Connect with us

საკითხავი

დააწვეთეთ და გახეხეთ: რა წავუსვათ გაზქურას, რომ ყოველდღე მისი გაწმენდა არ მოგიწიოთ

მაცივარი, ნიჟარა და გაზქურა – სამზარეულოს ცნობილი სამეულია. გაზქურა სხვებზე მეტად და უფრო სწრაფად ბინძურდება. ნებისმიერი კერძის მომზადებას თან ახლავს წყლის დუღილი ან ცხელი ზეთის შხეფები. გაზქურაზე ხშირად რჩება საჭმლის ნარჩენები. გადმოღვრილ ყავასა და რძეზე არაფერს ვამბობთ.

თუ ღუმელში ლაქები შეუმჩნეველია, გაზქურის ზედაპირის, კონფორების და სახელურების სისუფთავეზე ყოველდღიურად უნდა იზრუნოთ. ღუმელის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სუფთა და მოწესრიგებული იქნება სამზარეულო. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ სწრაფად და ეფექტურად გაზქურა, რა დააწვეთოთ ცხიმს, რომ მისი გაწმენდა ყოველდღე არ მოგიწიოთ.

ეფექტური მეთოდები გაზქურის გასაწმენდად

გამოცდილი დიასახლისები უკვე დიდი ხანია იყენებენ ხრიკებს, რომლის დახმარებით ქურა სწრაფად არ ბინძურდება.

1. ავტომობილის სპეციალური ცვილი

ამ საშუალებით ახალი ავტომობილის სალონებს აპრიალებენ, რომ პოტენციური მყიდველების ყურადღება მიიზიდონ. სამზარეულოს გაზქურას ცვილი მხოლოდ სარგებელს მოუტანს. მცირე ნაკაწრებს შენიღბავს, ნამწვის და ნაქაფის წარმოქმნას ხელს შეუშლის. ავტომობილის ცვილით დამუშავებულ გაზქურას არაფერი მიეკვრება. ცვილიან ზედაპირზე ნებისმიერ საჭმლის ნარჩენს ღრუბლით მარტივად მოაშორებთ.

პირველ რიგში, გაზქურის ზედაპირი სპირტით დაამუშავეთ. შემდეგ ცვილი წაუსვით. ეფექტი დაახლოებით 2 კვირა ძლებს. ამის შემდეგ შეიძლება ნამწვი და ლაქები გაჩნდეს. ცვილის შეფუთვა მოიმარაგეთ, რომ გაზქურა დიდი ხნით მოწესრიგებული იყოს.

2. ნიშადურის სპირტი

ნიშადური ჩამჯდარ ჭუჭყთან საბრძოლველად შესანიშნავი დამხმარეა. 1 ჩ/კ სპირტი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ. მიღებული ხსნარი გაზქურის ზედაპირს წაუსვით და 10-15 წუთით გააჩერეთ. ახლა ძველი კბილის ჯაგრისით ან ღრუბლის უხეში მხრიდან გახეხეთ და ჭუჭყი მოაშორეთ. ზედმეტი ძალისხმევა საჭირო არაა, რომ ზედაპირი არ გაკაწროთ.

3. სოდის და ძმრის ნარევი

თუ სახლს გენერალურად ალაგებთ და გსურთ, რომ ყველაფერი ახალივით ბრწყინავდეს და ბზინავდეს, შინაურული საშუალება, სოდა  და ძმარი, გამოიყენეთ. 9%–იანი სუფრის ძმარი ზედაპირს წაუსვით. სპრეი ბოთლი გამოიყენეთ ან ცოტა სითხე ზედაპირს დაასხით და ღრუბლით გადაანაწილეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ გაზქურა სველი იყოს, მაგრამ ძმარში არ ჩაიძიროს. ზემოდან სოდა მოაყარეთ. ნარევი აქტიურად შიშხინს დაიწყებს. რეაქციის დასრულებას დაელოდეთ და ზედაპირი გაწმინდეთ. გაზქურა ჭრაჭუნს დაიწყებს. პროცედურამდე ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ!

4. დიასახლისის საპონი

ეს საშუალება რეკომენდებულია მინაკერამიკის ზედაპირის გასაწმენდად, რადგან მისი გაწმენდა ლითონის ღრუბლით ან აბრაზიული ნივთიერებით არ შეიძლება. თუ ჩავუღრმავდებით, სჯობს არც ერთ ზედაპირზე მსგავსი საშუალება არ გამოიყენოთ. აი, დიასახლისის საპონზე დაფუძნებული საშუალება უნივერსალურია. 25 გრ დიასახლისის საპონი, 20 გრ სოდა და 2 ს/კ ძმარი აურიეთ. ცოტა ცხელ წყალში გააზავეთ. მიღებული ნარევი ზედაპირს წაუსვით და 1 საათით გააჩერეთ. ახლა თბილი წყლით მოაშორეთ და ზედაპირი გაწმინდეთ.

რა თქმა უნდა, სპეციალური ქიმიური საშუალების შეძენა მარტივი და სწრაფია. მთავარია, ხელთათმანის გამოყენება არ დაგავიწყდეთ და აბრაზიული ნივთიერება არ გამოიყენოთ. ენდეთ პროდუქციას, რომელსაც თავად ქურების მწარმოებლები უშვებენ. ხალხური საშუალებები ნაკლებად ტოქსიკურია, ხოლო კომპონენტების უმეტესობა სახლში ყველას გვაქვს. აუცილებლად სცადეთ ხრიკი ცვილით გაზქურის ხანგრძლივი ბზინვარებისა და სისუფთავისთვის!