ჯანმრთელობა
ეს სასმელი ძვლებს შიგნიდან ანადგურებს, მაგრამ ხალხი მის მოხმარებას მაინც აგრძელებს
ყველასთვის ცნობილია, რომ გაზიანი სასმელი არც თუ ისე ჯანსაღი კვების პროდუქტია, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს ერთი შეხედვით უვნებელი, საბავშვო სასმელი. უმრავლესობისთვის გაზიანი სასმელი – ასარჩევად ნომერ პირველია ზაფხულის მცხუნვარე ამინდში, წვეულების სუფრაზე და უბრალოდ ყოველდღე,
1. გაზიანი სასმელები და ოსტეოპოროზი
ბევრი გაზიანი სასმელის შემადგენლობაში შედის კოფეინი და ფოსფორის მჟავა, რომელიც რიგი კვლევების თანახმად, კალციუმის ათვისებას ხელს უშლის. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელის რეგულარული მიღება მენჯ-ბარძაყის სახსრებში ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ ძვლოვანი მასის დაკარგვის მიმართ ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან.
კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 330 მგ კოფეინის მიღებას (რაც დაახლოებით 4 ჭიქა ყავას უდრის) ძვლოვანი მასის დაკარგვამდე მივყავართ. ითვლება, რომ კოფეინი კალციუმის შეწოვას აფერხებს და შარდიდან კალციუმის დაკარგავს იწვევს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაზიანი სასმელები ძვლებიდან კალციუმს გამოდევნიან. სწორედ ამიტომ, მისი მიღება კატეგორიულად უკუჩვენებულია ოსტეოპოროზის და კრონის დაავადების მქონე ადამიანებისთვის, ასევე 50 წელს გადაცილებული ხალხისთვის.
2. ღვიძლისთვის საზიანო
თუ ფიქრობთ, რომ ციროზი მხოლოდ ალკოჰოლიკებს ემართებათ, თქვენ ცდებით. სოდიანი სასმელების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ეს სახიფათო დაავადება გამოიწვიოს.
3. ჭარბი წონა
უალკოჰოლო, გაზიანი სასმელები ლიდერ პოზიციებს იკავებენ იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც სიმსუქნეს იწვევენ. ნახევარლიტრიანი გაზიანი სასმელი 9 კოვზ შაქარს შეიცავს, რომელიც ჩვეულებრივ „სახლის“ შაქართან შედარებით უფრო სახიფათოა, რადგან ნახშირორჟანგის გავლენის ქვეშ სისხლში მისი შეწოვა წამიერად ხდება.
თქვენ ფიქრობთ, რომ დიეტური კოლა სიტუაციიდან გამოსავალია, მაგრამ მწარედ ცდებით. „დიეტური“ ტკბილი სასმელები ორგანიზმს უფრო მეტ ზიანს აყენებენ. იმის მიუხედავად, რომ ისინი შაქარს ნამდვილად არ შეიცავენ, ასეთი სასმელები ხელოვნური დამატკბობლებით არის სავსე, რომლებმაც შეიძლება მთელი რიგი ჰორმონალური დარღვევები და სიმსუქნე გამოიწვიონ.
4. კბილების დაშლა
ტკბილი გაზიანი სასმელები კბილის ემალს დიდ ზიანს აყენებენ. შაქრის მაღალი შემცველობის გარდა, ასეთი სასმელები ძალიან მჟავეა.
5. თირკმლის დაავადებები
როგორც ადრე ითქვა, ფოსფორის მჟავა ძვლებიდან კალციუმს გამოდევნის, რომელიც ნაწილობრივ შარდიდან გამოდის, ნაწილობრივ კი თირკმლებში რჩება. სწორედ ამიტომ, გაზიანი სასმელების მიღება – ყველაზე ერთგული მეთოდია, რომ თირკმლებში კენჭების გაჩენა გამოიწვიოთ.
თუ ჯანმრთელობა თქვენთვის ძვირფასია, გაზიანი სასმელებით გატაცება არ ღირს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ყოველ 1 ქილა გაზიან სასმელზე 1 ჭიქა რძე დალიოთ, რომ კალციუმის დაკარგვა აანაზღაუროთ.