ჯანმრთელობა
ყოველდღე 3 კბილი ნიორი შეჭამეთ და ორგანიზმის რეაქციით გაოცებული დარჩებით
ნიორი უნიკალური პროდუქტია, რომლის ყოველდღიური მიღება მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. რა უპირატესობას შეიცავს ნივრის ყოველდღიური მიღება?
ნივრის სამშობლოდ შუა აზია ითვლება. პირველად მისი მოსავალი 5000 წლის წინ აიღეს. ამ მცენარის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაფასებულია. ყველაზე მეტად პოპულარული საბერძნეთსა და რომში გახდა, სადაც იმუნიტეტის გასაზრდელად და პარაზიტებისგან დასაცავად იყენებდნენ. ნიორს გლადიატორებსა და რომაელ ლეგიონერებს ბრძოლის წინ აძლევდნენ.
ჰიპოკრატე და გალენოსი საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ, ასევე როგორც ანტიტოქსიკური საშუალება ნივრის ჭამის რეკომენდაციას იძლეოდნენ.
ნივრის სიძლიერე
ნივრის კბილი, ძირითადად, წყლისა (60) და ნახშირწყლებისგან (33%) შედგება. მიუხედავად ამისა, სავსეა ისეთი მკვებავი ნივთიერებებით, როგორიცაა:
ამინომჟავები, ეთერზეთები, ცხიმები, ცილები, უჯრედისი, შაქარი, ვიტამინები – A, B ჯგუფი (B1, B2, B3, B5, B6, B9 და B12), C, D, E და K. უამრავი მინერალია, მათ შორის ქრომი, თუთია, ფთორი, გერმანიუმი, კობალტი, მაგნიუმი, ფოსფორი, მანგანუმი, სპილენძი, ნიკელი, კალიუმი, სელენიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, კალციუმი და რკინა.
ნიორი თავისი ანტიბიოტიკური თვისებებით ცნობილია. ის სტაფილოკოკს და სტრეპტოკოკს ეფექტურად ანადგურებს, სოკოს საწინააღმდეგო, პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტისკლეროზული და ანტისპაზმური მოქმედება აქვს. ხშირად ნიორი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამოიყენება, როგორც ნატურალური საშუალება სურდოს და გრიპის საწინააღმდეგოდ.
სიმსივნის საწინააღმდეგო იარაღი
ჩინელი მკვლევარების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 2-ჯერ ნედლ ნიორს ჭამდნენ, ფილტვების სიმსივნის 44%-ით უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ. მასში შემავალ გოგირდის ორგანულ ნაერთებს გლიომაში (ტვინის სიმსივნის სასიკვდილო ფორმა) უჯრედების განადგურება შეუძლია.
თავის მხრივ, 2013 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ ნიორში შემავალი ნივთიერება პროსტატის კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. მეცნიერები დიდ პოტენციალს ხედავენ ნივრის მცენარეულ ნაერთებში, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებენ.
საუკეთესო ანტიბიოტიკი
მე-19 საუკუნეში ლუი პასტერმა დაამტკიცა, რომ ნიორი 20-ზე მეტი ტიპის ბაქტერიასა (გრამდადებითი და გრამუარყოფითი) და 60 სახეობის სოკოზე მომაკვდინებლად მოქმედებს. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ნიორში შემავალი დიალილ-დისულფიდი 100-ჯერ უფრო ეფექტურია ბაქტერია Campylobacter-თან საბრძოლველად, ვიდრე ზოგიერთი პოპულარული ანტიბიოტიკი.
სახსრების ჯანმრთელობისთვის
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ქალებს, რომლებიც ბევრ ნიორს ჭამენ, მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართრიტი ნაკლებად აწუხებთ. როცა ნივრის ცალკეული კომპონენტების ეფექტი გაანალიზეს, აღმოაჩინეს, რომ სახსრების ხრტილის დამანგრეველი ფერმენტების რაოდენობას დიალილ-დისულფადი აფერხებს.
გულის ჯანმრთელობისთვის
ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დიალილ-დისულფადი გულს ოპერაციის დროს და ინფარქტის გადატანის შემდეგ ეფექტურად იცავს. მცენარეში შემავალი გოგირდი სხვა ნაერთებთან ერთად შეგიძლიათ გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენოთ.
ცხოველებზე ჩატარებული ცდების დროს მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მათ, რომელთაც გულის შეტევის შემდეგ დიალილ-დისულფადს აძლევდნენ, გულის დაზიანება 61%-ით შეუმცირდათ, ვიდრე მათ, ვინც ასეთ მკურნალობას არ იღებდა.
სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის ზეთი შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს კარდიომიოპათიის (გულის სახიფათო ქრონიკული დაავადება) დროს ეხმარება.
ჰიპერტონიისა და ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ
ანკარაში მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის ექსტრაქტის 4 თვით მიღება მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს და ლიპიდურ პროფილს აუმჯობესებს. გარდა ამისა, ორგანიზმში ანტიოქსიდანტების რაოდენობა იზრდება, რაც თავისუფალი რადიკალების მიმართ მდგრადობას ზრდის.
სურდოს საწინააღმდეგოდ
მეცნიერები უკვე დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ ნიორი ვირუსებს, ბაქტერიებსა და სოკოს ებრძვის. საქმე გოგირდში შემავალ ნივთიერებებს, ალიცინსა და აჯოენს, ეხება, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში იმუნიტეტს ზრდიან. ეს ნაერთები მაკროფაგებს მკვლელი აგენტების წარმოებაზე სტიმულირებენ.
1966 წელს ქიმიკოსმა ჩესტერ კავალიტომ დაამტკიცა, რომ ალიცინს, რომელიც ნიორს დამახასიათებელ სუნსა და გემოს ანიჭებს, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და უფრო ეფექტურია, ვიდრე ტეტრაციკლინი და პენიცილინი.
მეცნიერებმა ინდიანადან ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ნივრის პროფილაქტიკური გამოყენება ვირუსების მიმართ მდგრადობას ზრდის, თუმცა დაავადების სიმპტომების ხანგრძლივობაზე გავლენას არ ახდენს.
უნივერსალური ნიორი
ახალი ნივრის ექსტრაქტს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ნიორი ორგანიზმის დამცავ თვისებებს ზრდის, იმუნური სისტემის ჰუმორულ და უჯრედულ რეაქციას აძლიერებს და არეგულირებს. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს და არტერიულ წნევას ამცირებს.
დამტკიცებულია, რომ ნიორი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. გარდა ამისა, შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები აქვს და საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს. ნიორი პრაქტიკულად მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. როგორ უნდა მივირთვათ ნიორი, რომ მისი მკვებავი ნივთიერებები შევინარჩუნოთ?
მოხმარება:
ყველაზე უფრო აქტიური ახალი ნიორია. ნივრის წვენიც კარგ თვისებებს ფლობს. თერმული დამუშავების შემდეგ ნიორი ბაქტერიოციდულ თვისებებს კარგავს. ყოველდღე ახალი ნივრის 2-3 კბილი ინფექციის რისკს ამცირებს.
უკუჩვენება
ნივრის გამოყენება ყველას არ შეუძლია. მისი გამოყენება მწვავე გასტროენტერიტის, ღვიძლის დაავადებების და მძიმე ჰიპოტონიის დროს არ შეიძლება.
ასევე დაბალი არტერიული წნევის და თრომბოზული დაავადების მქონე ადამიანებისთვის მისი მიღება არ შეიძლება.
გავრცელებული აზრის მიუხედავად, ორსული და მეძუძური ქალებისთვის ნივრის მიღება უკუჩვენებულია. თუმცა შეგიძლიათ ზომიერად მიიღოთ, მაქსიმუმ 2 კბილი დღეში.
ნივრის ჭარბად მოხმარება არ ღირს, რადგან ამ შემთხვევაში მოსალოდნელია გულძმარვა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი.