კულინარია
ცნობილი ამერიკული ნამცხვარი “ვუპი-ფაი”: უნაზესი შოკოლადის ბისკვიტი ნაღების გულსართით
ამ ამერიკულმა ნამცხვარმა კულინარიულ წიგნებში ღირსეული ადგილი დაიკავა, ეს ყველაფერი კი მისი განუმეორებელი გემოსა და ნაზი ტექსტურის დამსახურებაა, რომელიც პირში თავისით დნება, რაც შეეხება გულსართს – მისი აღსაწერი სიტყვების პოვნა ნამდვილად გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს ამ სტატიაში მოცემული რეცეპტი დატესტოთ და თავად გამოსცადოთ ამ დესერტით პირის ჩატკბარუნების სიამოვნება!
შოკოლადის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
- 100 გრამი კარაქი
- 110 გრამი შაქარი
- 1 ცალი კვერცხი
- 150 გრამი ფქვილი
- 65 გრამი კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
- 100 მილიგრამი რძე
კრემი:
- 200 მილიგრამი ცხიმიანი ნაღები (ასათქვეფად)
- 1/2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
მომზადების წესი:
1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი
2. დაუმატეთ 1 კვერცხი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ საგულდაგულოდ
3. აურიეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი
4. ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და ფქვილის ნაზავი – კარაქის ნაზავს
5. პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე, სუფრის კოვზით დადევით ცომი და თან მოასწორეთ რათა წრიული ფორმა მიიღოს.
6. გამოაცხვეთ 175 გრადუს ტემპერატურაზე – 10-12 წუთით. გააგრილეთ.
7. მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად
8. ბისკვიტის ერთ ნახევარზე კრემი კოვზით დაიტანეთ ან მეორე ნახევარი დაადევით. შეგიძლიათ ბისკვიტები სურვილისამებრ მორთოთ!
9. სანამ სუფრასტან მიიტანთ ბისკვიტები მაცივარში გააცივეთ – 30 წუთით.
ამ რეცეპტით ნამცხვარი უგემრიელესი გამოდის. თქვენი ნახელავი თქვენს ახლობლებს გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს!