Connect with us

ჯანმრთელობა

ამ სასმელის რამდენიმე ყლუპი დღეში გაგათავისუფლებთ ცელულიტებისგან, სახის შეშუპებისგან და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისგან

ვიღაცას გასახდომად თვეები სჭირდება, ვიღაც კი ერთ კვირაში რამდენიმე სანტიმეტრით ხდება. ხანდახან, ეს ფიზიოლოგიის ბრალია, თუმცა, არც ისე იშვიათად, მიზეზი თვითონ გახდომის მეთოდია. ერთ-ერთ მათგანზე ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ.

რამდენიმე კილოგრამით გახდომა რამდენიმე დღეში მენიუს შეზღუდვის გარეშეც შეგიძლიათ. დიეტა მიმართულია ცხიმების წვაზე, თუმცა, შესიებული სახისა და მძიმე სხეულის ეფექტი მუდმივად საუბრობს მის სიჭარბეზე. ეს ძვალმსხვილობის ბრალიც არაა! მიზეზი წყლისა და მარილის მიმოცვლა შეიძლება იყოს.

სწორი კვება გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს და ძალიან მარილიან პროდუქტს. მარილი – ისაა, რაზეც ვეგანებიც კი უარს ამბობენ. საშუალოსტატისტიკური ადამიანის რაციონში იგი დიდი რაოდენობითაა. ამას შემდეგი შედეგები მოჰყვება: მარილი აუცილებელია წყლის ასათვისებლად, ხოლო როცა ეს ნივთიერება ორგანიზმში ჭარბი რაოდენობითაა, წყალი შეკავებას იწყებს. ასე ჩნდება შეშუპება.

წყლის ბალანსის დარღვევისა და წყლის სიჭარბის გამო, ორგანიზმში ცხიმოვანი ფენა არათანაბრად იზრდება, ჩნდება ცელულიტი.

სიმსუქნის ასეთი ტიპი საკმაოდ ხშირია, ხოლო მასთან ბრძოლა – მარტივი. ამისთვის ბუნებრივი დიურეტიკების – შარდმდენი საშუალებების გამოყენებაა საჭირო. ისინი ჭარბ სითხეს ორგანიზმიდან გამოდევნის, ხსნის შეშუოებას და არეგულირებს წყლის მიმოცვლას. სხეულში, შესაძლოა 4ლ-მდე ჭარბი სითხე იყოს დაგროვილი. მისი გამოდევნა 1 კვირაში შეგიძლიათ ერთი მარტივი და ეფექტური რეცეპტით.

ლიმონი, ჯანჯაფილი, მწვანე ჩაი და საზამთრო კარგია, მაგრამ არა საკმარისი ამ დავალებასთან სწრაფად გასამკლავებლად. მწვანე ჩაი დაფნის ფოთლით – ეს ხსნაა უამრავი მოდელისა და საზოგადო მოღვაწისთვის, რომლებსაც აუცილებლად ესაჭიროებათ რამდენიმე კილოგრამის დაკლება მოკლე დროში.

გასახდომი ჩაი

ინგრედიენტები

  • 800 მლ წყალი
  • 1 დარიჩინის ჩხირი
  • 3 ს.კ. მწვანე ჩაი
  • 1-2 დაფნის ფოთოლი

აადუღეტ წყალი და დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი. ხარშეთ 15 წუთით, დაახურეთ თავსახური. მზა ჩაი გაწურეთ საცერში ან მარლაში და დალიეთ დღეში სამჯერ: დილით უზმოზე, საუზმის შემდეგ და ძილის წინ. კურსი ერთკვირიანია და გაიმეორეთ არანაკლებ 2 თვის შემდეგ.

მწვანე ჩაი და დაფნის ფოთოლი – დიურეტიკებია, დარიჩინი კი არომატისთვისაა საჭირო.

თქვენ როგორ ებრძვით ჭარბ სითხეს?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement