Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კელტების სიმბოლოდან ერთ-ერთი. ის საკუთარი თავის შესახებ ბევრ რამეს მოგითხრობთ

ნახეთ, რისი თქმა შეუძლია თქვენს მიერ არჩეულ კელტების სიმბოლოს?

კელტური სიმბოლოები დიდი ხანია სკანდინავიური მოტივების მოყვარულებისთვის ცნობილია არა მხოლოდ ესთეტიკური ღირებულებისთვის, არამედ მათი ღრმა მნიშვნელობისთვის. ასე ეწოდება კვანძებს, ან ორიგინალურ სახელით „lcovellavna”, რომელიც კელტების კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

პრაქტიკულად, კელტური კულტურის ყველა ასპექტი რთული კვანძების გამოსახულებებს მოიცავს. უფრო მეტიც, მსგავსი კვანძების გამოსახულებები სხვა კულტურებშიც გვხვდება, მაგ., ძველ რომსა და ბიზანტიაში. ამ ელემენტებს ამ ხალხის არქიტექტურასა და შემოქმედებაში ადვილად აღმოაჩენთ.

რას გულისხმობს კელტური კვანძი?

უძველეს კულტურაში არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა „მაგიური კვანძი“. ის ჰაერის სტიქიასთან მჭიდრო კავშირშია, რომელიც უსასრულობის და სასიცოცხლო ენერგიის მძლავრი ნაკადის სიმბოლოა. კვანძის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვერც დასაწყისის, ვერც დასასრულის პოვნას ვერ შეძლებთ. ამ ყველაფრის ჯადოსნური მნიშვნელობა წარსულის, აწმყოს და მომავლის მჭიდრო კავშირშია. სწორედ ამიტომ კელტები მსგავს სიმბოლოებს დიდ ყურადღებას უთმობდნენ, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორიც მანდალები.

მათი ძალის კუთხით ჯადოსნურ კვანძებით ჯადოქრები დიდ ინტერესს გამოხატავდნენ, რომელთა დახმარებით შეიძლება თავის დამცველი ამულეტები შექმნათ. მათ აზრს და მნიშვნელობას თავად ამ ნიშნების მატარებლები ქმნიდნენ. ასე რომ, სათანადო უნარის წყალობით, მსგავსი რამის შექმნას თავადაც შეძლებთ.

დღეს 6 განსაკუთრებულ კვანძზე ვისაუბრებთ, რომელთაც თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. საკმარისია ერთ-ერთი სიმბოლო აირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

აირჩიეთ? ნახეთ, რა გამოვიდა:

1. სიცოცხლის ხე

თქვენ უზარმაზარი პოტენციალი გაქვთ, თქვენი ენერგია საწყისს დედამიწიდან ღებულობს. თქვენ დედამიწის პლანეტასთან მჭიდრო კავშირში ხართ. წარმატების მისაღწევად სჯობს მიწას არ დაშორდეთ და თქვენი საქმიანობა მას დაუკავშიროთ. რაც უფრო ღრმა იქნება მიწასთან თქვენი კავშირი, მით უფრო უკეთესი იქნება თქვენი კავშირი მთელ მსოფლიოსთან.

განსაკუთრებული ყურადღება თქვენს ხერხემალს და წელს მიაქციეთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად და ბუნებასთან კავშირის შესანარჩუნებლად ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ.

2. შინაგანი ცეცხლი

შერჩეული სიმბოლო ამბობს, რომ თქვენში იწვის ცეცხლი, რომელიც უკვდავი ფრინველის, ფენიქსის სიმბოლოს წარმოადგენს. ბუნებამ დიდი ამბიციით, დაუშრეტელი ენერგიით და დიდი ვნებით დაგაჯილდოვათ. მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყოთ, რომ ემოციებს შინაგანად განადგურების საშუალება არ მისცეთ.

თქვენი ცეცხლი გააკონტროლეთ, რომ მთელი დარჩეთ და თქვენი ბედნიერება იპოვოთ. შემოქმედებას და ვნებას საქმეში გამოვლენის საშუალება მიეცით. მხოლოდ ასე შეძლებთ ბედნიერების მოპოვებას.

3. დიდებული დრაკონი

ეს კვანძი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ დედამიწასთან სულიერად დაკავშირებული ხართ. ბუნება და გარშემო სამყარო თქვენთან ერთიანია. თავადაც კი წარმოდგენა არ გაქვთ, თუ რა ძალის მატარებელი ხართ და რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ სხვებისთვის.

თქვენ არა იმდენად ბედნიერებას ეძებთ, არამედ ადამიანებს სიხარულს ანიჭებთ. როგორც კი მიხვდებით, რომ თქვენი გატეხვა შეუძლებელია, თქვენ ნამდვილ ბედნიერებას იპოვით. ამისთვის კი ბუნებასთან ერთიანი უნდა დარჩეთ და პიროვნების განვითარებაზე უნდა იზრუნოთ.

4. პენტაგრამა

მსგავსი კვანძი მიუთითებს იმას, თქვენ ძლიერი დამცავი აურა გაქვთ. ის დიდი შინაგანი ძალის სიმბოლოსაც წარმოადგენს, რომელთა დახმარებით კომპრომისის პოვნას ადვილად ახერხებთ. თქვენი სულიერი და ფიზიკური არსებობა წონასწორობაში უნდა იყოს, რომ საკუთარი პოტენციალის შეგრძნება შეძლოთ.

ეს კვანძი ვარსკვლავს ჰგავს, რომელის სამყაროს სინათლეს და სითბოს აწვდის. გარშემომყოფებისთვის ასეთი ვარსკვლავი ხართ. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. განსაკუთრებით, ეს ღვიძლის ორგანოს ეხება.

5. კატის კვანძი

ეს კვანძი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ გასაოცარი მოხერხებულობით და სიჩქარით დაჯილდოებული ხართ. ნამდვილად, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული ადამიანი ხართ, რომელსაც ყველაფერი მარტივად გამოდის. თუმცა, გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება გაგტეხოთ. ინტუიციის დახმარებით სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.

ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად მოგწონთ და იმის გაცნობიერება, რომ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საკმაოდ მოხერხებული ხართ, ნამდვილად გაბედნიერებთ.

საკუთარ თავს ოდნავ მოდუნების უფლება შეგიძლიათ მისცეთ, მაგრამ დედამიწასთან კავშირი არ დაკარგოთ. საკუთარი თავი და გარშემო სამყარო შეისწავლეთ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

6. ღვთიური მზის ყვავილი

ეს კვანძი თავად მზის სიმბოლოა. ის ამბობს, რომ თქვენი გული გარშემომყოფებისთვის გაშლილი წიგნივითაა. თითოეულ ადამიანს თქვენი დახმარების და სიკეთის იმედი შეიძლება ჰქონდეს. გარშემომყოფების დახმარება – ეს თქვენი მთავარი მიზანია. ყველაფერი იმის წყალობით, რომ განსაკუთრებულ ენერგიას ფლობთ, რომელიც გარეთ გამოდის. სწორედ ამიტომ სიმშვიდე და კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნოთ, რომ ენერგია არ დაკარგოთ. მზის სხივებს გაჰყევით და არასდროს დაიკარგებით.

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, კერძოდ, მუხლებს. სხეული გააძლიერეთ და სხვადასხვა სუნთქვის ტექნიკა შეისწავლეთ, რომ გაწონასწორებული დარჩეთ.