ხელისუფლებას კი რაღა დარჩენია გარდა იმისა, რომ 600 ევრო შესთავაზოს იქ ცხოვრების მსურველებს ყოველთვიურად, პირველი 3 წლის განმავლობაში. კომპენსაციის გარდა, ხელისუფლება აქ მუდმივად ცხოვრების მსურველებს მიწის ნაკვეთსაც ჩუქნის, მშენებლობის ან ბიზნესისთვის.
“ხელფასს” არა ხელისუფლება, არამედ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია იხდის, რომელიც ეძებს ახალგაზრდა ოჯახებს ამ რაიონის დასახლებისთვის.
საუკეთესო წლებში, კუნძულზე რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა, ბოლო ათწლეულისთვის ეს მაჩვენებლები თანდათან შემცირდა სამუშაო ადგილების უკმარისობის გამო. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კუნძული ახალი მაცხოვრებლებით დაასახლოს, რომლებიც მათთვის ნაჩუქარ მიწებს თავისი სურვილისამებრ გამოიყენებს, სახლის ასაშენებლად, ან რაღაც ბიზნესის წამოსაწყებად.
კუნძულზე არის ელექტრობა და ინტერნეტის წვდომა, თუმცა არაა ბანკები და აქ მხოლოდ ერთი კომერციული დაწესებულებაა.
იცხოვრებდით ასეთ ველურ კუნძულზე?

-
ჰოროსკოპი4 weeks ago
2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი
-
ჰოროსკოპი1 week ago
რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი
-
სახლი და დიზაინი1 week ago
ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს
-
ტესტები3 weeks ago
სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი
-
ტესტები3 weeks ago
აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები
-
ჯანმრთელობა2 weeks ago
რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს