Connect with us

კულინარია

სახეხის ამ გზით გამოყენება, სასადილოში მომუშავე მეზობელმა მასწავლა

რატომ ახვევს ათასობით დიასახლისი სახეხს ცელოფანში: მუდმივი პრობლემის გენიალური გადაწყვეტა.

გამოცდილ დიასახლისებს აუცილებლად სჭირდებათ არომატული ნიორი. ის ხორციან კერძებს, სოუსებსა და გარნირებს განუმეორებელ არომატს სძენს. ტაფაზე უბრალო დადებისას, ნიორი ზეთს თავისი შეუდარებელი ნოტებით ავსებს, რომელიც შემდეგ ნებისმიერ ინგრედიენტს ავსებს არომატით.

პროფესიონალმა კულინარებმა იციან, რომ წვენისა და არომატის უკეთ გამოსაყოფად ნიორი წვრილ სახეხზე უნდა გახეხოთ. თუმცა ეს პროცესი არც ისე იოლია, განსაკუთრებით თუ გრძელი ფრჩხილები გაქვთ, ამავდროულად არც გახეხილი ნიორის სახეხიდან სრულად გამოღებაა მარტივი საქმე. იმისთვის რომ სახეხიდან, გახეხილი პროდუქტი სრულად და დანაკარგის გარეშე გამოვიღოთ, შეგვიძლია საინტერესო ხერხი გამოვიყენოთ: გავახვიოთ სახეხი საკვების შესახვევ ცელოფანში ან ჩამოვაცვათ პარკი. ამგვარად თქვენ მანიკურს ნაჩხაპნებისგან დაიცავთ, ხოლო გამოღებისას მთლიანად გამოიღებთ გახეხილ ნიორს და სახეხის რეცხვაზეც დაზოგავთ დროს.

როგორ გავასუფთაოთ ნიორი სწრაფად

მოჭერით ნიორის მაგარი დაბოლოება, შემდეგ გააცალკევეთ კბილები და მოათავსეთ ქვაბში. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ 30-60 წამის მანძილზე. მზადაა! ეხლა შეგიძლიათ თქვენი საყვარელი კერძის მომზადებას შეუდგეთ.