Connect with us

ჯანმრთელობა

სოჭის ზეთი – ერთგული საშუალება უამრავი დაავადების საწინააღმდეგოდ

ეს ღირებული ექსტრაქტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს წარმოადგენს, რადგან სოჭი მხოლოდ იქ იზრდება, სადაც კრისტალურად სუფთა ჰაერია და რაიონში სიბინძურე და მტვერი არაა.

ანგინა

ბამბის ტამპონით, პიპეტით ან უნემსო შპრიცით სუფთა ზეთი ნუშისებრ ჯირკვლებზე წაისვით. დღეში 2-5-ჯერ, ყოველ 4-6 საათში გაიმეორეთ.

გახანგრძლივებული სურდო, ჰაიმორიტი

1-2 წვეთი ზეთი ცხვირში დღეში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ. წვის, ცრემლდენის, ცემინების და ცხვირიდან სისველის გამოდევნის არ შეგეშინდეთ, რადგან 15-20 წუთის შემდეგ მსგავსი შეგრძნება გაქრება.

ფილტვების ანთება, ბრონქიტი

მდუღარე წყლით სავსე ქვაბს 3-4 წვეთი ზეთი დაუმატეთ, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ორთქლი ისუნთქეთ. პროცედურის შემდეგ მკერდზე ზეთი შეიზილეთ და თბილად შეიფუთეთ.

გრიპი, მწვავე ვირუსული ინფექცია

მკერდზე, ბეჭებსა და ტერფებზე ზეთის შეზელვით მასაჟი 4-5-ჯერ, ყოველ 5-6 საათში გაიკეთეთ. ამის შემდეგ კომპრესის ქაღალდი გადაიხვიეთ, თბილი გადასაფარებელი დაიფარეთ, თბილი წინდები ჩაიცვით და ოფლმდენი ბალახების ნაყენი დალიეთ.

ამის გარდა, ზეთი თითოეულ ცხვირის ნესტოში ჩაიწვეთეთ. თუ დაავადებას ძლიერი ხველა ახლავს, შეგიძლიათ დილა-საღამოს 3-5 წვეთი სუფთა ზეთი ენის წვერზე დაიწვეთოთ.

დიათეზი ბავშვებში

1 ნაწილი სოჭის ზეთი და 3 ნაწილი საბავშვო კრემი აურიეთ და მიღებული საშუალება დაზიანებულ კანზე წაუსვით. შეგიძლიათ სხვა შემადგენლობა მოამზადოთ: 3 ნაწილი სოჭის ზეთი და გოგირდის მალამო და 4 ნაწილი საბავშვო კრემი.

დაზიანებული კანი

სოჭის ზეთი ეფექტური ჭრილობის შემახორცებელი საშუალებაა. ჭრილობის სამკურნალოდ სალფეთქი ზეთში დაასველეთ და ჭრილობაზე დაიდეთ. ასე მცირე დამწვრობის დროსაც შეგიძლიათ გააკეთოთ.

პაროდონტოზი, სტომატიტი

ბამბის ტამპონი ან ბინტი ზეთში გაჟღინთეთ და ანთებულ ღრძილებზე ან მტკივნეულ კბილზე 15-20 წუთით წაისვით. თუ კბილის ტკივილი არ შემცირდება, 1,5-2 საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. პაროდონტოზის დროს 15-20 აპლიკაცია უნდა გაიკეთოთ და კურსი ნახევარი წლის შემდეგ გაიმეოროთ. პაროდონტოზის მძიმე ფორმა კიდევ ნახევარი წლის შემდეგ გამეორებას მოითხოვს. ზეთი ფრთხილად გამოიყენოთ, რომ ლორწოვანი გარსის დამწვრობა არ გამოიწვიოთ.

მოტეხილობა და ტრავმა

თუ დაზიანებულ ან მოტეხილ ადგილას სოჭის ზეთს დღეში 2-ჯერ შეიზილეთ, შეხორცების პროცესს დააჩქარებთ.

რადიკულიტი, მიოზიტი, მყესების დაჭიმულობა, მუხლის სახსრების ტკივილი

ცოტა ზეთი აიღეთ და ძლიერი მტკივნეული შეგრძნების ადგილას შეიზილეთ. შეზელვის შემდეგ სასურველია აბაზანა მიიღოთ ან მტკივნეული ადგილი გაახუროთ. 10-15 დღეში პროცედურა გაიმეორეთ

ძირმაგარა, პანარაციუმი და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადება

3 ნაწილი ვიშნევსკის მალამო და 7 ნაწილი სოჭის ზეთი აურიეთ. ნარევი ბინტზე წაუსვით და დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. ზემოდან კომპრესის ქაღალდი დაიფინეთ და ბინტით შეიხვიეთ. დღეში 2-3-ჯერ სახვევი გამოცვალეთ.

სოჭის ზეთის გამოყენება ორსულობის და გულის დაავადების დროს არ ღირს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.