Connect with us

ჯანმრთელობა

დაფნის ფოთლის ჯადოსნური თვისებები, რომლის შესახებ, ალბათ, არ იცით

დაფნის ფოთოლი სამზარეულოს კარადის მუდმივი ბინადარია. ამ ხმელთაშუა ზღვისპირეთის სანელებელს კულინარიაში ხშირად იყენებენ: წვნიანი, რაგუ, მოთუშული და შემწვარი ხორცი, მარინადები და დამარილებული პროდუქტები, სოუსები და საწებლები დაფნითი უფრო გემრიელია. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ დაფნის ფოთოლი ხალხურ მედიცინაში პოპულარული პროდუქტია და მისი გამოყენების სპექტრი – უფრო ფართოა. საქმე იმაშია, რომ სანელებელი შეიცავს ეთერზეთს, ფიტონციდებს, ტანინებს, ასევე ორგანულ მჟავებს – ძმრის და კატაბალახას. ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

დაფნის ფოთოლი სუბტროპიკულ კლიმატში იზრდება, ბევრ მზის ენერგიას შთანთქავს. ალბათ, ორგანიზმზე მისი ჯადოსნური მოქმედება სწორედ ამით არის განპირობებული. ახლა უკვე ვიცი, რომ ბევრი მედიკამენტი უბრალო დაფნის ფოთლით შემიძლია ჩავანაცვლო.

ხმელი სანელებელი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს დაფნის ფოთლით, სადაც სწორედ ხმელი სახით გამოიყენება. ნახარშების და ნაყენების მოსამზადებლად თიხის ან მინანქრის ჭურჭელი გამოიყენეთ, ლითონის ჭურჭელი – არავითარ შემთხვევაში.

რეცეპტი №1: დიაბეტის დროს

დაფნის ფოთოლით შეგიძლიათ სისხლში შაქრის დონე შეამციროთ. 10 ფოთოლი დაფნა თერმოსში ჩაყარეთ, 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნაყენი 3 საათში მზად იქნება. 0,5 ჭიქა სამკურნალო საშუალება ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 კვირა, ამის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ. რეცეპტი სასარგებლოა არა მხოლოდ დიაბეტიკებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც ნახშირწყლების ცვლის დარეგულირება სურს!

რეცეპტი №2: წონაში დასაკლებად

როგორც 1–ლი რეცეპტის ლოგიკური გაძლება – ნახშირწყლების ცვლის აღდგენა წონის კლებას ხელს უწყობს. 5-6 ფოთოლი დააქუცმაცეთ და ჭიქა ცივი წყალი დაასხით, მთელი ღამე გააჩერეთ. დილით 15 წუთით აადუღეთ. თავდახურულ ჭურჭელში კიდევ 30 წუთით დააყენეთ. ნახარში გადაწურეთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 3–ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1 კვირა, ამის შემდეგ აუცილებლად 2 კვირით შეისვენეთ. ნახარში უფრო გემრიელი რომ იყოს, შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სანელებელი: კოჭა, ცერეცო, ილი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ხმელი მიხაკი, ასევე თაფლი

რეცეპტი №3: პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ

თუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, სტომატიტი, გინგივიტი ან პაროდონტოზი გაწუხებთ, დაფნის ფოთოლი საკვების მიღებებს შორის დაღეჭეთ. ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. საოცარ ეფექტს მიიღებთ!

რეცეპტი №4: უძილობის დროს

დაფნის ფოთოლის სუნი ისევე კარგად დაგამშვიდებთ, როგორც კატაბალახა. რამდენიმე ფოთოლი ბალიშში ჩააკარით და უშფოთველად დაიძინებთ, როგორც ბავშვი. ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ასეთი არომათერაპია პატარას კარგად დაძინებაში და ღამით იშვიათად გაღვიძებაში დაეხმარება.

რეცეპტი №5: კანის დაავადებების დროს

დაფნის ფოთლის ანტიმიკრობული თვისება შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის გამონაყარის, ალერგიის, გაღიზიანების და ნაწოლების სამკურნალოდ. დაფნის ფოთოლი დანაყეთ ან ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ ისე, რომ 1,5 ს/კ მტვერი და ფოთლის წვრილი ნაწილები მიიღოთ. ნარევს 1 ჭიქა მცენარეული ზეთი დაასხით და მაცივარში 1 კვირა დააყენეთ. დაფნის ზეთი დაზიანებულ ადგილას დღეში 2–ჯერ შეიზილეთ. შესანიშნავი შემახორცებელი საშუალება! ამ ზეთით თვალის მაკიაჟის მოშორება ძალიან კარგია!

რეცეპტი №6: სოკოვანი დაავადების დროს

დაფნის ფოთოლს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ფეხის ოფლიანობას აქრობს. 0,5 ლ მდუღარე წყალი 10 დაფნის ფოთოლს დაასხით და დააყენეთ. ამ ნაყენის აბაზანა კვირაში 2–3–ჯერ გაიკეთეთ და გაცილებით ნაკლები პრობლემა შეგაწუხებთ.

რეცეპტი №7: თირკმლის უკმარისობის დროს

დაფნის ფოთოლი შარდმდენ ეფექტს ფლობს, თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ და პრევენციისთვის კარგია. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ძლიერ ცეცხლზე 2 საათით ხარშეთ. ნახარში 3 საათით დააყენეთ. თითო სუფრის კოვზი ნახარში დღეში 2–ჯერ დალიეთ.

რეცეპტი №8: ფუტკრის ნაკბენზე

დაფნის ფოთოლი დასრისეთ, ნაკბენზე დაიდეთ და შეიხვიეთ ან პლასტირი დაიკარით. ანთება და ქავილი სწრაფად გაქრება!

რეცეპტი №9: შენობაში ჰაერის არომატიზაციისთვის

ეთერზეთის შემცველობის წყალობით დაფნის ფოთლის სადეზინფექციო თვისება ძალიან ძლიერია. 10-15 ფოთოლი აადუღეთ და ჭურჭელი დაფნის ფოთლით ოთახში დატოვეთ. მალე სასიამოვნო არომატს იგრძნობთ, ხოლო დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს დაამარცხებთ!

ყურადღება მიაქციეთ!  მოცემული რეცეპტები უკუჩვენებულია ორსული და მეძუძურე ქალებისთვის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, დიაბეტის მძიმე ფორმების დროს. დაფნის ფოთლის სამკურნალო თვისებები იმდენად ძლიერია, რომ გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

დაფნის ფოთოლი ნამდვილი ექიმბაშია. რთულია იპოვოთ სანელებელი, რომელიც ამდენ ძლიერ სამკურნალო თვისებას ფლობს. სასარგებლო რეცეპტები მეგობრებს გაუზიარეთ. დაფნის ფოთლის გამოყენება სამკურნალოდ – შესანიშნავი იდეაა!