Connect with us

საკითხავი

აი, რატომ ვყინავ ხურმას და ყველას ვურჩევ

ადრე არასდროს მსმენია, რომ ხურმა სჯობს გაყინოთ. დაქალის მაგალითზე უკვე მესამე წელია ასე ვიქცევი!

საქმე იმაშია, რომ ხურმის ქერქი ბევრ ტანინს შეიცავს. ამ მცენარეული წარმოშობის ნივთიერებას შემკვრელი თვისებები გააჩნია. კუჭის სპეციფიკურ გარემოში ტანინები ნაწილაკების სახით გროვდება, რომლებიც ვერ მუშავდება.

ტანინები გაყინვის დროს ნადგურდება, ამიტომ გაყინული ხურმა სიმწკლარტეს ბოლომდე მოიშორებს. თუ ახალი ნაყოფი ზედმეტად ბევრ ტანინს შეიცავდა, მისი გემო უსიამოვნო და მწკლარტე იყო, გაყინვის შემდეგ ეს ნაკლი ბოლომდე გაქრება. სხვათა შორის, ხურმის გემო გაუმჯობესდება და ის უფრო ტკბილი გახდება.

როგორ გავყინოთ ხურმა სწორად

თუ ხურმის მთლიანად გაყინვა გსურთ, ჯერ ნაყოფი გარეცხეთ, შემდეგ ბოლომდე გააშრეთ. თითოეულ ხურმას საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენა შემოახვიეთ და საყინულეში ფრთხილად ჩადეთ.

შეგიძლიათ ხილი ნაჭრებად დაჭრათ, რომ შემდეგ ღვეზელების, ფაფის და დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. კონტეინერის ფსკერზე საკვები ცელოფანი დააფინეთ და დაჭრილი ნაჭრები მოათავსეთ. ზემოდან თავსახური ან საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენა დააფარეთ.

პიურეს სახით ხურმის გაყინვა ძალიან მოსახერხებელია. ამისთვის ჩაის კოვზით ხურმის ნაყოფი ამოიღეთ და დააბლენდერეთ. ჭიქებში ან სხვა პლასტმასის ჭურჭელში ჩადეთ. ასეთი მზა პროდუქტი გაყინული სახით ცხელ ფაფას დაუმატეთ ან გაალღვეთ და როგორც ახალი დესერტი შეჭამეთ.

სახლის პირობებში ახალი ხურმის შენახვა ძალიან პრობლემატურია, ამიტომ ხალხმა ამ ხილისგან სხვადასხვა კერძების და დესერტების მომზადება მოიფიქრა. ხურმა სამი სახით შეგიძლიათ შეინახოთ: ახალი, გაყინული და ხმელი სახით. ნებისმიერი მეთოდი აირჩიეთ და ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მთელი წელი, მომავალ მოსავლის აღებამდე სავსე იქნებით.

ყველაფერი ზომიერად კარგია. ნაწლავის გაუმტარობის შესაძლო საფრთხის გამო ამ ღირებულ ხილზე უარის თქმა არ ღირს.

ხშირად კითხულობენ, თუ დღეში რამდენი ხურმის ჭამა შეიძლება. ზრდასრული ადამიანისთვის დღეში 2 ხურმა უსაფრთხო ნორმას წარმოადგენს. მხოლოდ გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ: მოუმწიფებელი ხურმის მიღებას მოერიდეთ, ხურმა უზმოზე არ შეჭამოთ და ხურმის ნაყოფს ცივი წყალი და რძე არ დააყოლოთ.