Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავისწოროთ თმა გაცხელებისა და ქიმიური საშუალებების გარეშე

თუ სწორი თმა გაქვთ და გსურთ, რომ სწორი თმა გქონდეთ, ალბათ იცით რომ გამაცხელებელი საშუალებების გამოყენება მათ საშინლად აზიანებს. დღეს გასწავლით როგორ გაისწოროთ თმა ნატურალური პროდუქტებისა და მარტივი ხრიკების მეშვეობით.

ბრინჯის ნიღაბი:

დაგჭირდებათ:

  • ბრინჯი
  • ქოქოქსის ზეთი

1. ჯამში 2 სუფრის კოვზი ბრინჯი ჩაყარეთ და კარგად გარეცხეთ რათა სახამებელი მოცილდეს.
2. კარგად გამოაშრეთ
3. დაფქვით ბრინჯის მარცვლები, სანამ ფქვილის ტექსტურას არ მიიღებს.
4. გაცერით ისე რომ თხელი პუდრა მიიღოთ
5. აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი და დაუმატეთ 1/2 ჭიქა ბრინჯის ფქვილი. დატოვეთ საშუალო ცეცხლზე და ურიეთ. ეს პროპორციები საშუალო სიგრძის თმისთვის არის განსაზღვრული.
6. როდესაც ნიღბის კონსისტენციას მიიღებთ აცადეთ, რომ გაგრილდეს.
7. დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი ამ მასაში (ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ მას არ დაამატებთ, ბრინჯი თმას გამოგიშრობთ)

გამოყენების წესი:

გამოიყენება თმისთვის. უხვად დაიდეთ თმაზე და 5 საათით გაიჩერეთ, აჯობებს მთელი ღამითაც დაიტოვოთ. დაიფარეთ საშხაპე ქუდი, ეს მეტი სითბოს გენერირებას მოახდენს.
ჩამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლითა და შამპუნით.
გაიშრეთ ფენის გარეშე.
რეკომენდაციები: თუ ძალიან ხვეული თმა გაქვთ ეს მეთოდი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.

სელის თესლი

ეს მეთოდი თმის გასწორებაში დაგეხმარებათ და მათ უფრო დამჯერს გახდის. თქვენი ვარცხნილობა იმდენ ხანს შენარჩუნდება რამდენ ხანსაც თავად მოგესურვებათ. თმა იქნება აბრეშუმისებრი, ლამაზი და მბზინვარე.

ინგრედიენტები:

  • 5 სუფრის კოვზი სელის თესლი
  • 500 მილიგრამი ცხელი ანადუღარი წყალი

მოათავსეთ სელი ქილაში და დაასხით წყალი. გადაურიეთ და დატოვეთ 2-3 საათით. შემდეგ გაწურეთ და გადაასხით ბოთლში. ეს ხსნარი დაბანის შემდეგ, ოდნავ ნოტიო თმაზე შეისხურეთ და არ ჩამოიბანოთ. გაიშრეთ თმა ფენის გარეშე. შედეგად თმა დამჯერი, გლუვი და აბრეშუმისებრი გახდება.

ამ საშუალების შენახვა 7-10 დღის მანძილზე შეგიძლიათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.