Connect with us

ჯანმრთელობა

შეჩერდით 2 წუთით და წაიკითხეთ, ოდესმე ამ რჩევებმა შეიძლება სიცოცხლე იხსნან

წარმოიდგინეთ, რომ გვიან ღამით სახლში მიდიხართ. რთული დღე გქონდათ, ძალიან დაღლილი ხართ და ქუჩაში უხასიათოდ და სრულიად მარტოდ მიაბიჯებთ. გარშემო არავინაა და ტელეფონიც დამჯდარია, როგორც ყოველთვის უდროოდ…

უეცრად გულის არეში ტკივილს გრძნობთ, ტკივილი ხელსა და ყბაზე გადაეცემა. უახლოესი საავადმყოფო შორს არის. არაჩვეულებრივად იცით, თუ რგორ უნდა იმოქმედოთ პრიველადი დახმარებისას, თუმცა საკუთარ თავს გულის არაპირდაპირი მასაჟი როგორ უნდა გაუკეთოთ თქვენთვის არავის უსწავლებია.

რა უნდა ქნათ თუ გულის შეტევა გაქვთ იმ დროს როცა სრულიად მარტო იმყოფებით? ჩვენი რედაქცია ამის შესახებ მოგითხრობთ.

გულის შეტევის ნიშნები

გულის შეტევა – ეს გულის კუნთის ნაწილის დაღუპვაა სისხლის არასაკმარისი მიწოდების გამო. ყველაზე ხშირად ეს სტრესის გამო ხდება. პირველი სიმპტომი გულ-მკერდის არეში ტკივილია. შემდეგ კი უსიამოვნო შეგრძნებები კისერზე, ხელზე ხოლო ზოგჯერ კი მუცელზეც ვრცელდება. ამ ყველაფერს სხვა სიმპტომებიც ემატება: ხველა, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, გულისრევა, ცივი ოფლი სახეზე და ღებინება.

გონების დაკარგვამდე ადამიანს სულ რამდენიმე წუთი აქვს. შემდეგ გული არასწორად იწყებს ცემას და ადამიანი გრძნოს, რომ გონებას კარგავს. თუ გულის შეტევა დაგემართათ და ამ დროს მარტო ხართ – სწრაფად უნდა იმოქმედოთ.

აუცილებელია გამოიძახოთ სასწრაფო და თან რაც შეიძლება სწრაფად, თუ ტელეფონი არ გაქვთ საავადმყოფომდე თქვენით მისვლა უნდა მოახერხოთ, თუმცა ჯერ საკუთარი მდგომარეობა უნდა დაასტაბილუროთ რათა დრო მოიგოთ.
ამაში აქტიური და ენერგიული ხველა დაგეხმარებათ. იქამდე სანამ ხველას დაიწყებთ ღრმად ჩაისუნთქეთ. ხველა ღრმა, ხანგრძლივი და ყოველ 2 წამში გამეორებადი უნდა იყოს. ეს სისხლს ცირკულირებას აიძულებს და ფილტვებს ჰაერით აავსებს. ასეთი მოქმედება მანამ უნდა გააგრძელოთ სანამ დახმარება არ მოვა ან სანამ გულის რითმის აღდგენას არ იგრძნობთ.

თუ ასეთი საშუალება გაქვთ – დაჯექით ან დაწექით, მაგრამ თავი წამოწეული გქონდეთ. კისერი გაითავისუფლეთ ტანსაცმლისგან, ღრმად ისუნთქეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. პანიკა მხოლოდ გაართულებს სიტუაციას.

შეგიძიათ 0,25 გრამი ასპირინი და 0,5 მილიგრამი ნიტროგლიცერინი მიიღოთ. ეს დაგეხმარებათ წნევის შემცირებაში და არტერიის ბლოკის ახსნაში. არ ღირს ამ რაოდენობაზე მეტი მედიკამენტის მიღება რათა არ გაართულთ მდგომარეობა. ასევე არ ღირს გულის სხვა აბების მიღება, ისინი შეიძლება კოფეინს შეიცავდნენ რომელიც ასეთ შემთხვევაში საზიანოა.

ყველა ეს საშუალება მდგომარეობის სტაბილიზაციაში დაგეხმარებათ და მეტ დროს მოგცემენ იმისთვის, რომ დახმარებას დაელოდოთ ან საავადმყოფომდე მიხვიდეთ.

ყველასთვის ცნობილია კანონი: უკეთესია შეაჩეროთ ვიდრე უმკურნალოთ. ასევეა გულის შეტევის შემთხვევაშიც: აჯობებს იზრუნოთ იმაზე რომ ის არ მოხდეს, ეს კი სინამდვილეშ არც თუ ისე რთულია!

ამერიკის გულის ასოციაციის ლოზუნგია: “იცოდეთ თქვენი ციფრები!” ეს სიტყვები კი იმას გვეუბნებიან, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ჯანმრთელობის ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა სისხლის წნევა, შაქრის და სისხლში არსებული ქოლესტერინის დონე. ეს მაჩვენებლები დროდადრო უნდა შეამოწმოთ და აკონტორლოთ. თუ ძალიან მაღალი ციფრებია – დროა ცხოვრების წესი შეცვალოთ.

რეგულარულად უდნა შეასრულოთ ფიზიკური სავარჯიშოები, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, დაიცვათ უცხიმო დიეტა, რაციონში დაიმატოთ მეტი ბოსტნეული და ხილი. საერთო ჯამში – ყველაფერი უნდა გააკეთოთ!

არსებობს რისკფაქტორები, რომლებზეც ზემოქმედების მოხდენა არ შეგიძლიათ, ესენია – ასაკი და ცუდი გენეტიკა! თუ გულთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ – არასდროს და არსად არ დაგავიწყდეთ თქვენი აბები, ისინი მუდამ ახლოს იქონიეთ!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსა და ახლობლებს. ამან შეიძლება ბევრი სიცოცხლე იხსნას!