Connect with us

საკითხავი

სად შეიძლება და არ შეიძლება საათის დაკიდება სახლში

საათი ყოველთვის ძალიან იდუმალ და მისტიურ ნივთად ითვლებოდა. ბედის შესაცვლელ რიტუალებში სწორედ მას იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, საათს ფრთხილად უნდა მოეპყრათ. ერთი შეხედვით უსაფრთხო ნივთმა შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.

სანამ სახლში საათს დაკიდებთ, ზუსტად უნდა განსაზღვროთ ის ადგილი, სადაც მის დაკიდებას აპირებთ, ამასთან ცრურწმენები და ნიშნები უნდა შეისწავლოთ. სად შეიძლება და არ შეიძლება საათის ჩამოკიდება სახლში? ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია და უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

სად ღირს საათის დაკიდება?

შემოქმედებითი ადამიანებისთვის უკეთესი იქნება, თუ საათს დასავლეთის მხარესთან ახლოს დაკიდებენ. ასე სახლი ენერგეტიკით გაივსება, რომელიც ბინის მფლობელს შთაგონებით აავსებს. შემოქმედებით ბუნებას სწორ ტალღაზე განწყობა ძალიან უჭირს. საკუთარი თავის მუდმივი ძიება, შემოქმედებითი კრიზისი, რთული პერიოდი…

ყველა ამ უსიამოვნებას მოიშორებთ, თუ საათი სახლის დასავლეთ ნაწილში იქნება. როგორც კი ასეთ პრობლემას მოაგვარებთ, თქვენი შემოქმედება დიდი ნაყოფის გამოღებას დაიწყებს. ადამიანს დიდი შთაგონება ეწვევა, რომელიც წარმოუდგნელი შედევრების შექმნაში ხელს შეუწყობს.

თუ დიდი პატივი და საზოგადოებრივი აღიარება გსურთ, საათი სამხრეთ მიმართულებით უნდა ჩამოკიდოთ. ასეთი მარტივი მოქმედება ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ხოლო წარმატებული ადამიანები საზოგადოებაში ყოველთვის წონიან ადგილს იკავებენ.

შენობის ჩრდილოეთ ნაწილში საათი უნდა დაკიდონ მათ, ვისაც პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვთ. ასე შეიძლება მოიქცეს როგორც მარტოხელა ადამიანი, ასევე არახელსაყრელი ოჯახური წყვილი. როგორც კი საათი საჭირო ადგილს იპოვის, მისი მფლობელების ცხოვრება მშვიდი და ზომიერი გახდება. სახლიდან ყველა ჩხუბი და უბედურება გაქრება.

საათი აღმოსავლეთით უნდა დაკიდონ მათ, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ეს ეხება მათ, ვინც რეგულარულად დაღლილობას, სისუსტეს, თავბრუსხვევას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის. აქ, საქმე მხოლოდ ორგანიზმს არ ეხება. ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ საათი თავის „კანონიერ“ ადგილას არ იმყოფება. მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს შეუძლიათ საძინებელში პატარა საათი დადონ. ოღონდ საათი ჩუმად უნდა მუშაობდეს და ზედმეტ ხმას არ უნდა გამოცემდეს.

სად არ შეიძლება საათის დაკიდება?

საათმა ზიანი და რაიმე ცუდი რომ არ მოგიტანოთ, აკრძალულ ადგილებში მათი დაკიდება არ შეიძლება.

საათის დაკიდება შემოსასვლელ ოთახში არ ღირს. სახლში შემოსვლისთანავე ადამიანს თვალში არ უნდა ხვდებოდეს.

სანამ საათს საძინებელში ჩამოკიდებთ, ბევრი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. ეს ოთახი ძალიან მყიფე ენერგიით არის სავსე და თავად ადამიანთან მჭიდრო კავშირშია. საძინებლის აურა არავინ უნდა დაარღვიოს. სწორედ ამიტომ, ხმაურიანი საათი ამ ოთახში შეუსაბამოა.

საბავშვო ოთახისთვის სჯობს პატარა, მრგვალი საათი შეიძინოთ. საათი ოთახის პატარა მფლობელებს უაზროდ დახარჯული დროისგან დაიცავს.

სახლში გაფუჭებული საათის შენახვა არ დაუშვათ. ამ ნივთს ძლიერი ენერგეტიკა აქვს და შეიძლება ოჯახური ცხოვრება დიდ წარუმატებლობამდე მიიყვანოს.

ნაჩუქარი საათი არ უნდა დაკიდოთ იმ ადგილას, სადაც ადამიანს ძინავს. ამან ადამიანის განწყობაზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ცრურწმენაა და თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დაიჯეროს თუ არა. თუმცა თუ საათს ამ რჩევების გათვალისწინებთ დაკიდებთ, ცუდი არაფერი მოხდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.