Connect with us

სხვა

რას ამბობს თქვენი ფრჩხილის ფორმა თქვენს ხასიათზე

ჩვენ ონიქომანტია შევისწავლეთ და გავიგეთ ხასიათის რა შტრიხები ახასიათებთ სხვადასხვა ფრჩხილის ფორმის მქონე ქალბატონებს.
ონიქომანტია ქირომანტიის ერთ-ერთი უძველესი ნაირსახეობაა. ფრხჩხილებს ტქვენს შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. ძველ ეგვიპტეში და ჩინეთში სწამდათ, რომ ფრჩხილის მდგომარეობით ადამიანის დაავადებების შესახებ შეიძლებოდა ინფორმაციის მიღება.

კვადრატული ფორმის ფრჩხილები

ამ ფორმის ფრჩხილი მქონე ქალბატონი ლოგიკიტა და გონებით ხელმძღვანელობს. ის ყველა გადაწყვეტილებას აწონ-დაწონის და მხოლოდ შემდეგ დგამს ნაბიჯს. დაქალებს ის რაციონალურობის გამო უყვართ და ხშირად მიმართავენ რჩევისთვის, თუმცა ზოგჯერ ნაწყენდებიან მისი პირდაპირობის გამო. ამ ტიპის გოგონებს პირადი ცხოვრების დალაგება უჭირთ, რადგან ძალიან ბევრს ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ნუშის ფორმის ფრჩხილები

ეს ავანტიურისტების ფრჩხილის ფორმაა. ასეთი ქალბატონი ნებისმიერ იდეას დაუჭერს მხარს, შეიძენს ბილეთს და გაფრინდება. თუმცა მისი უდარდელი ნატურის უკან ძალიან მოწყვლადი ადამიანი იმალება, რომელიც ახლობლების საქციელებზე მტკივნეულად რეაგირებს. ის მეგობრობაში და სიყვარულში ემოციურად ერთვება და სხვებისგანაც იმავეს მოელის.

ოვალური ფორმის ფრჩხილები

ოვალი – ეს ადამიანი თავის თავთან სრულ ჰარმონიაშია. იშვიათად აღელვებს სხვათა აზრი და ზოგადად გარემოებები. სულ 1-2 მეგობრაი ჰყავს რომლებსაც თავის გულის ადებს უზიარებს. თავის ადამიანთან შეხვედრისას ოვალური ფრჩხილების გოგონას ოჯახის და სიმყუდროვის შექმნის სურვილი უჩნდება. ისინი შესანიშნავი მშობელბი და ერთგული ცოლები არიან.

წვეტიანი ფრჩხილები

თამამი, ხმაურიანი და უდარდელი ქალბატონი რომელიც მთელ სევდასა და დარდს საკუთარი ავდაჯერებულობის უკან მალავს. ისინი კომპანიის გულს წარმოადგენენ მაგრამ, გულის სიღრმეში მუდამ ელიან ადამიანს რომელიც მათი შინაგანი სამყაროს შეცნობას გადაწყვეტს. როდესაც საყვარელ ადმაიანს პოულობენ, ეს გოგონები მკვეთრად იქცევიან ოჯახის გოგონებად და ამით გარშემომყოფებს აოცებენ.

მრგვალი ფრჩხილები

მისი სიმშვიდე ზოგჯერ გულგრილობა გონიათ, სინამდვილეში ის უბრალოდ საკუთარი თავით არის ზედმეტად გატაცებული. ინტრიგების ქსოვა და სხვათა პრობლემებში ცხვირის ჩაყოფა მას უბრალოდ დროის ხარჯვად მიაჩნია. მრგვალი ფრჩხილების მქონე გოგონა არასდროს ჩქარობს და ამის გამო ხშირად უწევს შენიშვნების მოსმენა. მისი ნამდვილი სახე მხოლოდ მისმა ნატესავებმა იციან. მამაკაცებს ის გულწრფელობისა და ქალურობის გამო უყვართ.

“ბალერინა”: ფრჩხილები რბილი კვადრატით

როგორც წესი ასეთი ფრომის ფრჩხილების მქონე გოგონა დიდი ნებისყოფით გამოირჩევა. ის შესანიშნავ კარიერას ქმნის და საკუთარი ბიზნესიც აქვთ. ურთიერთობებში საკმაოდ პირდაპირები არიან და თ რაიმე არ მოსწონს მის ატანას არ დაიწყებს. ის კარგი მეგობარია და დაქალთან გასატარებელ საღამოს რომელიმე სიმპათიურ მამაკაცთან შეხვედრაში ანდმვიალდ არ გაცვლის. მისი გულის მოგება ძალიან რთულია, მაგრამ თ ეს გამოგივიდათ ერთგულ პარტნიორს და მოსიყვარულე ქალბატონს მიიღებთ.