Connect with us

კულინარია

საკვების შესაფუთი პარკი გაზის მიმწვარი გისოსების გაწმენდაში დაგეხმარებათ

სამზარეულოს ტექნიკიდან გაზქურა ყველაზე ხშირად ჭუჭყიანდება. ფილმის გატაცებით ყურების დროს რძის დროულად გამორთვა ხშირად გვავიწყდება. რა უნდა ვთქვათ, ჩვეულ მიმწვარზე, რომლის მოშორებაც სველი ჩვრით რთულია.

თუჯის გისოსს ცხიმი სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე რომ მოაშოროთ, პოლიეთილენის პარკი ან საკვების შესაფუთი პარკი და სარეცხი საშუალება გამოგადგებათ. დღეს გიამბობთ, თუ როგორ გაწმინდოთ მიმწვარი გისოსები. გაოცდებით, იმდენად მარტივი მეთოდია.

როგორ გავწმინდოთ გისოსები

საკვები პარკი სამზარეულოში თითქმის ყველას აქვს. ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალება არ გამოგადგებათ, ის მიმწვარს ვერ გაუმკლავდება. გაზის საწმენდი სპეციალური საშუალება გამოიყენეთ. მას ნებისმიერ საყოფაცხვრებო მაღაზიაში იპოვით.

საკვების შესაფუთი პარკი იატაკსა და მაგიდაზე დააფინეთ. ზემოდან გისოსი დაადეთ და საწმენდი საშუალებით კარგად დაფარეთ. გისოსი პარკში გაახვიეთ და საწმენდი საშუალების შეფუთვაზე მითითებულ დრომდე გააჩერეთ.

დროის გასვლის შემდეგ უბრალოდ გამდინარე წყალში ღრუბელის დახმარებით გარეცხეთ.

მსგავსი მანიპულაცია შეგიძლიათ პაკეტების გამოყენებით ჩაატაროთ. მსგავს შედეგს მიიღებთ.

თუ ამ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი გეპარებათ, სჯობს თავად გამოცადოთ. ყველაფერი გენიალური მარტივია. ასეთი რჩევები ყოფაცხოვრებას გაგიმარტივებთ.