Connect with us

მოდა და სტილი

როგორ ჩავიცვათ ისე, რომ ყოველთვის მდიდრული და დახვეწილი ვიყოთ

გონებით გვაცილებენ, მაგრამ ტანსაცმლით გვხვდებიან! პროფესიონალი სტილისტები ჰარმონიული, დასამახსოვრებელი სტილის შექმნაზე ბევრ ფულს ტყუილად არ შოულობენ. საქმიანი ქალის სტილი ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

თუ ახლა ქვედაბოლო–ფანქარზე, თეთრ ბლუზსა და სათვალეებზე ფიქრობთ, ეს სტილი წარმატებული ქალის გარეგნობისგან შორსაა! Alltime.ge–ს რედაქცია გაგაცნობთ რამდენიმე მთავარ პრინციპს, რომლებიც თანამედროვე ქალის გარდერობის არჩევაში დაგეხმარებათ.

შეძლებული ქალის სტილი

21–ე საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ქვეყნებში გამოჩნდა ნორმკორი, ანუ მოდა მათთვის, ვინც მოდამ დაღალა. მოკლედ, ანუ ეს სტილი საშუალებას გაძლევთ მდიდრულად გამოიყურებოდეთ მაშინაც კი, თუ ცნობილი ბრენდების სამოსს და ძვირიან აქსესუარებს არ იყენებთ. ამასთან საკმაოდ უნივერსალურია, რომ ყოველდღიურად გამოიყენოთ.

მარტივად ჟღერს! სინამდვილეში, რამდენიმე დეტალი უნდა იცოდეთ, რომ რომელიმე შემთხვევითმა ნივთმა უნაკლო სტილი არ გაანადგუროს.

არც ერთი ბრენდი

წარმატებული ქალი Gucci–ს ახალი კოლექციის დასაკუთრებას არ ცდილობს. მით უმეტეს, ცნობილი ბრენდების მაღაზიებში მთელ კოლექციას არ ყიდულობს. მაქსიმუმ, რის უფლებასაც თანამედროვე ქალი საკუთარ თავს აძლევს – ერთი წარმატებული ბრენდული ნივთი სტილში. ეს უნდა იყოს აქსესუარი ან უხილავი აქცენტი.

უფრო მეტიც, ნორმკორში იარლიყების დამალვა მიღებულია. უკანა მხარეს ბრენდის სახელი ვულგარულად ითვლება. ხშირად ასე იქცევიან ქალები, რომლებიც ცნობილი ფირმის სახელით საკუთარი სტატუსის წარმოჩენას ცდილობენ.

ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არაა

უზრუნველყოფილი ქალი ძვირფასეულობას ყოველდღე არ ატარებს. მათ ან სადღესასწაულო შემთხვევებისთვის ინახავს ან უპირატესობას ბიჟუტერიას ანიჭებს. შეგიმჩნევიათ, რომ ბრენდულ მაღაზიებში ბიჟუტერიისთვის ცალკე სტენდია გამოყოფილი? და თან იაფი არ ღირს.

თქვენ უფრო მაღალი უნდა აიღოთ! საავტორო აქსესუარები ძვირი ღირს. ზოგჯერ ხარისხიანი ბიჟუტერია ძვირფას ლითონზე უკეთ გამოიყურება.

ხარისხი უპირველეს ყოვლისა

დაე, ცოტა ნივთი გქონდეთ, მაგრამ ყველა ხარისხიანი. ნამდვილი ლედი საეჭვო ხარისხის სამოსს გარდერობში არ დაუშვებს. საერთოდ რა საჭიროა? დიდი ალბათობით, მცირე ხნით გემსახურებათ და ბოლოს ახალი ნივთის შესაძენად უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ.

ამ სამი პუნქტის გარდა ბევრი სხვა წვრილმანიც არსებობს, მაგრამ ისინიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ: ეშმაკი დეტალებში იმალება. მაგალითად, წარმატებული ქალი ფერად პრინტებს და წარწერებიან სამოსს არ ჩაიცვამს. პირიქით, უპირატესობას თავშეკავებულ ტონებს და მონოქრომულ ფერებს ან ლაკონურ ნიმუშებს მიანიჭებს.

სიტყვაზე, ნორმკორის სტილის მოყვარულთა გარდერობში არა მხოლოდ ფერადი პრინტი, არამედ ზოგადად ფერადი ნივთიც იშვიათად ხვდება. თავშეკავებული პასტელური ელფერები და ძვირადღირებული ქვების კეთილშობილური ფერები ძალიან მოთხოვნადია. მათ შორისაა ლალისფერი, ზურმუხტისფერი, ძოწისფერი და საფირონი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ წარმატებული ქალის სტილი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოსდა მის შექმნაზე მხოლოდ 3 წუთი დახარჯეს. ამასთან ტანსაცმელი იდეალურად უნდა გერგებოდეთ, მყვირალა არ უნდა იყოს. საქმიანი სტილისგან ფერების, აქსესუარების და სხვადასხვა ტექსტურის ქსოვილის კომბინაციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს მოკლე ინსტრუქციაა, თუ როგორ შექმნათ ელეგანტური სტილი ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის! შეინახეთ, რომ გამოიყენოთ.