ჯანმრთელობა
ნატურალური სასმელი დაავადებათა პროფილაქტიკისა და იმუნიტეტის გამაგრებისთვის
ეს ნაზავი იმუნიტეტს გაგიმაგრებთ და ათეულობით დაავადებისგან განგკურნავთ.
ყველასთვის ცნობილია, რომ ნატურალური წვენები ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ. ამასთანავე ბოსტნეულის წვენებით ძალიან ბევრი ძვირფასი წამლის ჩანაცვლება შეიძლება.
ამ ნაზავში შედის ნიორი, თუმცა უმჯობესია ის მიღებამდე მდუღარე წყლით გააზავოთ. ეს გააკუთრებით კუჭის პრობლემების მქონე ადამიანებს ეხებათ, ეს რჩევა კუჭქვეშა ჯირკვლის გაღიზიანების ქონის დროსაც გასათვალისწინებელია.
მოდით ჩამოვთვალოთ ამ გასაახალგაზრდავებელი და იმუნიტეტის გასამაგრებელი შინაურული საშუალების თვისებები:
- გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. სასმელი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც სიმსივნის გაჩენას აფერხებს. გარდა ამისა ის ეფექტურია მასტიტის დროსაც.
- ამაგრებს იმუნიტეტს. ეს კოქტეილი ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. არის ბუნებრივი ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური საშუალება და განსაკუთრებულად გვეხმარება ორგანიზმის ტონუსის ამაღლებაში.
- არაჩვეულებრივად წმენდს სისხლს. ეს ნაზავი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ათეროსკლეროზის, ინსულტისა და ინფარქტისთვის. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ზრდის გემოგლობინს.
- ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას. კანს უბრუნებს ტონალობას, ასუფთავებს და აუმჯობესებს მას. ეს სასმელი აგიმაღლებთ სახსრების გამჯლეობას და მოქნილობას, მოგაშორებთ ოსტეოქონდროზსა და ოსტეოპოროზს.
ახლა კი გავიგოთ, თუ როგორ უნდა დამზადდეს ეს არაჩვეულებრივი ნაყენი.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა გამოწურული ლიმონის წვენი, 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, 1 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1 ჭიქა შავი ბოლოკის წვენი, 1 ჭიქა გამოწურული ნივრის წვენი (დაგჭირდებათ დაახლოებით 15 კბილი), 1 ჭიქა კარგი ხარისხის წითელი ღვინო.
მომზადების წესი:
პირველ რიგში, შუშის ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ. შემდეგ ორ ლიტრიან ბოთლში დაგაასხით და მაცივარში შეინახეთ.
მოხმარების რეჟიმი:
დალიეთ დღეში 3 სუფრის კოვზი. 1 სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა: 6 კვირა. მკურნალობა შეგიძლიათ 2-3 თვის შემდეგ გაიმეოროთ.