Connect with us

ჯანმრთელობა

ბევრი წყლის დალევა – საზიანოა!

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველას სმენია დღეში 2 ლიტრი წყალის დალევის აუცილებლობის შესახებ. არ ითვლება სითხე რომელიც წვნიანებში, სასმელებში, ხილსა და ბოსტნეულში შედის. საუბარია 2 ლიტრ სუფთა წყალზე.

საიდან გაჩნდა რეკომენდაცია 8 ჭიქა წყლის დალევის შესახებ არავინ იცის. თუმცა ამ სტატიაში მოგითხობთ მართლა სასრგებლოა თუ არა ამ რაოდენობის წყლის დალევა:

პირველ რიგში ითვლება, რომ წყლის მომატებული მოხმარება თირკმლის ფუქციას აუმჯობესებს და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს. ენდოგენური ნივთიერებების უმეტესობას არ შეუძლია გლომერულარული ფილტრაციის მეშვეობით გამოსვლა. ამიტომ საეჭვოა, რომ ამას ჩვეულებრივი წყალი მოახერხებს.

მეორე პოპულარული იდეა მომატებული ჰიდრატაციის შესახებ, რომელიც მთელს ინტერნეტშია მოდებული – წყალი ფერხდება ზოგიერთ ორგანოში და აუმჯობესებს მათ ფუნქციას. ეს ჰიპოთეზა არ დასტურდება, რადგან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ წყალი ფერხდება რმელიმე ორგანოში და შარდის გამოყოფის გზით არ ტოვებს ორგანიზმს.

ჭარბი წყლის მოხმარების ერთ-ერთი გავრცელებული გამართლებაა – კუჭის საკვების ნაცვლად წყლით გავსება და ამის მეშვეობით წონის კლებაა. კვლევებმა აჩვენეს, რომ წყალს მართლაც შეუძლია სწრაფი დანაყრების ხელშეწყობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას საკვებთან ერთად მივიღებთ.

კანის ტონუსის მომატება – გაურკვეველია რა როლს უნდა თამაშობდეს წყალი კანის ტონუსის მომატებაში. რამდენი სითხეც არ უნდა მიიღოთ, ჭარბი წყალი არ აღწევს ეპიდერმისს და კანის სიმშრალისგან ამ გზით გათავისუფლება წარმოუდგენელია!

სხვადასხვა ავტორები სხვადასხვა რეკომენდაციებს იძლევიან, მაგრამ დასაბუთებული მეცნიერული მტკიცებულება ჭარბი წყლის მოხმარების სარგებლიანობის შესახებ არ არსებობს.

ჯერ კიდევ 80-იან წლებში ჰოლანდიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს 20 ათასი პაციენტი თუმცა არანაირი კორელაცია დალეული წყლის რაოდენობასა და სიკვდილიანობას შორის არ გამოვლინდა. ყველა ვინც ბევრ წყალს იყენებდა და ისინიც ვინც ცოტა წყალს მოიხმარდა თითქმის ერთნაირ ასაკში გარდაიცვალენ, თითქმის ანალოგიური მიზეზებით.

მიღებული სითხის დიდი რაოდენობა ხელს არ უწყობს ჯანმრთელობის განვითარებას, არც ცხოვრების ხანგრძლივობას და პირიქით შეიძლება ზიანიც მოგაყენოთ.

როგორი ნეგატიური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ბევრი წყლის მოხმარებამ?!

1. გადაჭარბებული სითხით შეიძლება შეშუპება წარმოიქმნას თუნდაც გულისა და თირკმლის პატარა პრობლემები გქონდეთ.
2. ჯანმრთელი ადამიანის შემთვევაში მეტი სითხის მომხმარება, ჰიპერტონიას ვერ გამოიწვევს მაგრამ, თირკმლის პრობლემების არსებობის შემთხვევაში სითხის მოხმარებამ შეიძლება ჰიპერტონია გამოიწიოს.
3. სითხე აზავებს კუჭის წვენს, ამცირებს მის კონცენტრაციის დონეს. ეს კი აუარესებს საჭმლის მონელებას.
4. ჭარბი წყლის მოხმარება ამცირებს სისხლში მენერალური ნივთიერებების კონცენტრაციას. ამ გზით ვარღვევთ უჯრედულ გარსს, შედეგად ისინი ზედმეტ წყალს ატარებენ, კარგავენ ფუნქციურ შესაძლებლობებს და იღუპებიან. ზედმეტი წყლის მოხმარება ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მკვეთრად ამცირებს ორგანიზმში ნატრიუმის შემადგენლობას. ამიტომ სპორცმენებისთვის ზედმეტი სითხის მიღება რეკომენდებული არ არის.

სამეცნიერო გამცემა Science Daily-მ უარყო მითი იმის შესახებ, რომ დღეში 8 ჭიქა წყლის დალევა სავალდებულოა. თუმცა ბევრი ექიმი ეთანხმება ამ მტკიცებულებას და თავიანთ პაციენტებს ბევრი სითხის მოხმარებას ურჩევენ.
ავტორები თვლიან, რომ ეს მითი შესაძლოა 1945 წელს წარმოიშვა, როდესაც კვების საბჭოს რეკომენდაციებში 64 უნცია სითხის მიღება იყო რეკომენდებული. თუმცა იქ საუბარი ორგანიზმში სითხის სადღეღამისო ნორმაზე იყო, და იგულისხმებოდა წვნიანებში, ხილში, ბოსტნეულში, ყავაში, ჩაიში შემავალი სითხეც.

აჯობებს მისაღები წყლის ნორმა საკუთარი წყურვილის დონით განსაზღვროთ. უკეთესი რეგულატორი უბრალოდ არ არსებობს!
გსურთ დალევა?! დალიეთ! ეს ხომ თქვენი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ძალით წყლის დალევა არ ღირს!

ბუნება თქვენზე ჭკვიანი და აზრიანია. მან თქვენ ბუნებრივი დამცველი მექანიზმი მოგცათ – წყურვილის შეგრძნება! ყველა ცოცხალი ორგანიზმი იყნებეს მას და მხოლოდ მაშინ სვამს წყალს როდესაც ნამდვილად ჭირდება ეს.

Advertisement
ჯანმრთელობა4 hours ago

ფეხის ტკივილის დროს მაგნიუმის ზეთი დაგეხმარებათ. თავად მოამზადეთ

კულინარია4 hours ago

12 ხრიკი ხახვით, რომელიც არა მხოლოდ სამზარეულოში გამოგადგებათ

ყვავილები4 hours ago

5 ნაბიჯი პომიდვრის კარგი მოსავლის მისაღებად

ჯანმრთელობა4 hours ago

ჩემს ასაკში გახდომაში ერთი გასაოცარი გეგმა დამეხმარა! ახლა 58 კგ-ს ვიწონი, დილით უბრალოდ 1 ჭიქა სასმელს ვსვამ

ჯანმრთელობა1 day ago

როგორ ეხმარება 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას

ჯანმრთელობა1 day ago

ნაადრევი მენოპაუზა: რა შეიძლება გაკეთდეს ახლავე, რომ მისი დაწყება გადადოთ

ჯანმრთელობა1 day ago

8 საუკეთესო პროდუქტი D ვიტამინის ნაკლებობისას

ჯანმრთელობა1 day ago

მოამზადე ეს საშუალება და აჩუქე კანს სიგლუვე!

ჯანმრთელობა2 days ago

ექიმმა დოინჯშემოყრით უთხრა: ძვირფასო, წელის 5 სმ-ით შემცირება მარტივად შეიძლება, ნუ გეშინია

კულინარია2 days ago

8 სამზარეულოს ნარჩენი, რომელიც კანალიზაციაში არასდროს უნდა ჩარეცხოთ

ჯანმრთელობა1 week ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები4 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ყვავილები4 weeks ago

მაისის თვის თესვის კალენდარი

ჯანმრთელობა3 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი4 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ჯანმრთელობა1 week ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა4 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

თავის მოვლა1 week ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ჯანმრთელობა4 weeks ago

როგორ შეიცვლება თქვენი ორგანიზმი თუ ყოველ დილით შვრიის ფაფას მიირთმევთ

სხვა1 week ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ტრენდული