ჯანმრთელობა
ძვლოვანი წამონაზარდი ქირურგის ჩარევის გარეშე მოიშორეთ: ყველაფერი მარტივია, მთავარია შეუპოვრობა!
ფეხზე ძვლოვანი წამონაზარდი ბევრი ქალის ტანჯვის მიზეზია. ტკივილი სიარულის დროს, უსიამოვნო შეგრძნება ფეხსაცმლის ტარების დროს, უშნო გარეგნული მხარე, თითების დეფორმაცია – მზარდი ბორცვის უსიამოვნო თანამგზავრები არიან.
ცერა თითზე ძვლოვანი წამონაზარდის (ტერფის ვალგუსური დეფორმაცია) მიზეზებია: ძალიან ვიწრო ფეხსაცმელი, არასწორი კვება, მემკვიდრეობა, ბრტყელტერფიანობა, რევმატიზმი.
მის მოსაშორებლად ორთოპედები მაკორექტირებელი ბანდაჟს ნიშნავენ, რომელიც დიდხანს და მუდმივად უნდა ატაროთ, ხოლო უფრო მიშვებულ შემთხვევაში ქირურგიული ოპერაცია ინიშნება.
ხალხურ მედიცინას ამ პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი მიდგომა აქვს.
1. პირველ რიგში, ორგანიზმი ჭარბი მარილებისგან უნდა გაწმინდოთ. 1 ს/კ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს 300 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ნაყენი თერმოსში გადაიტანეთ, მთელი ღამე გააჩერეთ.
დილით სამკურნალო ნაყენი გადაწურეთ და დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით დალიეთ.
ყოველ საღამოს ახალი ნაყენი მოამზადეთ. ნაყენი 3 დღის განმავლობაში დალიეთ, ხოლო 1 კვირაში კურსი გაიმეორეთ.
2. ორ თვეში ძვლოვან წამონაზარდს მოიშორებთ, თუ მას ასეთ ნაყენს წაუსვამთ: 5 დიდი ზომის დაფნის ფოთოლს 100 მლ არაყი დაასხით და 1 კვირა დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ.
ფეხები ცხელ, სოდიან წყალში დაიორთქლეთ (1 ს/კ სოდა 3 ლ წყალზე) და ძვლოვან წამონაზარდზე ნაყენში გაჟღენთილი მარლის საფენი დაიდეთ. ზემოდან წინდები ჩაიცვით და დაიძინეთ.
3. ხუთი აბი ასპირინი დააქუცმაცეთ და 10 მლ იოდში გახსენით. მიღებული საშუალება არა მხოლოდ ძვლოვან წამონაზარდზე წაისვით. ის ყველა პრობლემურ სახსრებს გაუმკლავდება: მუხლები, იდაყვები, კოჭები.
4. ასევე იოდის ბადე ტკივილს და ანთებას შესანიშნავად ამცირებს. 30 დღის განმავლობაში, ფეხის დაოთქლვის შემდეგ ძვლოვან წამონაზარდზე იოდის ბადე გაიკეთეთ.
5. იოდი და ლიმონის წვენი 1:1 პროპორციით აურიეთ. ასე არა მხოლოდ ძვლოვანი წამონაზარდის, არამედ ქუსლის ძვლის დეზის (პლანტარული ფასციტის) სამკურნალო საშუალებას მიიღებთ.