Connect with us

საკითხავი

თქვენი ტელეფონი უნიტაზზე ბინძურია – ირწმუნებიან ექიმები. აი, რით უნდა გაწმინდოთ

მობილურ ტელეფონს ერთ–ერთ ყველაზე ბინძურ ნივთად მიიჩნევენ. ეს უსაფუძვლო განცხადება არაა. მეცნიერებმა სმარტფონების კვლევისას ჩვეულებრივი მტვრის და ჭუჭყის გარდა აღმოაჩინეს პარაზიტების, ბაქტერიების განავლის და პოტენციურად სასიცოცხლოდ სახიფათო მიკრობების კვალი. ეს კი წონიანი მიზეზია, რომ ტელეფონი ახლავე გაწმინდოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ გაწმინდოთ ტელეფონი სწორად.

გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სმარტფონის გაწმენდა სველი სალფეთქით და მინის საწმენდი სითხით არ შეიძლება. საყოფაცხოვრებო ქიმიის შემადგენლობაში ხშირად შედის აგრესიული ნივთიერება, რომელსაც თხევად კრისტალური დისპლეის გაფუჭება შეუძლია, ხოლო შიგნით მოხვედრისას – მთლიან მოწყობილობაზე ზიანის მიყენება.

ასევე არ შეიძლება სმარტფონის ფენით გაშრობა (მენდეთ, ასე ბევრი აკეთებს!), ნიშადურის სპირტით, წყალბადის ზეჟანგით, გამხსნელით, ქლორით და აბრაზიული საშუალებებით, მათ შორის სოდით დამუშავება.

სმარტფონის გასაწმენდად და სადეზინფექციოდ დაგჭირდებათ:

  • გამოხდილი წყალი
  • 70% იზოპროპილის სპირტი
  • პულვერიზატორი
  • მიკროფიბრის ქსოვილი სათვალისთვის ან ნებისმიერი უბეწვო ქსოვილი
  • ბამბის ჩხირები
  • კბილის ჩხირები

გაწმენდის დროს ზედმეტად არ დაასველოთ. მწარმოებლების უმეტესობა ტელეფონის ეკრანსა და კორპუსზე სპეციალურ ჰიდროფილურ საფარს ადებენ, რომ მოწყობილობა ცხიმისა და სხვა დაბინძურებისგან დაიცვან. ძლიერმა ხახუნმა და ზედმეტმა ტენიანობამ შეიძლება გაანადგუროს.

როგორ გავწმინდოთ ტელეფონი

  1. ტელეფონს აქსესუარები მოაშორეთ და მოწყობილობა გამორთეთ.
  2. დამცავი ქეისი მოხსენით – ის ცალკე გარეცხეთ.
  3. პატარა პულვერიზატორში გამოხდილი წყალი და 70% იზოპროპილის სპირტი 1:1 თანაფარდობით ჩაასხით. მნიშვნელოვანია, რომ გამოხდილი წყალი გამოიყენოთ, რადგან ჩვეულებრივი გამდინარე წყალი მინერალების მიკროსკოპულ ნაწილებს შეიცავს, რომელმაც შეიძლება ტელეფონის ეკრანი დააზიანოს.
  4. ხსნარით მიკროფიბრის სალფეთქი დანამეთ ისე, რომ ოდნავ სველი იყოს. ტელეფონზე სითხის შესხურება არ შეიძლება!
  5. სალფეთქით მოწყობილობის ყველა ნაწილი გაწმინდეთ.
  6. ისეთი დეტალების გასაწმენდად, როგორიცაა ფოტოკამერის ობიექტივი, აქსესუარების შესაერთებელი ხვრელები ან ღილაკები, ბამბის ჩხირი გამოიყენეთ. კორპუსში გაჩხერილი ნამცეცები ხის ჩხირით ამოიღეთ.
  7. ტელეფონი ჰაერზე 15 წუთით გააშრეთ.

ასეთი პროცედურა კვირაში მინიმუმ ერთხელ გაიმეორეთ.

როგორ გავწმინდოთ ქეისი

ტელეფონთან ერთად აუცილებლად ყველა აქსესუარი უნდა გაწმინდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეზინფექცია აზრს კარგავს. ქეისის დამუშავება მის მასალაზეა დამოკიდებულია.

სილიკონის ქეისის გაწმენდა ყველაზე მარტივია – შეგიძლიათ თბილი წყლით და ჭურჭლის სარეცხი სითხით გარეცხოთ. ძლიერი ჭუჭყის მოსაშორებლად ნაზი ჩვარი გამოიყენეთ. ქეისი სუფთა წყალში გაავლეთ და ჰაერზე კარგად გააშრეთ. ყოველდღე შეგიძლიათ სილიკონის ქეისი სამედიცინო სპირტის წყლიან ხსნარში დასველებული სალფეთქით გაწმინდოთ.

პლასტმასის ქეისი გასაწმენდად გამოიყენეთ უბეწვო ქსოვილით და ნებისმიერი სპირტის შემცველი საშუალებით. ჩაღრმავებიდან ან ნახვრეტიდან ჭუჭყი ბამბის ჩხირით ამოიღეთ. ქეისი სუფთა, მშრალი ჩვრით გაწმინდეთ და ჰაერზე გააშრეთ.

ნატურალური ტყავის ქეისის გაწმენდა უფრო რთულია. მისი გაწმენდა მხოლოდ სპეციალური საშუალებით შეიძლება, რომელიც ამ ტიპის მასალისთვის არის განკუთვნილი. ტყავი რომ არ გაშრეს და დაიბზაროს, გაწმენდის შემდეგ სპეციალური კონდიციონერით დაამუშავეთ – ასეთი საშუალება შეგიძლიათ ტექნიკის მაღაზიებში შეიძინოთ.

როგორ გავწმინდოთ სმარტფონის აქსესუარები

ყურსასმენები, დამტენის და სხვა აქსესუარების სადეზინფექციოდ დაგჭირდებათ ჩვარი და გამოხდილი წყლის და 70%–იანი იზოპროპილის სპირტის ნარევი (1:1). ჩვარი ზედმეტად არ დაასველოთ – ელექტროტექნიკა და ნაწილები, რომელთაც აქტიურ დენთან კონტაქტი აქვთ, ხელი არ ახლოთ.