Connect with us

ჯანმრთელობა

გულის შეტევის ნიშნები, რომელიც მხოლოდ ქალებს შეიძლება ჰქონდეს

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გულის შეტევა ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება. მით უმეტეს, არავინ იცის, რომ ეს მოხდება და ეს შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან მის თავიდან ასაცილებლად არაფერს ვაკეთებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი სხეული ტაძარია, რომელზეც მთელი ცხოვრება უნდა იზრუნოთ.

გვგონია, რომ გულის შეტევა გაუფრთხილებლად მოდის, თუმცა ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. გულის შეტევამდე დიდი ხნით ადრე სხეული წითელ ნიშანს გაძლევთ, რომელიც შეიძლება იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ ყურადღება არ მიაქციოთ. თუმცა ამის უგულებელყოფა არ ღირს. ყოველთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ სხეული ნებისმიერი მავნე ელემენტისგან დაიცვათ. სწორედ ამიტომ, მომავალი გულის შეტევის ნიშნების გამოცნობა უნდა იცოდეთ.

დღეს გიამბობთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც ქალებში გარდაუვალია. თუ ქალი ხართ და ეს 5 ნიშანი შეამჩნიეთ, დროა საჭირო ზომები მიიღოთ, რომ გულის შეტევის მსხვერპლი არ გახდეთ.

1. ხელის, ზურგის და კისრის ტკივილი

ამ კონკრეტულმა ნიშნებმა შეიძლება შეგაცბუნოთ. თქვენ გულის შეტევას ყოველთვის გულის ტკივილს უკავშირებთ. უნდა იცოდეთ, რომ გულის შეტევა ასევე შეიძლება გამოვლინდეს კისრის ან თუნდაც ყბის ტკივილით. ამ ადგილებში ძლიერი ტკივილის დროს სჯობს ექიმს მიმართოთ.

2. კუჭის ტკივილი და სისუსტე

ზოგჯერ  ინფარქტი საკვებით მოწამვლაში, გულძმარვაში გვერევა. ზოგჯერ ქალები ძლიერ ზეწოლას და მუცლის ღრუში უცნაურ შეგრძნებას გრძნობენ, რომელიც შეიძლება გულის შეტევის ნიშანი იყოს. ეს შეგრძნება შეიძლება ჰგავდეს მძიმე საგანს, რომელიც ქალის მუცლის ზედა ნაწილზე დევს.

3. ცივი ოფლი

კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ქალებში გულის შეტევას უკავშირდება. ასე თუ ისე, ცივი ოფლი ხშირად გამოწვეულია სტრესის დონის გაზრდით. თუმცა, თუ ცივი ოფლი ხშირად გაქვთ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

4. თავბრუსხვევა და ჰაერის უკმარისობა

ბუნებრივია, თქვენ სუნთქვის პრობლემები გექნებათ, როცა გულის პრობლემები გაქვთ. თქვენი გული ბოლოს და ბოლოს სხეულის სხვა ნაწილებისთვის ჟანგბადს ქაჩავს. თუ სუნთქვის გართულებას გრძნობთ, ეს შეიძლება გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს. შესაძლოა, ისეთი შეგრძნება გქონდეთ, რომ რთული ფიზიკური ვარჯიში შეასრულეთ მაშინაც კი, თუ ფეხი არ გადაგიდგამთ.

5. ქრონიკული დაღლილობა

თქვენ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ. ეს, ძირითადად, კომპრომეტირებული სისხლის მიმოქცევის და რესპირატორული სისტემების გამო ხდება. თქვენს სხეულს ჟანგბადი აკლია. როცა სხეული საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს, ნორმალურად ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. თქვენ შეიძლება მუდმივად დაღლილობა იგრძნოთ.

რა თქმა უნდა, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ან ორი ნიშანი თქვენც აღგენიშნებათ. ეს ნიშნები ყოველთვის გულის შეტევაზე არ საუბრობს. სწორედ ამიტომ, ნერვიულობა არ ღირს. თუმცა თუ მსგავსი სიმპტომები შენიშნეთ, სჯობს კარგ სპეციალისტს მიმართოთ. ცოდნა სიცოცხლის გადარჩენაში ყოველთვის დაგეხმარებათ. რაც უფრო მეტი იცით სიმპტომების შესახებ, მით უფრო სავარაუდოა, რომ მომავალი გულის შეტევა თავიდან აიცილოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.