Connect with us

ჯანმრთელობა

ხალხური მედიცინა ქალის ჯანმრთელობის სადარაჯოზე: ნატურალური, ეფექტური რეცეპტები

ქალებს, ხშირად, სუსტი სქესის წარმომადგენლებს უწოდებენ, რაც განსაკუთრებით სამართლიანია ქალურ ჯანმრთელობასთან მიმართებით – მისი დაკარგვა მარტივი და სწრაფი, ხოლო აღდგენა – ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია.

დაავადებათა უმრავლესობა მარტივად ექვემდებარება განკურნებას საწყის ეტაპზე.

ხოლო ფიტოთერაპია – მკურნალობის შესანიშნავი დამხმარე მეთოდია. სამკურნალო ბალახები ორგანიზმის მრავალ ფუნქციას აღადგენს და მის მდგომარეობას ასტაბილიზებს.

საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ ქალური დაავადებების, მათ შორის, მიომას, საშვილოსნოს ფიბრომას, ენდომეტრიოზის, კისტისა და სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეების, გამომწვევი მიზეზებია ისეთი დაავადებები, რომლებსაც თავის დროზე არ მივაქციეთ ყურადღება და რომლებიც ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდა. ასეთი დაავადებებია ადნექსიტი(მონაზარდების ანთება) და ქრონიკული კოლიტი, რომელსაც, როგორც წესი, არავინ კურნავს.

ამიტომ, კეთილთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ, აუცილებელია ჯერ მათი წარმოქმნის მიზეზის აღმოფხვრა. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსურია. სამკურნალო ბალახების გამოყენება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად მისაღებია, რადგან მათი დახმარებით მკურნალობა ემსახურება დაავადების მიერ დარღვეული ნივთიერებათა ცვლის აღდგენას, იმუნიტეტის გაძლიერებას, ანთებითი პროცესების ჩაცხრობასა და ყველა შინაგანი ორგანოს ფუნქციონირების დარეგულირებას. ასევე, ძალიან სასარგებლოა ბალახეულის ნახარშებში თაფლის დამატება – იგი დადებითად მოქმედებს ნებისმიერ ორგანოსა თუ უჯრედზე ჩვენს ორგანიზმში.

ახლა კი გთავაზობთ ეფექტურ რეცეპტებს ხალხური მედიცინისგან, სამკუნალო ბალახების გამოყენებით, ქალური ჯანმრთელობის აღსადგენად:

წანაზარდების ანთების დროს, მკურნალობა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგმა უნდა დანიშნოს, თუმცა, მედიკამენტებთან ერთად, მიზანშეწონილია სამკურნალო ბალახების ნახარშის მიღებაც. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით სამკურნალო სამყურას, ღიღილოსა და ვირისტერფას ბალახები. დაასხით 1 ს.კ. ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 3 ს.კ. დღეში ხუთჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.

საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ფუნქციის ნორმალიზება შეუძლია იმ მცენარეებს, რომლებიც იწვევს მცირე მენჯის ორგანოებში ჰიპერემიას და ტონუსს მატებს საილოსნოს კუნთებს. ასეთი ბალახებია: თავშავა, აბზინდა, ალოე, ოხრახუში. გამოიყენეთ ერთ-ერთი რეცეპტი:

  • 3 ს.კ. მშრალ თავშავას დაასხით თერმოსში 500 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • 2 ს.კ. ოხრახუშის ფესვებს ან თესლს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 3-5 წუთით, დააყენეთ 30 წუთით და დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • მიომას, ფიბრომასა და მასტოპათიის დროს, ძალიან სასარგებლოა დინდგელის 1-2 თვის განმავლობაში რეგულარულად ღეჭვა ან წოვა.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტები:

  • შეურიეთ თითო ს.კ. ქონდარი და პიტნა, დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დახურულ ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე, 5 წუთით. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5ჯერ.
  • თანაბარი პროპორციით შეურიეთ გვირილის ყვავილები, ჟოლოს კენკრა, ასფურცელას. კრაზანას ბალახი, ჭინჭარი და მოცვი. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში ან მდუღარე ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით თბილი, 1/3 ჭიქის ოდენობით, დღეში სამჯერ, ჭამამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!