ჯანმრთელობა
ყველაზე სწრაფი გზა სურდოს მოსახსნელად! უბრალოდ წაისვით…
სურდო გაქვთ? გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე მარტივ საშუალებას მის მოსაშორებლად:
- გადაწიეთ თავი ოდნავ უკან, მოიჭირეთ ცხვირზე თითები და შეიკავეთ სუნთქვა რამდენხანსაც შეძლებთ. ბოლოს, ჩაისუნთქეთ და თქვენი სინუსები გაიწმინდება.
- მეორე საშუალება ცოტათი უფრო რთულია, თუმცა ეფექტური. ჯერ მიაჭირეთ ენის წვერი სასას, შემდეგ ორი თითი დააჭირეთ შუბლს, ცხვირსა და წარბებს შორის. გაიმეორეთ ეს თანმიმდევრობა რამდენჯერმე, 20 წამის განმავლობაში.
- თუ ჰაერს დაატენიანებთ, შემცირდება ცხვირის სისხლძარღვებსა და სინუსებში გაღიზიანება და შებერილობა. გარდა ამისა, ეს ათხელებს ლორწოს, რაც ცხვირის გაწმენდას უწყობს ხელს.
- ცხელი შხაპის მიღებაც, ასევე, ეფექტურია სავსე ცხვირის დროს, თუნდაც დროებით. ასევე, შეგიძლიათ მდუღარე წყლის ორთქლიც სცადოთ.
- მარილიანი ხსნარი, სპრეის სახით, ასევე ათხელებს სისველეს და ამცირებს ანთებას სისხლძარღვებში. ასევე, ცხვირის გამოსარეცხავად შესაძლებელია ფიზიოლოგიური ხსნარის ან ზღვის მარილის გამოყენებაც.
- ჩაალბეთ პირსახოცი თბილ წყალში და დაწურეთ. დაიდეთ იგი ცხვირისა და შუბლის მონაკვეთში. სითბი ამცირებს ტკივილსა და ანთებას ცხვირის არხებში.
თქვენ როგორ ებრძვით ამ უსიამოვნო მდგომარეობას?