ჯანმრთელობა
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ტიბეტელი ბერებისგან: 5 იოგის ვარჯიში კარგი განწყობისთვის
ქვემოთ აღწერილი ვარჯიშები აღმოაჩინა ინგლისელმა ჯარისკაცმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინდოეთში იმყოფებოდა. მან მიაღწია იმას, რომ ტიბეტის ერთ–ერთ მონასტერში შეუშვეს, სადაც ორგანიზმის გაახალგაზრდავების საიდუმლოს ეზიარა. ჯარისკაცი აღნიშნავს, რომ ბერები 25 წლის ბიჭებივით გამოიყურებოდნენ, თუმცა დაახლოებით 150 წლის იყვნენ.
ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად ვარჯიშის გარდა აუცილებელია სწორად კვება: მარცვლეული, პარკოსნები, კვერცხი და რძის პროდუქტები მიიღეთ. ხორცი საერთოდ უნდა გამორიცხოთ.
ვარჯიში, რომელსაც ეწოდება 5 ტიბეტური მარგალიტი, პოზიტივით აგავსებთ და კარგ განწყობას გაჩუქებთ, მაგრამ ყოველდღე უნდა შეასრულოთ. ვარჯიშებს იმდენად კოლოსალური ეფექტი აქვს, რომ ბევრი მოხუციც წარმოუდგენლად იცვლება.
ტიბეტური ტანვარჯიში გასაახალგაზრდავებლად
შესრულება
1-ლი ტიბეტური მარგალიტი
სწორად დადექით, ხელები გვერდზე გაშალეთ და საათის ისრის მიმართულებით ტრიალი დაიწყეთ. ასე ენერგეტიკულ ჩაკრებს გააქტიურებთ, რაც განწყობის, ასევე ტვინსა და მთელ სხეულში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თითოეული ვარჯიში ზუსტად 21-ჯერ გაიმეორეთ.
მე-2 ტიბეტური მარგალიტი
იატაკზე დაწექით, წინასწარ ხალიჩა დააფინეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. ნიკაპი მკერდისკენ მისწიეთ, შემდეგ ფეხები გამართეთ და 90 გრადუსით მათი აწევა სცადეთ. ამასთან ხელები მოდუნებული და იატაკზე მიბჯენილი გქონდეთ.
ასე ზურგის კუნთებს გააძლიერებთ, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ხერხემალზე. როგორც ცნობილია, სწორი და ჯანსაღი ზურგი ჯანმრთელობის გარანტიაა.
მე-3 ტიბეტური მარგალიტი
სავარაუდოდ, მეორე ვარჯიშის შემდეგ ზურგის და პრესის ტკივილს იგრძნობთ. ეს ვარჯიში ტკივილს გააქრობს. მუხლებზე დადექით, ნიკაპი მკერდზე მიაბჯინეთ, ფეხები ისე გაშალეთ, რომ თითები იატაკს მოაშოროთ და მოხარეთ.
ვარჯიშის მიზანი უკუ მხარეს მაქსიმალურად გადაიხაროთ. ხელები არ ამოძრაოთ და მოდუნებული, სხეულის პარალელურად გქონდეთ. ვარჯიში ფეხის სახსრების ეფექტურად განვითარებაში დაგეხმარებათ, რაც მთავარია – სხეულის ქვედა კიდურებში ენერგიის ნაკადს განაახლებს.
მე-4 ტიბეტური მარგალიტი
მჯდომარე პოზა მიიღეთ. სხეულის უკან მდებარე ხელებს დაეყრდენით და სცადეთ ფეხებს დაეყრდნოთ და თავი რაც შეიძლება მაქსიმალურად გადაწიოთ.
ამ ვარჯიშის სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ხერხემლის კისრის ნაწილი გავარჯიშდება, რაც თავის ტკივილს და კისრის ტკივილს მოგაშორებთ.
მე-5 ტიბეტური მარგალიტი
პლანკის პოზა მიიღეთ, ამასთან ეცადეთ ისე, როგორც წინა ვარჯიშში, თავის მაქსიმალურად უკან გაწევა სცადეთ. არ დაგავიწყდეთ ნიკაპი აუცილებლად მკერდს უნდა მიადოთ.
ცხვირით ჩაისუნთქეთ, პირით ამოისუნთქეთ, ფილტვებში დაგროვილი მთელი ჰაერის ამოსუნთქვა სცადეთ.
თუ ოცნებობთ, მუდმივად ახალგაზრდა დარჩეთ, ტიბეტელი ბერების საიდუმლოს გამოყენება ღირს. მერწმუნეთ, შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!