Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კრისტალი და თქვენს ყველაზე სანუკვარ სურვილს გამოვიცნობთ

უძველესი დროიდან ქვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძვირფასი ქვები და კრისტალები გამოიყენებოდა როგორც ძვირფასეულობა, გაცვლის საშუალება. ალქიმიკოსები და ჯადოქრები დიდად აფასებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ახლა 21-ე საუკუნეა, მინერალებისკენ ლტოლვა არ შემცირებულა. ჩვენ კვლავ მზად ვართ, ამ ბუნების ნამუშევრებით საათობით აღვფრთოვანდეთ, ზოგჯერ ამისთვის სოლიდურ თანხასაც ვიხდით!

იცით თუ არა, რომ თითოულ ადამიანს განსხვავებული ქვა იზიდავს? როგორც ყველაფერში, აქაც ქვის არჩევანი შემთხვევითი არაა! შესაძლოა, ფიქრობთ, რომ უბრალოდ ქვის ფერი ან ფორმა მოგეწონათ. სინამდვილეში, არჩევანი თქვენს პიროვნებაზე ბევრ რამეს ამბობს! ეჭვობთ? მოდით შევამოწმოთ!

მოცემული მინერალებიდან ერთ–ერთი აირჩიეთ და შემდეგ მისი მნიშვნელობა წაიკითხეთ. შეძლებენ ძვირფასი ქვები თქვენი პიროვნების გამოცნობას?

1. ამეთვისტო

ამეთვისტო პოზიტივს ნიშნავს. ის უარყოფით ენერგიას იგერიებს. გულის სიღრმეში პოზიტიურ და მშვიდობიან ცხოვრებაზე ოცნებობთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც გიყვართ და ბოროტ ენებს არ მოუსმინოთ. ამეთვისტო – მშვიდობის და გულწრფელობის სიმბოლოა.

მისი ენერგეტიკა სულიერი სიმშვიდის და შინაგანი ჰარმონიის მოპოვებაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ ქვის სახელი ძველი ბერძნულიდან მოდის და ითარგმნება, როგორც „ფხიზელი“. ამბობენ, რომ ამეთვისტოს გამორჩეული შესაძლებლობები აქვს და რაც ყველაზე მთავარია ადამიანის სიმთვრალისგან დაცვა, თუ მაინც დალია – დათრობისგან იცავს. ამეთვისტო ადამიანის უნარების განვითარებას, კარების და მაღალი სფეროების გახსნას, სამყაროს სიბრძნის შეცნობას ხელს უწყობს.

2. ფირუზი

ფირუზი პატიოსნებას ნიშნავს. ადამიანს კომუნიკაციაში ეხმარება, მას გულწრფელობას ანიჭებს. ცხოვრებაში გულწრფელობას დიდად აფასებთ.

ქვა ინტუიციას, შესაძლებლობას აძლიერებს. ადამიანს სიმამაცეს, გამჭრიახობას მატებს, ოჯახურ ბედნიერებას ხელს უწყობს. ღია ცისფერი ფირუზი სულიერების, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა. „ფირუზი“ ძველი სპარსული სიტყვიდან „ფირუზა“ მოდის – ბედნიერების ქვა.

ფირუზა მტრებს არიგებს, ცეცხლს აქრობს, ოჯახში მშვიდობას აღადგენს, ხელმძღვანელი პირების უკმაყოფილებას არბილებს. ეს მებრძოლი, ლიდერი, მამაცი, შეუპოვარი და დამოუკიდებელი ხალხის ქვაა.

3. კვარცი

კვარცი წარმატებას ნიშნავს. სუფთა კვარცი ყურადღების კონცენტრირებას და საღ აზროვნებას ხელს უწყობს. თქვენ ამბიციური და შეუპოვარი ადამიანი ხართ, მაგრამ საქმიდან გადართვა გახასიათებთ. ყურადღებით იყავით, ყველაფერი გამოგივათ.

კვარცის გავლით დედამიწაზე ღვთიური ცეცხლი ხვდება, ამიტომ ძველად ამ ქვიდან ბურთებს და ლინზებს ამზადებდნენ, რომლის დახმარებით ტაძრებში მსხვერპლს სწირავდნენ. მღვდლები კვარცის დახმარებით ადამიანის წარსულის და მომავლის შესახებ იგებდნენ. კვარცის სახელ მოდის გერმანული სიტყვიდან „Quarz”, რომლის წარმომავლობა გაურკვეველია.

კვარცი პლანეტის ასტრალური კანია, ხოლო მისი კრისტალები ერთგვარი ჩამწერი მოწყობილობა, რომლებიც სამყაროს სიგნალებს ინახავენ. კვარცი მეხსიერებას აძლიერებს, წარმოსახვას ავითარებს, მეტყველებას და აქტიურ აზროვნებას ხელს უწყობს.

4. ნეფრიტი

ნეფრიტი კეთილდღეობას ნიშნავს. თქვენ დიდი ოცნებები გაქვთ. თუ წარსულის შეცდომებს გააცნობიერებთ, ოცნებებს აუცილებლად აისრულებთ. ეს კი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასი დაგეხმარებათ! ნეფრიტი ძველი ჩინეთის წმინდა ქვაა. ამ ქვის თვისება უნიკალურია და ადამიანს არსისა და ქცევის შეცვლისკენ უბიძგებს.

ნეფრიტი სამყაროს არაამქვეყნიური ძალებისგან იცავს, ოჯახის კეთილდღეობას და ხანგრძლივ ცხოვრებას უზრუნველყოფს. სახელი ძველი ბერძნული სიტყვებიდან „ნეფროს“ (თირკმელი) და „ლაპის“ (ქვა) მოდის.

უძველესი დროიდან ჩინეთში თვლიან, რომ ნეფრიტი ცისა და დედამიწის, სიბრძნის და მარადისობის ქვაა. გარდა ამისა, ნეფრიტი – გონების, კეთილი ზრახვების და სიკეთის ქვაა. დიდებული ბრძენი კონფუცი ნეფრიტს ჰუმანურობის სიმბოლოდ თვლიდა.

5. ვეფხვის თვალი

ვეფხვის თვალი ჯანმრთელობას და ბედნიერებას ნიშნავს. ის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ხელს უწყობს. თქვენ გესმით, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამ ქვას გონების განვითარება, მავნე ჩვევების რეალური მოთხოვნებისგან გამოყოფა შეუძლია. ვეფხვის თვალი ორგანიზმს ჭარბი საკვების მიღების შემდეგ გაწმენდაში ეხმარება. ქვა სიბნელეში დანახვას, გამჭრიახობის განვითარებას და წარმატების მოპოვებას ხელს უწყობს.

ვეფხვის თვალი საღ აზროვნებას ავითარებს, ყურადღების კონცენტრაციის უნარს ზრდის, პედაგოგიურ შესაძლებლობებს ააქტიურებს, ადამიანს სასარგებლო საქმის კეთებისკენ უბიძგებს. ვეფხვის თვალი მფლობელს საფრთხისგან, დაუფიქრებელი ქცევისგან იცავს. ითვლება, რომ ვეფხვის თვალი ეჭვიანობას ამცირებს.

6. მთვარის ქვა

მთვარის ქვა ჰარმონიულ მომავალს ნიშნავს. ეს ბედის ქვაა. ის საუბრობს თქვენს სურვილზე, რომ გონებასა და სხეულს შორის ბალანსს მიაღწიოთ. ცხოვრებაში ჰარმონიისკენ მიისწრაფვით.

უძველესი დროიდან მთავარის ქვას სიყვარულის მოსაზიდად იყენებენ. ქვა არა მხოლოდ სიყვარულს იზიდავს, არამედ მფლობელში ამ ღრმა გრძნობას ავითარებს. ადამიანს კონფლიქტისგან იცავს, სტრესს ამცირებს და მას უფრო მომთმენს და მოწყალეს ხდის.

გარდა ამისა, ქვა მოდუნებას, ფანტაზიას და შემოქმედებით აფეთქებას ხელს უწყობს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მთვარის ქვით მედიტაცია გონების გახსნას, ფარული ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობს.

7. მზის ქვა

მზის ქვა სიხარულს ნიშნავს. ის მზის პოზიტიურ ენერგიასთან ასოცირდება. თქვენი სული კაშკაშად ანათებს და ყველაზე ბნელ სიტუაციებშიც ანათებს. გარშემომყოფებს გაუმართლათ, რომ თქვენს სხივებში გათბობა შეუძლიათ.

მზის ქვა ინტუიციის, ფანტაზიის და წარმოსახვის განვითარებას ხელს უწყობს, ასევე მფლობელში ავანტიურიზმის სულისკვეთებას ავითარებს. მათ, ვისი ცხოვრებაც მისტიკას და ეზოთერიკას უკავშირდება, მზის ქვა ძლიერ ენერგეტიკას და ოპტიმიზმს ანიჭებს. ის მფლობელს ჯანმრთელობას, ძალას და მიმზიდველობას ჩუქნის, აქტიური ცხოვრების წესისკენ და ჩანაფიქრის განხორციელებისკენ უბიძგებს. თბილი ფერები და მბზინავი ბრწყინვალება განწყობას ამაღლებს და სულს აძლიერებს.

მზის და მთვარის ენერგიების გაერთიანებით, მზის ქვა მფლობელს პლანეტებთან, ინფორმაციული ველებთან კონტაქტების დამყარებაში ეხმარება. ნათელმხილველობის, მკითხაობის, წინასწარმეტყველების ნიჭი – აი, უნარები, რასაც მზის ქვა ადამიანს აძლევს.

8. პირიტი

პირიტი სიუხვეს და ძალას ნიშნავს. ცხოვრებაში სიუხვისკენ მიისწრაფვით. გსურთ, რომ ძლიერი და ნეგატიური ენერგიისთვის მიუწვდომელი იყოთ. პირიტი მამაკაცურ ქვად ითვლება. „მამაკაცური“ თვისებების წყალობით პირიტი მფლობელს დიდ ემოციურ ძალას ანიჭებს.

პირიტი ადამიანს ოპტიმიზმით, სიცოცხლის სიყვარულით, პრაქტიკულობით და მიზანდასახულობით ავსებს. შესაფერისი ქვაა მარტოხელებისთვის – მათთვის, ვინც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას მიჩვეულია, მაგრამ იძულებულია მათ მოთხოვნებს დაემორჩილოს. პირიტი – ცეცხლოვანი სტიქიის ქვაა, რომელიც ადამიანს დიდი სასიცოცხლო ძალით ავსებს. მისი სახელი ბერძნულიდან მოდის „პირიტეს ლიტოს“ – ქვა, რომელიც ცეცხლს ასხივებს.

9. სარდიონი

სარდიონი ძალაუფლებას ნიშნავს. ეს ქვა ემოციურ ძალაუფლებას და ფიზიკურ ენერგიას სტიმულირებს. თქვენ შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად შესაძლებლობას ეძებთ.

სარდიონი – თილისმაა მათთვის, ვინც სხვებთან აქტიურად კონტაქტობს. ის მფლობელს მთლიანად ემორჩილება და მზადაა ყველაფერი შეასრულოს, თუნდაც უსიამოვნო სურვილები. ქვა ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა მფლობელმა სასურველ შედეგს მიაღწიოს.

წესიერი ხალხისთვის სარდიონი იზიდავს წარმატებას, სხვების პატივისცემას, უფროსების წყალობას. ადამიანს მომხიბვლელობას მატებას, ორმხრივ სიყვარულს და სიყვარულსა თუ ბიზნესში ერთგულ პარტნიორს ჩუქნის.