Connect with us

ჯანმრთელობა

ბანანი ყოველდღე უნდა ჭამოთ, თუნდაც დიეტას იცავდეთ

ზოგჯერ ბანანს „აფრიკულ კარტოფილს“ უწოდებენ და რაციონიდან უმოწყალოდ იღებენ: თითქოსდა, ამ ხილში სახამებლის გარდა არაფერია. მით უფრო ბანანზე უარს ამბობენ ისინი, ვინც ზედმეტ წონას უფრთხიან: პრაქტიკულად ნებისმიერი დიეტა ბანანის ამოღებას გირჩევთ. ამ დროს მეცნიერება ირწმუნება: ამ „ბალახის“ ნაყოფი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია ჯანმრთელობისთვის და მასზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუნდაც დიეტას იცავდეთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი დაავადებების თავიდან აცილებას და განკურნებას შეძლებთ ბანანით.

შაქრიანი დიაბეტი

ბანანში ბევრი უხსნადი საკვები ბოჭკოა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ერთ–ერთი კვლევის მონაწილეები, რომლებიც უზმოზე 250-300 გრ ბანანს მიირთმევდნენ, უკვე მე-3 თვეს სისხლში შაქრის, ასევე ქოლესტერინის შემცირებას აღნიშნავდნენ.

ჰიპერტონია

ბანანი ძალიან ბევრ კალიუმს შეიცავს. ერთი ნაყოფი 400 მგ კალიუმს შეიცავს, ხოლო კალიუმის დღიური ნორმა 3200 მგ. კალიუმი სისხლძარღვების ზედმეტ ტონუსს აქრობს, მის კედლებს ადუნებს, სისხლდენას აღადგენს და არტერიულ წნევას ამცირებს.

ყაბზობა

იგივე საკვები ბოჭკოები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებენ, საჭმლის მონელებისთვის სასარგებლოა: ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს და ყაბზობას ამსუბუქებს.

ასთმა

ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა: ბავშვებს, რომლებიც დღეში 1 ბანანს მაინც ჭამენ, ასთმა ნაკლებად აწუხებთ.

უძილობა

მაგნიუმი და B6 ვიტამინი, რომლებიც ბანანში ბევრია, მეხსიერებას აუმჯობესებს და ძილს აწესრიგებს. ექიმი გირჩევთ, რომ დაძინებამდე 1 საათით ადრე ბანანი მიირთვათ, თუ უძილობა ან ღამით გაღვიძება გაწუხებთ. უკვე ერთ კვირაში გაუმჯობესებას შეამჩნევთ.

ჭარბი წონა

სახამებლის მაღალი შემცველობის მიუხედავად ბანანი დაბალკალორიული ხილია. ერთი ნაყოფი 90-100 კალორიას შეიცავს. ასევე ბანანი გრელინის ჰორმონის წარმოებას თრგუნავს, რომელიც შიმშილის გრძნობას სტიმულირებს. ამ ხილში შემავალი საკვები ბოჭკოები დიდი ხნით დაგანაყრებთ.