ჯანმრთელობა
რკინის დეფიციტი: 6 ფარული ნიშანი
რკინა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. მისი მთავარი ფუნქცია – ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, დედამიწის მოსახლეობის 80%–ს რკინის დეფიციტი ამა თუ იმ ხარისხით აწუხებს. თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ანემია (მდგომარეობა, როცა სისხლის წითელი სხეულების რაოდენობა კრიტიკულ დონემდე მცირდება) მაგრამ საკმარისი რაოდენობის რკინას მაინც ვერ იღებდეთ და ამის შესახებ არ იცოდეთ. აი, რამდენიმე სიმპტომი, რომელიც დეფიციტის ალბათობაზე საუბრობს.
თქვენ რაღაც „უცნაურობისკენ“ გიზიდავთ
ჭუჭყი, თიხა, სახამებელი, მუყაო და ზოგიერთი საწმენდი საშუალება – ეს ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად მიმზიდველად მოეჩვენოთ მათ, ვისაც რკინის დეფიციტი აწუხებთ. მართალია, ამაზე თვალყურის დევნება ძალიან რთულია: ჩვეულებრივი ასეთი უცნაური მიდრეკილებები ორსულებს ან პატარა ბავშვებს აქვთ და საზოგადოება კვების უცნაურ ჩვევებს ყურადღებას არ აქცევს. მოკლედ, ზოგჯერ არასაკვების ან პირობითად საკვების მიმართ მიდრეკილება შეიძლება ხანდაზმულებსაც ჰქონდეთ – მათი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღებით იყავით, თუ რაღაც მსგავსი ხდება.
ფრჩხილების მტვრევა და ფორმის შეცვლა
ფრჩხილების მტვრევა არა მხოლოდ კალციუმის, არამედ რკინის დეფიციტის ნიშანია. კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანი – ფრჩხილის ფირფიტის ფორმის ცვლილება, როცა ცენტრში სიღრმე ჩნდება, თავად ფრჩხილი კი კოვზს ჰგავს. თუ რაღაც მსგავსი შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ და სისხლში რკინის დონე შეამოწმეთ.
მშრალი და დახეთქილი ტუჩები
მშრალი და დახეთქილი ტუჩის კანი შეიძლება შენობაში ან ქუჩაში მშრალი ჰაერის გამო, ასე მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგად გაჩნდეს. თუ ტუჩის კუთხეები გეხეთქებათ, რომელიც ლაპარაკსა და სიცილში ხელს გიშლით, საქმე რკინის დეფიციტთან გვაქვს.
მშფოთვარე ფეხის სინდრომი
ექიმები ზუსტად დარწმუნებული არ არიან, თუ რა იწვევს მშფოთვარე ფეხის სინდრომს – მდგომარეობა, როცა ქვედა კიდურებში მუდმივი წვა, ჩხვლეტა ან კრუნჩხვა იგრძნობა. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ რკინის დეფიციტის დროს ადამიანებს ეს სინდრომი 9–ჯერ უფრო ხშირად უვლინდებათ.
შესიებული ენა
ე.წ. ატროფული გლოსიტი – მდგომარეობა, როცა ენა სივდება და მტკივნეული ხდება. ენა ისე სივდება, რომ ზედაპირიდან პატარა თავები ქრება და ის გლუვი ხდება. ამ მდგომარეობის სხვა სიმპტომები: პირის სიმშრალე, წვა, ყლაპვის გართულება.
ყინულისკენ ლტოლვა
რკინის მძიმე დეფიციტის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი – ყინულის ნატეხის წოვის თითქმის უკონტროლო სურვილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყინული შესიებული ენის დამშვიდებაში ეხმარებათ.