ჯანმრთელობა
იბუპროფენი გულის შეტევის რისკს 31%-ით ზრდის
პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იბუპროფენი გულის შეტევის რისკს 31 %-ით ზრდის.
ამასთან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის სხვა მედიკამენტები გულის შეტევის რისკს კიდევ უფრო ზრდიან! კვლევის შედეგები ჟურნალში European Heart Journal-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა 2001-2010 წლებში თითქმის 29 ათასი პაციენტის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებიც დანიის საავადმყოფოებში გულის გაჩერების დიაგნოზით მოხვდნენ.
ამ ინფორმაციას 1995 წლიდან დაწყებული NSAIDs-ზე ყველა გაუქმებული რეცეპტის შესახებ მონაცემები დაემატა. შემდეგ მეცნიერებმა თითოეული პაციენტისთვის ორი პერიოდი შეადარეს: 30 დღიანი პერიოდი გულის შეტევამდე, როცა პაციენტი NSAIDs მედიკამენტს იღებდა და 30 დღიანი პერიოდი, როცა პაციენტი მედიკამენტს იღებდა, მაგრამ ამასთან გულის შეტევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებულებს შორის გულის შეტევამდე ერთი თვით ადრე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას 3 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა. 51%-ის შემთხვევაში ეს იბუპროფენზე დაფუძნებული მედიკამენტი იყო, ხოლო 22 %-ის შემთხვევაში დიკლოფენაკზე დაფუძნებული მედიკამენტი.
აღმოჩნდა, რომ იბუპროფენი გულის შეტევის რისკს 31%-ით, ხოლო დიკლოფენაკი 50%-ით ზრდის. ნაპროქსენს, როფეკოკსიბს, ცელეკოკსიბს იშვიათად იღებდნენ და ამიტომ ამ მედიკამენტების არჩევანი დიდი არ იყო, რომ კავშირი დაედგინათ. თუმცა საშუალოდ ნებისმიერი მითითებული საშუალება გულის გაჩერების ალბათობას 31%-ით ზრდიდა.
სავარაუდოდ, ასეთი ეფექტი პრეპარატის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებით არის განპირობებული. ის თრომბოციტების აგრეგაციას და სისხლის შესქელების წარმოქმნაზე გავლენას ახდენენ. ასევე არტერიის შევიწროებას, არტერიული წნევის გაზრდას და სითხის შეკავებას იწვევს.
„საზოგადოებაში იბუპროფენის და დიკლოფენაკის მიღების უსაფრთხოებაზე ილუზია არის შექმნილი. ამიტომ მათი ყიდვა ურეცეპტოდ შეიძლება, ყოველგვარი რჩევებისა და შეზღუდვების გარეშე“ – განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი ექიმი გუნარი გისლასონი, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოლოგი.
მეცნიერები აფთიაქებიდან NSAIDs-ს პრეპარატების გაცემის პირობებისა და მათი გაყიდვის შეზღუდვის გადახედვისკენ მოგვიწოდებს.